imedi /  23 სექტემბერი 2021, 13:20 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: „ვიზეართან“ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს დამატებით 4 მიმართულებით დაიწყებს

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით. ასევე, 16 დეკემბრიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი - აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

„ვიზეარის“ ახალ რეისებსა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ვიზეარის“ კომუნიკაციების დირექტორ ანდრაშ რადოსთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხარესთან ავიაკომპანია „ვიზეარის“ სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალი მიმართულებების დანიშვნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, აგრეთვე ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნებას. „ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მისასალმებელია, საქართველო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას სათავო ოფისში, ისევე როგორც ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონას, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2021, 18:26

პოლიტიკა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ბიზნეს ასოციაციისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ბიზნეს ასოციაციისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობაში კერძო ბიზნესის ჩართულობის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 18:20

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას დაზარალებულთა ფონდში მილიონ ლარამდე შეგროვდა, თანხები ამ ოჯახების საჭიროებებზე დაიხარჯება

ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ფონდში მილიონ ლარამდე შეგროვდა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების საცხოვრისის პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

ნატალია გავრილიცა

22 ოქტომბერი 2021, 18:09

მსოფლიო

ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მანამდე, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვში ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაზის შეძენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

დავით სერგეენკო

22 ოქტომბერი 2021, 17:59

პოლიტიკა

დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანურად და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოვუწოდებდი, რომ შიმშილობას თავი დაანებოს - არ მგონია, ამან არჩევნების მეორე ტურზე რაიმე გავლენა იქონიოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. მისი შეფასებით, მისი შიმშილობა არჩევნების მეორე ტურზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 10-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში ძველ ბათუმში ავარიული სახლების რეაბილიტაციას დავიწყებთ

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველ ბათუმში 20-30 ლოკაციაა, სადაც შენობებს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებათ. მისი თქმით, 10 მილიონი ლარის დაფინანსების ფარგლებში ამ შენობების რეაბილიტაცია ეტაპობრივად დაიწყება.

დავით სერგეენკო

22 ოქტომბერი 2021, 17:52

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს

ქვეყანაში ექსპრეზიდენტის ასეთი გზით შემოსვლა ყურადღებას იმსახურებს და არჩევნების წინა დღეს მისმა ჩამოსვლამ გადაწყვეტილებების მიღებაში გარკვეული დისონანსი შეიტანა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:43

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: დღეიდან დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები 630-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილოთ

დღეიდან უკვე დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები ადამიანები დავაკმაყოფილოთ. ეს იქნება 630-ზე მეტი ოჯახი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ავარიულ სახლებზე: დღეიდან ყველა შესაბამისმა უწყებამ მიიღო დავალება და არსებული ფონდით უკვე 600 ოჯახს დასრულებულ, გარემონტებულ ბინას შევთავაზებთ

„არსებული ავარიული სახლებიდან 99%-ის რეაბილიტაცია ან მათი გამაგრებითი სამუშაოები შეუძლებელია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომები იქნება ისე, როგორც ეს ესაჭიროება ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2021, 17:37

COVID19

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

22 ოქტომბერი 2021, 17:33

კულტურა

არემჯის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

თურმანი - ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს აერთიანებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 2025 წლისთვის ავარიული სახლების პრობლემა ბათუმში სრულად უნდა აღმოვფხვრათ

უკვე რამდენიმე წელია, რაც დავიწყეთ ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის პრობლემის მოგვარება. თუმცა ეს იყო ლოკალური, მუნიციპალური პროგრამა. ავარიული სახლების რაოდენობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ პროგრამას მიეცეს სამთავრობო პროგრამის სახე შესაბამისი დაფინანსებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ფლორანს პარლი

22 ოქტომბერი 2021, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს

უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან ქარუმიძე

22 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: ათენში ვიზიტისას, პარტნიორებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები გავაცანით

ათენში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ „ქრონიკასთან“ ვიზიტის შედეგები შეაფასა. „სრულდება ვიზიტი საბერძნეთში. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. ათენში გამართულ შეხვედრებზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა ქარუმიძემ.

მიხეილ დუნდუა

22 ოქტომბერი 2021, 17:13

ეკონომიკა

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შეფასებისას, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ინდექსში.

22 ოქტომბერი 2021, 17:05

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა. ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 ოქტომბერი 2021, 16:58

სპორტი

ლუკა კურტანიძე, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის, საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, რომელიც, საბერძნეთში, ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის, სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ლუტრაკში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 ოქტომბერი 2021, 16:51

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

22 ოქტომბერი 2021, 16:46

რეგიონი

National Geographic Traveller აჭარაზე: აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

22 ოქტომბერი 2021, 16:44

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

22 ოქტომბერი 2021, 16:39

ეკონომიკა

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.