imedi /  01 ივნისი 2021, 15:56 / სანდო წყარო

2020 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს მილიონამდე აბონენტი იყენებს

საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, კერძოდ, 998 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6.1%-ით, 57 ათასი აბონენტით გაიზარდა.

„2020 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

2020 წელს, წინა წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობის 8.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეგიონებში, მაშინ, როცა თბილისში აბონენტების რაოდენობა 3.2%-ით გაიზარდა.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3 385 სოფლიდან ინტერნეტი 2 193 სოფელშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება დანარჩენს, სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას კომისიასთან თანამშრომლობით კომპანია „ოუფენ ნეტი“, სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და ეტაპობრივად 1000-მდე სოფელს მოიცავს, ჯამში კი დამატებით ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 21:14

პოლიტიკა

დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად.

ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელა მერკელი

22 ივნისი 2021, 21:06

მსოფლიო

ანგელა მერკელმა ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 ივნისი 2021, 20:57

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% ვაქცინირებული გვეყოლება და პანდემია დაძლეული იქნება

„ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა - დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

22 ივნისი 2021, 20:54

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად 90 ხმა იქნება საჭირო.

22 ივნისი 2021, 20:47

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში, ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა.

22 ივნისი 2021, 20:47

ტაბლოიდი

იაპონიაში სექს-თოჯინის წყლიდან ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რადგან ის ცოცხალი ადამიანი ეგონათ

შემთხვევა ქალაქ ჰატინოჰეში მოხდა. გამვლელებმა წყალში მოტივტივე თოჯინა დაინახეს და ადამიანი ეგონათ, ამიტომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. როცა მაშველები წყალში შევიდნენ, გაირკვა რომ „ქალი“ რეზინის თოჯინა იყო.

22 ივნისი 2021, 20:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა თომას გარეტს შეხვდა

კახა კუჭავამ თომას გარეტს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა ასევე პარლამენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

22 ივნისი 2021, 19:56

COVID19

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თამარ ტალიაშვილი

22 ივნისი 2021, 19:46

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს: რისი გაკეთება შეუძლია ევროპის საბჭოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაცული იყოს ფუნდამენტური სამოქალაქო და ადამიანის უფლებები?

რუსეთი აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს - როგორიცაა ზაზა გახელაძის საგანგაშო საქმე, რომელიც გაიტაცეს და 12 წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს მოუსმინეს.

22 ივნისი 2021, 19:35

COVID19

28 ივნისიდან მოსკოვში კაფეებსა და რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

28 ივნისიდან მოსკოვში კაფეებსა და რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ივნისი 2021, 19:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რეზოლუციის ჩანაწერი, თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივია

„მე-4 პუნქტში წერია რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ომის დაწყება. იქვე მე-5 პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა თითქოს დაბომბეს ცხინვალი კასეტური ბომბებით. ამას დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობის“ ექვსმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს, მაშინ როდესაც მათი მხარდაჭერის გარეშეც კი რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. მათი მხარდაჭერა და მათი დასტური იყო მოღალატეობრივი, იმიტომ რომ მათ ტყუილი დააბრალეს საქართველოს, იმიტომ რომ ეს ასე არ იყო და მათ თქვენზე და ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მაშინ პროცესის მონაწილეები გახდნენ. რა გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა, მათი ინიციატივა რომ არ ყოფილა ომის დაწყება და კასეტური ბომბებით მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაუბომბავთ, ეს მათ იცოდნენ და ამას მხარი დაუჭირეს. ახლა ჩვენ კიდევ ვცდილობთ რამის გამართლებას?“ - განაცხადა მდინარაძემ.

ეკატერინე დგებუაძე

22 ივნისი 2021, 19:21

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეფექტიანია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშს აფასებს. დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო „ხარისხიანი განათლების“ მაჩვენებლით მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში ოცდაათ და ევროპის იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

გიორგი საბედაშვილი

22 ივნისი 2021, 19:11

სამართალი

გიორგი საბედაშვილი: ზაზა გახელაძის ქეისი წარმოადგენს მძიმე შემთხვევას, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს ამაზე მძიმე შემთხვევებიც და ყველა უკანონო პატიმრობა დასრულდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლებით

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით მუშაობდა. საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და ხუთივე შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მწვავედ იქნა დასმული ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ორივე რაუნდის განმავლობაში, ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვდა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

22 ივნისი 2021, 18:59

სპორტი

UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა

UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა. მანამდე მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა განაცხადი შეიტანა უნგრეთის ლგბტ საზოგადოების სოლიდარობის ნიშნად სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათების ნებართვის მისაღებად.

22 ივნისი 2021, 18:58

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2 152 969 შემთხვევა დადასტურდა, 52 053 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 152 969 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

22 ივნისი 2021, 18:51

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

23 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ესმა ონიანის, რონდელის, ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

22 ივნისი 2021, 18:48

პოლიტიკა

ვლადიმერ კახაძე: აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:46

მსოფლიო

ავსტრალიაში თაგვების შემოსევის გამო ციხიდან პატიმრებს გაიყვანენ🐭

ველინგტონის საკორექციო ცენტრიდან 400 პატიმარსა და 200-მდე თანამშრომელს გაიყვანენ და სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ, სანამ ციხეში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. თაგვებმა ველინგტონში ციხის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, დააზიანეს ელექტროგაყვანილობა და ჭერის პანელები.

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 18:43

COVID19

დავით სერგეენკო: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება - ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი ინფორმაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 ივნისი 2021, 18:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) შედარებითი ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ იყო ორგანიზებული.