imedi /  01 აგვისტო 2017, 13:35 / სანდო წყარო

ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდა

ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. შესაბამისი ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე ამერიკული კომპანიის ვიცეპრეზიდენტი, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებთან ერთად, საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს ეკონომიკური პარტნიორობა და საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს.

"ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად", - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტი სტრატეგიული ტერმინალის ოპერატორია და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

კომენტარები ()