imedi /  29 ივლისი 2017, 14:28 / სანდო წყარო

თბილისის ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას საქართველოს ბანკი განაახლებს

თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აუქციონში მასთან ერთად „თი ბი სი ბანკი“ მონაწილეობდა.

გამარჯვებული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეთავაზებული საუკეთესო ფინანსური წინადადების წარდგენის მიხედვით გამოვლინდა. აუქციონის საწყისი თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა.  საბოლოოდ, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად, „საქართველოს ბანკმა“ თბილისის მერიას 22,2 მილიონი ლარი შესთავაზა. აუქციონში გამარჯვებულმა  კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს. კომპანია უზრუნველყოფს  მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროში ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით – ბარათის წამკითხველი აპარატურით აღიჭურვება. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ბილეთის ნაღდი ფულით შეძენა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც. შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით.

„საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსებში) ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას  უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის. 

„საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

ყველა სიახლე

ეკატერინი საკელაროპულუ

22 იანვარი 2020, 14:21

მსოფლიო

საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

მანამდე საკელაროპულუ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. საბერძნეთში პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიულია, პოლიტიკური ძალაუფლება კი პრემიერმინისტრს ეკუთვნის. პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

კოკა-კოლა

22 იანვარი 2020, 13:58

ეკონომიკა

„კოკა-კოლას“ ვიცეპრეზიდენტი: ვაგრძელებთ საქართველოში კაპიტალდაბანდებას

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენს შეხვდა. გოცლმენის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო მოტივატორია ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებისთვის, და კომპანია განაგრძობს კაპიტალდაბანდებას საქართველოში.

22 იანვარი 2020, 13:45

ვიდეო

მეღვინეობა ონლაინ - ტრადიციისა და ტექნოლოგიების სინთეზი

ზურაბ ჯაფარიძე

22 იანვარი 2020, 13:39

საქართველო

გირჩი მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის იმ შეხვედრებში სადაც გრიგოლ ვაშაძე იქნება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ტელეკომპანია მთავარზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ვაშაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების მიღება, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა.

ექსპორტი ევროკავშირში

22 იანვარი 2020, 13:21

ეკონომიკა

რა მოცულობის პროდუქტები გავიდა 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. მათი ცნობით, რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც. გაზრდილია და მათ შორის, რეკორდულია სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის მოცულობა.

ზაზა სარალიძე

22 იანვარი 2020, 13:17

ძალოვნები

ზაზა სარალიძე გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე: მე წლებს არ ვითვლი, მთავარია სიმართლე ითქვას

„ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი მაინტერესებს, მთავარია სიმართლე ითქვას საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დელფინი

22 იანვარი 2020, 13:09

საქართველო

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

შემთხვევა "რვაფეხას" წინ სანაპიროზე დილით მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას" ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, წელს დელფინის სანაპიროზე გამორიყვის მეექვსე შემთხვევა, გასულ წელს კი 120 ფაქტი დაფიქსირდა.

რაგბი

22 იანვარი 2020, 13:04

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს

ცოტა ხნის წინ, რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ საკუთარი კანდიდატურა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ხურციძე წლების განმავლობაში რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

რამაზ ჩინჩალაძე

22 იანვარი 2020, 13:01

ძალოვნები

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი: ვითხოვთ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას

ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, გუგა ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს ჭრილობა მიაყენა, თუმცა, წელის არეში და არასასიკვდილო.

რუსეთი პროკურატურა

22 იანვარი 2020, 12:57

მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენპროკურორად იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა. კრასნოვის კანდიდატურა საბჭოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა. მანამდე კრასნოვი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

ტოჩინოშინი

22 იანვარი 2020, 12:41

ძალოვნები

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეექვსედ დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღე ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმთან დამარცხდა. თერთმეტი ბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და 6 მარცხია. დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად გორგაძეს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.

ვასილ მაისურაძე

22 იანვარი 2020, 12:38

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ითამაშა. ის ბოლოს 20-წლამდე ნაკების მწვრთნელი იყო.

თბილისის მერია ურბანული სამსახური

22 იანვარი 2020, 12:23

საქართველო

თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მარტიდან ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აუტიზმი

22 იანვარი 2020, 12:16

საქართველო

აუტიზმის პროგრამა დამატებით 230 ბავშვს დააფინანსებს

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება.

სტეფ ბლოკი

22 იანვარი 2020, 12:14

საქართველო

სტეფ ბლოკი: ველით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფ ბლოკის განცხადებით, საქართველო უსაფრთხოების კუთხნით მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სტაბილურობის ფაქტორია არამდგრად რეგიონში ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიულობა.

22 იანვარი 2020, 12:01

ძალოვნები

პროკურორი: დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითამამშრომლა - ამის შესახებ საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ უზენაეს სასამართლოში ხორავას საქმის განხილვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 11:55

საქართველო

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

კახა კახალაძემ განაცხადა, რომ მარტიდან ახალი პროგრამა იწყება, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. მისი თქმით, წელს 180 ბენეფიციარის დაფინანსება იგეგმება, თითოეული პაციენტისთვის 24 ათასი ლარი გამოიყოფა.

პარლამენტი

22 იანვარი 2020, 11:47

საქართველო

პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.

22 იანვარი 2020, 11:41

მსოფლიო

ტრამპმა 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის შეზღუდვა გადაწყვიტა

საუბარი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის სრულ აკრძალვაზე. შეზღუდვები შესაძლოა მხოლოდ ჩინოსნებს ან გარკვეული კატეგორიის ვიზის მქონდე პირებს. ამასთან, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობა აეკრძალოთ.

მიწისძვრა

22 იანვარი 2020, 11:37

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ოზურგეთი იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.3 შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 11:24 საათზე დაფიქსირდა.