imedi /  11 ივნისი 2021, 15:20 / სანდო წყარო

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი

ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2021, 13:43

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა. წვდომის პრობლემება მილიონობით მომხმარებელს შეექმნა. მომხმარებლები ვერ გზავნიან და იღებენ შეტყობინებებს. კომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია შეფერხება და რამდენ მომხმარებელს შეეხო ის.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 13:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე

ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კელი დეგნანი

19 ივნისი 2021, 13:24

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მხოლოდ გასულ წელს, აშშ-მა დაახლოებით $3 მილიონი გამოყო იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა დასახმარებლად

„მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი გამოყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება მიემართება ისეთი საკითხებისკენ, როგორიცაა თავშესაფრით ;უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა და სხვა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

გირშელ ბერძული

19 ივნისი 2021, 13:05

პოლიტიკა

გირშელ ბერძულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გირშელ ბერძულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

19 ივნისი 2021, 12:49

მსოფლიო

რუსეთში, ამერიკის დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთში, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ქალი - ამერიკელი ქეთრინ სერუ გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური უწყებების ცნობით, მისი მკვლელობის ბრალდებით, რუსი კაცია დაკავებული. ქალი რუსეთში სამი წლის წინ, კალიფორნიიდან ჩავიდა და ნიჟნი ნოვგოროდში, უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

კელი დეგნანი

19 ივნისი 2021, 12:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პარლამენტმა გაუგზავნა კანონი შესაფასებლად, შესაბამისად, ვენეციის კომისიიდან მოვიდა დასკვნა, რომ კანონპროექტში გასათვალისწინებელია გარკვეული ძირითადი ასპექტები.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 12:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები

საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, მაგალითად, მოადგილესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კელი დეგნანი

19 ივნისი 2021, 12:17

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს მოაწერს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას. „ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს მოაწერს. ძალიან კარგია, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და არიან სამუშაო პროცესის ნაწილი“.

კახა კუჭავა

19 ივნისი 2021, 12:14

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვა და გათვალისწინება აუცილებელია

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა იცის, რომ დასკვნა პოზიტიურია.

19 ივნისი 2021, 12:09

მსოფლიო

საფრანგეთში უკანონო მუსიკალური წვეულების დაშლის დროს 6 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, ილი და ვილენის დეპარტამენტში უკანონო მუსიკალური წვეულების დაშლის დროს 6 ადამიანი, მათ შორის 5 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრეფექტმა, ემანუელ ბერტიემ განაცხადა.

19 ივნისი 2021, 12:07

COVID19

პალესტინამ ისრაელისგან კოვიდვაქცინის მიღებაზე უარი თქვა

პალესტინის მთავრობამ უარი თქვა ისრაელისგან, სულ მცირე, ერთი მილიონი დოზა კოვიდვაქცინის მიღებაზე. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, Pfizer-ის დაპირებულ დოზებს ვადა ივლისში ან აგვისტოში გასდიოდა, თუმცა, სინამდვილეში, მათ ვადა ივნისში გასდის.

გივი მიქანაძე

19 ივნისი 2021, 11:41

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა პოზიცია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა კონკრეტული პოზიციები. ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიხვეწა და პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, წინ გადადგმული ნაბიჯია, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

19 ივნისი 2021, 11:25

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინეს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 ივნისი 2021, 11:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საპნის ბუშტებს სენსაციებად გვასაღებენ და მეორე დღეს მათი მავნებლობა აღარავის ახსოვს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონსს ეხმიანება. „ეს რომ არ დავწერო, ვერ მოვისვენებ. გუშინ, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, სადაც უდიდეს ტყუილში ამხილეს ნოდარ მელაძე და მისი „კოლექტივი", საველე მეთაურმა დაიქადნა, დიდი გამოძიება უნდა გავიდეს ჩემს გადაცემაში პრემიერ მინისტრზეო“.

19 ივნისი 2021, 11:21

ეკონომიკა

CENN-ის ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა

საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა.

დავით თვალაბეიშვილი

19 ივნისი 2021, 11:16

ეკონომიკა

დავით თვალაბეიშვილი: რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება და გვაქვს ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესი

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება, - ასე შეაფასა ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

ვარლამ გოლეთიანი

19 ივნისი 2021, 11:14

რეგიონი

ვარლამ გოლეთიანი: ბარიკადები აღებულია, მაგრამ არცერთი სხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა

ჩვენ გვინდა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნება, სადაც კარვები დაგვირბიეს. კომპანია იქ არ გვიშვებს და ამბობს, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა. პროტესტი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე შინაარსობრივად არ წავიწევთ წინ, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

19 ივნისი 2021, 11:05

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.46%-ია

16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,46%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2,46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2,62%.

19 ივნისი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში 659 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 659 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

19 ივნისი 2021, 10:55

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4232-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 229 906 აცრა გაკეთდა.