გიორგი ცუცქირიძე: მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე მიანიშნებს
ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
მიმდინარე წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც გასულ პანდემიურ პერიოდში მიუხედავად წლის მეორე კვარტალში მძიმე „ლოკდაუნის“ შედეგად 13-პროცენტიანი ვარდნისა, ეკონომიკა გახსნილი იყო და ყველაზე დაბალი, 0.7-პროცენტიანი ვარდნის მაჩვენებელი გვქონდა, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც „საქსტატის“ მიერ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემს თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოეხმაურა.
„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8. პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 22.3%-ით აღემატება 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე. ამის კიდევ ერთი ილუსტრირებაა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის 24-პროცენტიანი ზრდა, რაც 2,981.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო 9%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა და 10,009.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 4.9 პროცენტით აღემატება.
„რაც მთავარია, თუ გასულ წლებში სასაქონლო ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა, დღეს ექსპორტის სტრუქტურაში სულ უფრო იზრდება ადგილობრივი ექსპორტის პროცენტული წილიც, რაც 74 პროცენტს შეადგენს. კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებული მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4,047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი 20.9 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.
ექსპორტის ზრდის დინამიკაში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, ასევე, დადებითად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე, რაც გარდა სავალუტო კურსზე დადებითი ზეგავლენისა (უფრო მეტი უცხოური ვალუტა რჩება ქვეყანაში), რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, პოზიტიური ასახვა პოვა ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადასინჯვით. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკის მიერ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე გადასინჯვა, ბოლო ორ თვეში წამყვანი სარეიტინგო კომპანიების (Fitch, S&P და Moody’s) მხრიდან ასევე გაზრდილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ფონზე, ქმნის რა პოზიტიურ მოლოდინებს, საინვესტიციო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.
16 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი
ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.
16 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.
16 აპრილი 2026, 20:28
საზოგადოება
ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის
გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.
16 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.
16 აპრილი 2026, 20:19
საზოგადოება
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.
16 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.
16 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
16 აპრილი 2026, 19:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.
16 აპრილი 2026, 19:48
მსოფლიო
სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.
16 აპრილი 2026, 19:22
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 19:20
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.
16 აპრილი 2026, 19:16
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


