IMEDI /  11 ივნისი 2021, 20:40 / სანდო წყარო

გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრი საგარეო ვალის გამო გააკრიტიკა

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

33 489 000 000 ლარია სახელმწიფო ვალი. ჩვენ კრიტიკულ ზღვარს გადავაჭარბეთ და საგარეო ვალი 62%-ია მშპ-სთან მიმართებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შეიძლება ხვალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ. სად ეტყობა საქართველოს, რომ აქ 25 000 000 მილიარდი ლარი დაიხარჯა“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 11:52

COVID19

თამარ გაბუნია: 184 ამცრელი ბრიგადა მუშაობს 6 დღე 8 საათიანი დატვირთვით

184 ამცრელი ბრიგადა მუშაობს 6 დღე 8 საათიანი დატვირთვით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის რომ მომდევნო თვეებში მოსახლეობის 60 %-იანი მოცვა გვქონდეს, კიდევ 195 ბრიგადა საჭირო.

თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 11:46

COVID19

თამარ გაბუნია: სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება

განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელი ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ასევე განიხილება სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირება, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

15 ივნისი 2021, 11:46

COVID19

თამარ გაბუნიამ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების დრო დაასახელა

მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

15 ივნისი 2021, 11:43

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება ხდება.

თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 11:31

COVID19

ვაქცინაციისთვის დამატებითი ადგილების შესაქმნელად, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში იმუნიზაციის ცენტრები მოეწყობა

„ივლისიდან, ვაქცინაციისთვის, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 11:31

COVID19

თამარ გაბუნია: საქართველო „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს ივნისის ბოლომდე მიიღებს

ივლისის თვიდან ჩვენ ვაქცინების საკმაო რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 11:30

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა იგეგმება

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილი და ივლიან სკოლებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

15 ივნისი 2021, 11:24

საზოგადოება

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები, თბილისის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე თეორიული, ასევე პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 11:23

საზოგადოება

მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედროების შვილებისთვის „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი გაიმართა

საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სასწავლო წლის დასრულება „ბასტი-ბუბუს” სტუდიის ბავშვებმა მიულოცეს. სტუდიის ბავშვებმა ბასტისთან, ბუბუსთან და ბაბილინასთან ერთად მხიარული განწყობის შესაქმნელად კონცერტი სამხედროების შვილებისთვის თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართეს და თანატოლებისთვის პოპულარული საბავშვო სიმღერები შეასრულეს.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნატო-ს სამიტის დეკლარაციაზე: ეს გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ ნატოს და მთლიანად მზად ვიყოთ იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ნატოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

15 ივნისი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ., რომელმაც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქალაქ ქუთაისში, ოქროს ნივთებით მოვაჭრე ერთ-ერთ ქალბატონზე გაასაღა. აგრეთვე, იგი საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

15 ივნისი 2021, 11:18

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კურსი მიმდინარეობს

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 11:17

რეგიონი

შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის მიმდებარედ, მოქალაქემ წიდის უკანონოდ მოპოვების მიზნით, სამანქანო გზა გაიყვანა. დარღვეულია მიწის დაცვის კანონმდებლობის ნორმები, ტერიტორიაზე დაზიანებულია (ამოძირკვულია) ხე-მცენარეები.

15 ივნისი 2021, 11:16

მსოფლიო

ჩინეთი ნატოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთის საფრთხის თეორიის გაზვიადება

ჩინეთი ნატოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთის საფრთხის თეორიის გაზვიადება. ამის შესახებ ევროკავშირში ჩინეთის მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ივანე ჩხაიძე

15 ივნისი 2021, 11:15

COVID19

ივანე ჩხაიძე: ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში ვაქცინების დიდი არჩევანი იქნება - მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა იმუნიზაციისთვის

ამ დროისთვის, საქართველოში, სულ 206 742 ადამიანია აცრილი. სპეციალისტების განმარტებით, არსებული ვაქცინაციის ტემპი, ზაფხულის სეზონზე, უსაფრთხო ეპიდვითარების შენარჩუნების საფუძველს ჯერ ვერ იძლევა. ივანე ჩხეიძე იმედოვნებს, რომ ივლისიდან, მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება.

15 ივნისი 2021, 11:12

საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

დღეს, 15 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

15 ივნისი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 586 თბილისში, 131 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივნისი 2021, 11:00

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

15 ივნისი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 677 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია

საქართველოში 677 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 191 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 677 მძიმე პაციენტიდან თბილისში 308 პირი მკურნალობს, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

15 ივნისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 775 პაციენტი.