www.imedi.ge /  07 ივნისი 2021, 12:49 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ განმარტა, იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის ლიბერალიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ დაგვიმარცხებია, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კოვიდრეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რეგიონული მიდგომის შემოღება სწორად არ მიაჩნია.

„მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რეგიონული მიდგომა იმიტომ, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილი, მაგრამ მცირე ქვეყანაა. ტურისტების ქცევა ცოტათი შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან. ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვრების გადმოლახვა, აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს და გვინდა უნიფიცირებული, ერთიანი წესი დავახვედროთ. ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც ვიმსჯელებთ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმების შესახებ. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ - საღამოს 11 საათამდე დავწიეთ შეზღუდვის დაწყება, დილით 4 საათამდე ჩამოვწიეთ. ნელ-ნელა მგონი იქითკენ მივდივართ. მაგრამ ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები, ამიტომ 1, 2, 3 კვირა ყოველთვის გვჭირდება, რომ ვითარებას დინამიკაში დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ შიგნით კარგად ვმართავთ (მდგომარეობას), მაგრამ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს - უსაფრთხოდ, მაგრამ ამას გარკვეული რისკები მაინც მოაქვს. თუმცა ლოგიკურია, რომ ამაზე შემდგომში გავაგრძელოთ მსჯელობა. 2 კვირის თავზე ალბათ დაახლოებით გამოჩნდება სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა და მერე გვექნება საშუალება ეს (ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის) საერთოდ გავაუქმოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ ეტაპზე საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 17:31

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, 2001 წელს დაბადებული თ.მ დააკავეს. შსს-სუწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, დღეს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები - 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გიორგი ვაშაძე

21 ივნისი 2021, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, რადგან ერთი და იგივე სტრატეგიით ურტყამენ კედელს თავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერთი და იგივე სტრატეგიით ურტყამს კედელს თავს.

სტეფან ლევენი

21 ივნისი 2021, 17:23

მსოფლიო

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 181-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 168 - წინააღმდეგ წავიდა.

21 ივნისი 2021, 17:19

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

„დღეს მოვისმინე კომენტარები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ დასკვნა პოზიტიურია. არის გარკვეული საკითხები, რომელიც, როგორც აღნიშნეს დეპუტატებმა, პრინციპულ თემებს არ ეხება. ამიტომ, მოდით დაველოდოთ საბოლოო მსჯელობას და ვნახოთ, რა აისახება და რა არა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

იოსებ არჩვაძე

21 ივნისი 2021, 16:57

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: ექსპორტის ასეთი დინამიკა მიღწეულია ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების რეალიზაციით

არჩვაძის განმარტებით, ეს მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკის მდგრად და დინამიურ განვითარებაზე მიუთითებს და მაგალითად მოჰყავს 2021 წლის მაისის თვის ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად გაუტოლდა 2019 წლის დონეს.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სომხეთს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

„სომხეთსა და მის მოსახლეობას წარმატებული არჩევნების ჩატარებას ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, რომ კავშირები საქართველოსა და სომხეთს შორის უფრო გაძლიერდება. მოუთმენლად ველი ახლო თანამშრომლობას“, - წერს ზალკალიანი.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 16:44

პოლიტიკა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ცესკო-ს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს შესაძლოა ადამიანი დაბულინგდეს იმისთვის, რომ მისი გვარი თანამდებობის პირის გვარს ემთხვევა, ან ნათესავი ჰყავს, ან სკოლაში ერთად უვლიათ ... რა ვქნათ ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში?

ჩვენ ბევრ ეთერში გვინახავს სენსაციური, „წყალი რომ არ გაუვა“ ინფორმაცია, რომელიც შემდგომში აღმოჩნდება ხოლმე სრული ფალსიფიკაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიას მთავრობაში ნეპოტიზმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

დავით სონღულაშვილი

21 ივნისი 2021, 16:40

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევებს იწყებს

„საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია გარკვევა, როგორ შეიძლება ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს ქვეყანამ და შესაბამისად როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომ ამით შექმნას კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, - განცხადა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ქეთი კოვზიაშვილი

21 ივნისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ქეთი კოვზიაშვილი: ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე

„სამწუხაროა, რომ არარსებულ ამბავზე, აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, სრულ ტყუილზე გიწევს იმის თქმა რომ ტყუილია, რომ ფაქტი არ მომხდარა. როგორც ჩანს შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას“, - წერს კოვზიაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

თენგიზ ცერცვაძე

21 ივნისი 2021, 16:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს მილიონი ავადმყოფი ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა. ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

სერგეი ლავროვი

21 ივნისი 2021, 16:29

მსოფლიო

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უკრაინის ნატოში ჩათრევის საკითხს განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უკრაინის ნატოში ჩათრევის საკითხს განიხილავს.

ირაკლი ზარქუა

21 ივნისი 2021, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ბატონი ვაშაძის ინიციატივა რეალობას აცდენილია და პოპულიზმით არის გაჟღენთილი

თუ პოპულიზმი არ არის, ბატონმა ვაშაძემ წარმოადგინოს ერთი ბანკი მაინც, სადაც თანახმა არიან, 15% -ში პენსიონერს 2 000 ლარამდე მისცენ, დღესვე მასთან ერთად ხელს ჩავკიდებ, წავალ, ხელშეკრულებას გავწყვეტ და იქ მივიტან, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის ინიციატივის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენსიონერს საშუალება უნდა მიეცეს, თანხის სხვა ბანკში ჩარიცხვა მოითხოვოს. მისი თქმით, ვაშაძის ინიციატივა საერთოდ აცდენილია რეალობას და პოპულიზმით არის გაჟღენთილი.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:23

საზოგადოება

ნათია თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, - ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

21 ივნისი 2021, 16:21

პოლიტიკა

„გირჩის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფად დარეგისტრირების შესახებ დამატებით კონსულტაციები გაიმართება

„პარლამენტში განსხვავებული პოლიტიკური ფორმატია, გვინდა საპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდეს მაქსიმალურად საპარლამენტო ბერკეტების ათვისების საშუალება. ისიც, რომ ოთხის ნაცვლად ორ და მეტ წევრს შეუძლია საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, ნიშნავს, რომ ჩვენი ნება იყო „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ მისცემოდათ ამის უფლება,ამ შემთხვევაში შეიძლება ვერ მოერგოს ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევას, ამიტომ მეც იმის მომხრე ვარ, რომ თუ რამე ტექნიკური ხარვეზია, ამაზე ვიმუშაოთ“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

21 ივნისი 2021, 16:18

საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილებით, სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი დგინდება

აქამდე არსებული კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.

პაატა მანჯგალაძე

21 ივნისი 2021, 16:11

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 16:09

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაგე აკოპიანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.