ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდაა დაგეგმილი
ლაშა ხუციშვილი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
„2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და დეტალურად ისაუბრა იმ არგუმენტებზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
როგორც მან აღნიშნა, საჯარო სექტორში ხელფასების მოწესრიგების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია.
„ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას. შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75%-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, 2019-2020 წლებში ძირითადად გაიზარდა ჯარის, პოლიციისა და მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში ზრდა თითქმის არ ყოფილა.
„თუ ჯარის, პოლიციისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდის ეფექტს გამოვაკლებთ, 2020 წელს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 71%-ია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პროპორციის პირობებში შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუარესდება საჯარო მომსახურების სერვისების ხარისხიც. ასევე, შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, რაც რა თქმა უნდა, არასაკმარისია, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის მოძიება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან განაცხადა, ხელფასების მოწესრიგება მომავალ წლებშიც პრობლემური იქნება, რისი გათვალისწინებითაც, წარმოდგენილ ბიუჯეტში განსაზღვრულია მთავრობის დავალება, რომელიც გულისხმობს, რომ მომდევნო წლის პირველ ივლისამდე უნდა ჩამოყალიბდეს ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იყოს მოწესრიგებული.
„მსგავსი რეგულაციის შემოღება იქნება გარანტია იმისა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური განვითარების პროპორციულად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას
დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.
15 აპრილი 2026, 13:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
15 აპრილი 2026, 13:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად
რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.
15 აპრილი 2026, 13:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
„ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს.
15 აპრილი 2026, 13:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის
9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.
15 აპრილი 2026, 13:39
მსოფლიო
ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.
15 აპრილი 2026, 13:24
საზოგადოება
გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.
15 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 13:07
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 13:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აშშ-ში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 13:04
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.
15 აპრილი 2026, 13:04
ტაბლოიდი
58 წლის პარიზელმა ინჟინერმა ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო
პარიზელმა ინჟინერმა საქველმოქმედო ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო. მოგების ნაწილი, რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობით, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს გადაეცემა. ხელოვნებით გატაცებულმა არი ხოდარამ ლატარიის ბილეთში 100 ევრო გადაიხადა, მოგებული ნახატის ღირებულება კი მილიონ ევროს აღემატება. სულ 120 000 ბილეთი გაიყიდა.
15 აპრილი 2026, 13:03
მსოფლიო
ზელენსკი: Patriot-ის რაკეტების ისეთ დეფიციტს განვიცდით, რომ უარესი წარმოუდგენელია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტების ისეთ დეფიციტს განიცდის, რომ უარესი წარმოუდგენელია.
15 აპრილი 2026, 12:44
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
15 აპრილი 2026, 12:26
მსოფლიო
ტრამპი პეტერ მადიარზე: ის კარგი კაცია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი კარგი კაცია.
15 აპრილი 2026, 11:52
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“.
15 აპრილი 2026, 11:51
საზოგადოება
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
15 აპრილი 2026, 11:44
რეგიონი
საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 11:40
საზოგადოება
სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
15 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
მედია: ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.


