კობა გვენეტაძე მოლდოვის ცენტრალური ბანკის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
კობა გვენეტაძე
ფოტო: ეროვნული ბანკი
4 ივნისს, მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა, დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოლდოვის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - პოსტპანდემიური ეკონომიკური გაჯანსაღება: რეალობა და პერსპექტივა - გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საერთაშორისო კონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, პოსტპანდემიურ პერიოდში, ცენტრალური ბანკები აღმოჩნდნენ. კობა გვენეტაძემ მიმოიხილა ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, გაატარა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ლიკვიდობის რისკების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ინსტრუმენტების ამოქმედება. ასევე, შემუშავდა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს კაპიტალის ბუფერების გამოყენებას. პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ სხვადასხვა გამოწვევის გამკლავების პარალელურად, ცენტრალური ბანკები მეტად ფრთხილად უნდა მიუდგნენ განხორციელებული დროებითი ღონისძიებების ეტაპობრივი მოხსნის საკითხს. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საბანკო ტექნოლოგიების უფრო მეტად განვითარებისა და სერვისების გაციფრულების მნიშვნელობაზე, რაც საბანკო მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურადაა ჩართული ისეთ პროექტებში, რომელთა დანერგვაც გააუმჯობესებს საბანკო ტექნოლოგიებს, მაგალითად, - ღია ბანკინგი, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტები.
სესიაში, რომელიც მთლიანად დაეთმო ცენტრალური ბანკების როლს პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების პროცესში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვის, რუმინეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები.
კონფერენციას, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი ბიზნესის და კომერციული ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის მხარდაჭერის, ცენტრალური ბანკებისა და ზოგადად, საბანკო სისტემის როლის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვისა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. 10 წლის წინ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მოლდოვის ეროვნული ბანკის თანამშრომლები ხშირად გადიან კონსულტაციებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებთან.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 11:58
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
12 ივლისი 2026, 11:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
12 ივლისი 2026, 11:51
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
12 ივლისი 2026, 11:48
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
12 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს
„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.


