imedi /  11 ივნისი 2021, 19:30 / სანდო წყარო

ფინანსთა მინისტრი: STOPCoV ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვებისთვის 200-ლარიან დახმარებებზე მიიმართა

STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვებისთვის 200-ლარიან დახმარებებზე მიიმართა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის ხარჯები ძირითადად, დაკავშირებულია კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობასთან, კარანტინის ორგანიზებასთან და ვაქცინის შესყიდვის ხარჯებთან. ლაშა ხუციშვილის თქმით, ჯამში ამ მიმართულებით ხარჯი 2020-2021 წლებში, შეადგენს 870 მილიონ ლარს. ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ თანხებზე, რომელიც ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებზე მიიმართა.

„მოსახლეობის სოციალური დაცვის ნაწილში ხარჯმა შეადგინა მილიარდ 338 მილიონ 400 ათასი ლარი. დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციაზე სულ დაიხარჯა 280 მილიონი ლარი და შეეხო 162 300 პირს. კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე დაიხარჯა 550 მილიონი ლარი და შეეხო მილიონ 100 ათას აბონენტს. 65 000-100 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების დახმარება - შეეხო 80 000 ოჯახს და დაიხარჯა 110 მილიონი ლარი. 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - სულ შეეხო 26 000 ოჯახს და დაიხარჯა 30 მილიონი ლარი. შშმ პირთა დახმარება - სულ შეეხო 45 000 ოჯახს და დაიხარჯა 55 მილიონი ლარი. თვითდასაქმებულთა და 2020 წლის ბოლოს გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერებული ობიექტების ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება - სულ დაიხარჯა 110 მილიონ 800 ათასი ლარი, პირველ ეტაპზე ეს იყო 248 334 პირი, ხოლო მეორე ეტაპზე 120 400 პირი. 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარება - სულ გაიცა 930 000 პირზე და დაიხარჯა 187 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს თანხა მოიცავს, ასევე, სრულად იმ თანხას, რომელიც მობილიზებული იყო STOP-CoV ფონდში, რომელზეც არაერთხელ დაისვა შეკითხვა, ანუ ამ ფონდში მობილიზებული თანხა 123 მილიონი ლარი განიკარგა სწორედ ბავშვების დახმარებისთვის, რომლებზეც ერთჯერადად გაიცა 200 ლარი. შეგახსენებთ, სულ გაიცა 930 000 ბავშვზე, ჯამურად 187 მილიონ 800 ათასი ლარი. 160 000 სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდათ - სულ 16 600 სტუდენტს, ჯამში დაიხარჯა 14 მილიონ 800 ათასი ლარი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი განცხადებით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე ჯამში დაიხარჯა მილიარდ 57 მილიონ 700 ათასი ლარი.

„საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ნაწილში - ეს არის 440 000 პირზე 540 მილიონი ლარი, ტურიზმის სექტორში საგადასახადო შეღავათები დაჯდა 95 მილიონი ლარი. საკრედიტო საგარანტიო სქემაზე მიიმართა 97 მილიონი ლარი. სასტუმროებისა და რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში დაიხარჯა 51 მილიონ 200 ათასი ლარი. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა იყო 44 მილიონი ლარი, სადაც გარანტირებულად მოხდა გარანტიების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახდენდნენ რეალიზაციას, შემდგომ სახელმწიფო შეისყიდდა ამ ფართებს. მცირე გრანტების პროგრამაში დაიხარჯა 17 მილიონ 500 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში დაიხარჯა 213 მილიონი ლარი, მათ შორის, ეს მოიცავდა რთველის პროგრამასაც. სულ საბიუჯეტო ეფექტი ამ ნაწილში იყო 3 მილიარდ 266 მილიონ 100 ათასი ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებითი პროექტები იყო კომერციული ბანკების ლიკვიდურობის ზრდა - 594 მილიონი ლარი. საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნება - მილიარდ 390 მილიონი ლარი, რაც ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით შეადგენს 5 მილიარდ 250 ათას 100 ათას ლარს.

„ამას ემატება ის დანაკლისი, რომელზეც გვქონდა საუბარი, რომ ბიუჯეტმა დანაკლისის სახით, ეკონომიკური ვარდნიდან გამომდინარე მიიღო მილიარდ 900 მილიონი ლარი და ჯამში, სულ ეს შეადგენს 7,2 მილიარდ ლარს, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ბიუჯეტის ხარჯი 2020-2021 წლებში პანდემიიდან გამომდინარე. ეს არის დეტალური ჩამონათვალი იმისა, თუ სად და რა ოდენობით დაიხარჯა მოზიდული თანხები. ამ მიმართულებით, თუ კიდევ იარსებებს დამატებითი კითხვები, რომელიმე პროგრამის ეფექტურობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სხვა რეჟიმში ჩვენ შეგვიძლია უკვე დეტალურად განმახორციელებელ სამინისტროებთან ერთად შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ თითოეულ პროგრამასთან მიმართებაში - რა ეფექტი ჰქონდა ამა თუ იმ პროგრამას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია

არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

26 თებერვალი 2026, 14:35

კულტურა

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის თავნებობა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა მიმართულებით გაცხოველებული იატაკქვეშეთი, ერთგვარი დაფარული ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან

არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს. განხორციელებულია, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის გარიგება.

26 თებერვალი 2026, 14:29

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა

„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის კომპანიების ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება

„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.

გოგა ხაინდრავა

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს.,- წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის

„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

26 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს

ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.

26 თებერვალი 2026, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

26 თებერვალი 2026, 14:04

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

26 თებერვალი 2026, 13:58

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში

ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 13:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 13:34

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.