IMEDI /  19 ივლისი 2021, 19:42 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეფასებაში, პრაქტიკულად, გააორმაგა 2021 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა - 7.7%, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბიუჯეტი მილიარდზე მეტით გაგვეზარდა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის შეფასებაში, პრაქტიკულად, გააორმაგა 2021 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა - 7.7%, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, უკვე წელს საკმაოდ საგრძნობლად, მილიარდზე მეტით გაგვეზარდა მიმდინარე ბიუჯეტი, რაც დამატებითი რესურსია ჩვენი სხვადასხვა პროგრამისთვის, სოციალური ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. გაჯანსაღების ტენდენციას, რომელსაც აღნიშნავს სავალუტო ფონდი, ჩვენც ყოველთვე ვხედავთ, განსაკუთრებით აპრილიდან მოყოლებული, როდესაც ეკონომიკური ზრდის იმდენად მაღალი პოზიტიური დინამიკაა თვიდან თვემდე, რომ ის აჭარბებს არამარტო 2020 წელს, არამედ 2019 წელსაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. „მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისიის“ დასრულებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. ბრიფინგში აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა და ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელმა მუსტაფა საიდმა ონლაინ მიიღეს მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მის ახალ ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს გაწეული საქმიანობისა და საქართველოს ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების დადებითი შეფასებისთვის. „ეს არის დადებითი შეფასება ჩვენი ეკონომიკური გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე რეფორმების. სწორედ ამ შეფასებას, ამ რეფორმებს, ამ ძალისხმევას ეყრდნობა სავალუტო ფონდი, როდესაც აღნიშნავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციებს, მიმდინარე პანდემიის მიუხედავად,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტი არა მხოლოდ წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 30.1 პროცენტი შეადგინა, არამედ მან 2019 წლის ივნისში, ანუ პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემს 12.5%-ით გადააჭარბა. ნათია თურნავას განცხადებით, ექსპორტის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე.

„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის მყარ არგუმენტს, რომ ნამდვილად ველოდოთ ძალიან სერიოზულ გაჯანსაღებას. ასევე სრულ თანხვედრაშია სავალუტო ფონდისა და ჩვენი ხედვა იმ რეფორმების მიმართ, რომელთაც უკვე ვახორციელებთ, ან მომავალში ვგეგმავთ. ესენია, კაპიტალის ბაზრის რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; ენერგეტიკის სექტორის რეფორმა და ბევრი სხვა ახალი მიმართულება, რომელიც შექმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ბოლოხანს ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ფონდის რელიზის თანახმად, ყოველთვიური შეფასებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2020 წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. „ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს,“ - აღნიშნულია ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 09:30

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.

01 სექტემბერი 2026, 09:22

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

01 სექტემბერი 2026, 09:18

საზოგადოება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 სექტემბერი 2026, 09:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება

ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

01 სექტემბერი 2026, 09:04

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.

01 სექტემბერი 2026, 09:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.

01 სექტემბერი 2026, 08:56

საზოგადოება

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.

ანტონ სილუანოვი

01 სექტემბერი 2026, 02:17

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

ვლადიმირ პუტინი სი ძინპინი

01 სექტემბერი 2026, 01:30

მსოფლიო

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 01:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

01 სექტემბერი 2026, 00:13

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.

01 სექტემბერი 2026, 00:06

საზოგადოება

დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო

პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.

01 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.

პიტერ მადიარი

31 აგვისტო 2026, 23:30

მსოფლიო

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

31 აგვისტო 2026, 22:42

საზოგადოება

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.

კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 22:05

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 21:57

პოლიტიკა

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.

31 აგვისტო 2026, 21:50

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.