ოთარ ანგურიძე: მიუხედავად იმისა, რომ COVID-ის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია, საქართველოს ეკონომიკისთვის 2021 წელი საკმაოდ პოზიტიურად სრულდება
ფოტო: არქივი
მიუხედავად იმისა, რომ COVID-ის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია, საქართველოს ეკონომიკისთვის 2021 წელი საკმაოდ პოზიტიურად სრულდება, - წერს სოციალურ ქსელში თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე, რომელიც მიმდინარე წელს გაზრდილ ეკონომიკურ პროგნოზს და 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებს ეხმაურება
“საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პირველი 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 11.3% შეადგინა, რამაც კიდეც უფრო დამაჯერებელი გახადა მოლოდინები, რომ 2021 წელს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ორნიშნა მაჩვენებელზე გავალთ.
როგორც დღეს მთავრობის სხდომისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა 10%-მდე, ნაცვლად წინა 9.5%-ისა. 2022 წლისათვის - 6%, ხოლო 2022-2025 წლებში - 5,5% განისაზღვრა. რამაც, ხელი შეუწყო ნომინალში GDP-ს ზრდასაც და საპროგნოზოდ განისაზღვრა 58,7 მლრდ ლარი, ნაცვლად, 58,4 მლრდ ლარისა. 2022 წლისათვის 65 მლრდ ლარით და მოსახლეობის ერთ სულზე პირველად გადასცდება 5500 აშშ დოლარს. ხოლო 2025 წელი 83 მლრდ ლარის საპროგნოზო მაჩვენებლებით განისაზღვრა”, - წერს ოთარ ანგურიძე.
მას მაგალითად ასევე მოჰყავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზები მსოფლიოს მასშტაბით.
“IMF-ს მიმდინარე პროგნოზით მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 5.9%, რომელიც ივლისის პროგნოზის შემდეგ შეამცირა 0.1%-ით. 2022 წლისათვის კი ვარაუდობს 4.9%-ს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს 5,6% ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან, ხოლო OECD-ს მიერ გამოქვეყნებული შეფასებების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდას 5.7%-ს პროგნოზირებს, დიდი ოცეულის ქვეყნების შემთხვევაში კი, 6.1%-ს. მათივე შეფასებით, არცერთ მათ წევრ ქვეყანას არ ექნება მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა ჩინეთი (8,5%), თურქეთი (8,4%), არგენტინა (7.6%), ესპანეთი (6,8%), გაერთიანებული სამეფო (6,7%)“, - წერს ექსპერტი.
ოთარ ანგურიძე ასევე ეხება 2022 ბიუჯეტის პარამეტრებს, მათ შორის, კაპიტალურ ხარჯებს.
„ბიუჯეტი გადამუშავებულ ვარიანტში გაზრდილია ასევე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიც, რამაც ნომინალში შეადგინა 15,4 მლრდ ლარი. რაც წინა ვერსიასთან შედარებით 218 მლნ ლარით არის გაზრდილი. ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ მიუხედავად პანდემიისა და კრიზისული ნიშნებისა, ქვეყანაში არ შემცირებულა კაპიტალური ხარჯები და რიგ შემთხვევებში გაიზარდა კიდეც. რამაც ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის საიმედოობას, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ანგარიში, რაც შედეგია თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და სწორი პოსტკრიზისული ქმედებებისა”, - წერს ოთარ ანგურიძე საკუთარ ფბ-გვერდზე.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 13:07
საზოგადოება
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
13 სექტემბერი 2026, 12:43
მსოფლიო
Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა
გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, - იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.
13 სექტემბერი 2026, 11:52
რეგიონი
გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
13 სექტემბერი 2026, 11:47
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
13 სექტემბერი 2026, 11:39
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.
13 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.
13 სექტემბერი 2026, 11:19
მსოფლიო
შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა
უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.
13 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენ
წინასწარ გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც შტატები მოითხოვდა.
13 სექტემბერი 2026, 11:09
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან
„ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან“, - განაცხადა პეზეშკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუსიტებს საკუთარი პრობლემები აქვთ, ხოლო რეგიონული ჯგუფები მათ წინააღმდეგ მიმართული იერიშების საპასუხოდ მოქმედებენ.
13 სექტემბერი 2026, 10:52
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
13 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, უნგრეთში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდება
„ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ სისტემას შევცვლით: ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მინისტრი ან პოლიტიკოსი კი არა, პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული ბავშვი შეძლებს გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.
13 სექტემბერი 2026, 10:49
ეკონომიკა
ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება
მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
13 სექტემბერი 2026, 10:39
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან
„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.
13 სექტემბერი 2026, 10:35
ჯანდაცვა
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
13 სექტემბერი 2026, 10:35
კულტურა
ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა
ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.
13 სექტემბერი 2026, 10:21
კულტურა
6-წლიანი პაუზის შემდეგ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა
2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.
13 სექტემბერი 2026, 10:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 სექტემბერი 2026, 09:01
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია


