imedi /  28 ივლისი 2017, 16:21 / სანდო წყარო

GWP პეკინის ქუჩაზე მთავარ სამუშაოებს დღეს დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,პეკინის ქუჩის, ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს დღეს, 28 ივლისს დაასრულებს.

კომპანიამ სამუშაოები, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ. სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰოდროტესტირება ჩაუტარდა.

პარალელურად, 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი მოეწყო.

პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს განათხარის დახურვა და კომპაქტირება დღეს საღამოს ჩატარდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება მოსახლეობას აღარ შეეზღუდება და ხვალიდან წყალი უწყვეტად მიეწოდება. 

კომპანია სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იან, 1.5 კმ. სიგრძის გამანაწილებელ ქსელებს სრულად შეცვლის.

სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს აგვისტოში დაასრულებს.

24  ივლისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარი სამუშაოები გერმანელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო. პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო.

კომენტარები ()