MVNO ასოციაცია: MVNO-ების შექმნა ხვალინდელი დღეა და ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება
ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაციის წევრმა და კომპანია GNC-ის დირექტორმა გიორგი შამუგიამ საქართველოში MVNO-ს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში MVNO ოპერატორების განვითარება პარტნიორობაზე და ქსელის ოპერატორებსა და MVNO მსურველებს შორის სწორ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
გიორგი შამუგიას თქმით, თითქმის ერთი წელია, MVNO მსურველი კომპანიები და ასოციაცია სამივე დიდ ოპერატორთან ცდილობს მოლაპარაკებას. მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკება დროში გაჭიანურდა. ამასთან, შამუგიას თქმით, ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ორი დიდ კომპანიასთან ჯერ ისევ პროცესის დასაწყისში არიან, ხოლო კომპანია „მაგთიკომთან“ უკვე იპოვეს გადაკვეთის წერტილები. შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ორივე მხარე სარგებელს მიიღებს.
„MVNO, აუცილებლად, კონკრეტულ ნიშას უნდა ემსახურებოდეს, კონკრეტულ სეგმენტს უნდა სთავაზობდეს სერვისს და უგვარებდეს მათ არსებულ პრობლემებს, MVNO-ებისთვის ბევრი ნიშა არსებობს, რომელიც არ არის ათვისებული დიდი კომპანიების მიერ და სწორედ ეს აუთვისებელი მიმართულებები უნდა განავითაროს ვირტუალურმა ოპერატორებმა. უნდა მოერგოს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს ან სფეროს, მაგალითად ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და შეიძლება ტურისტებზე გათვლილი MVNO იყოს ძალიან საჭირო და ეფექტური“,- განაცხადა გიორგი შამუგიამ.
კომპანია „ინექსფონის“ დირექტორი და MVNO ასოციაციის წევრი რატი ახვლედიანი იზიარებს მისი კოლეგის მოსაზრებას, ახვლედიანი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ „მაგთიკომთან“ წარმატებული მოლაპარაკება მაგალითი იქნება ბაზარზე არსებული ორი დიდი კომპანიისთვისაც, რომლებიც ერთი წელია მოლაპარაკების პროცესში არ ერთვებიან.
„დიდი ოპერატორები ორიენტირებული არიან ფართო აუდიტორიაზე, რასაც საქართველოში სამივე დიდი ოპერატორი ისედაც კარგად მართავს და ახერხებს. MVNO ოპერატორები კონკრეტული სეგმენტისთვის მორგებულ პროდუქტებს ქმნიან და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ნიშების სრულად ათვისება, დიდი ოპერატორები ვერ შეძლებენ, რომ ყველა პატარა ნიშა აითვისონ რადგან მათი პროდუქტი ვერ გაითვალისწინებს ცალკე ვიწრო ინტერესს და ეს არც არის მათი ამოცანა. მე ძალიან მკაფიოდ ვხედავ, რომ MVNO შექმნა ხვალინდელი დღეა და ჩვენ ქვეყანას ძალიან ჭირდება“,- განაცხადა რატი ახვლედიანმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „მაგთიკომის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ დავითაშვილმა. მისი განცხადებით, „მაგთიკომი“ ჩართულია MVNO მსურველებთან მოლაპარაკებებში, თუმცა, დასძენს, რომ მისი კომპანია სავალდებულო დაშვების წინააღმდეგია.
„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, რომელსაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთობლიობაში გათვალისწინებული და ისე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი და პრობლემური საკითხი MVNO-ს მიმართულებით არსებული სავალდებულო დაშვების რეგულაციაა. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაჟღერებული, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლოთ, ოღონდ პარტნიორული წესით, კომერციულ საწყისებზე და არა დაძალებული წესით. ჩვენ ვართ ღია და მზად ვართ ნებისმიერ პოტენციურ Mvno-თან თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ დავითაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე გამართულ დისკუსიაში კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა, რომ კომისია კიდევ ერთხელ მიესალმება მაგთიკომის მიერ გაცხადებულ მზაობას მობილური ვირტუალური ოპერატორის დაშვებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ ადასტურებს კომისიის მიერ ადრე გაცხადებულ პოზიციას. კერძოდ, თუ მოხდება კომერციულ საწყისებზე მსურველი ვირტუალური ოპერატორების დაშვება და ვირტუალური ოპერატორები შეძლებენ ოპერირებას ურთიერთხელსაყრელ პირობებში, რაც კომისიის გადაწყვეტილებების მთავარი მოტივაცია იყო, კომისია მზადაა გადაიხედოს წინასწარი რეგულიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება რომელიც დღეისთვის გადავადებულია სწორედ ამავე მიზეზით - რათა მხარეებს მიეცეთ დრო მოილაპარაკონ ურთიერთხელსაყრელ დაშვების პირობებზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბაზარზე იყო შეფერხებები და დაბრკოლებები კომისიამ სიღრმისეული კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღო სავალდებულო დაშვების რეგულაცია. თუმცა ისევ ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე სავალდებულო დაშვების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, შესაბამისად მხარეებს აქვთ საკმარისი დრო, რომ კომერციულ საწყისებზე მოილაპარაკონ და მოხდეს ქართულ ბაზარზე MVNO დაშვება. შესაბამისად თუ დავინახეთ, რომ ორმხრივი ინტერესი სახეზეა და მოლაპარაკებების გზით მოხდება დაშვება, სავალდებულო რეგულაცია საჭირო აღარ იქნება“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
კომუნიკაციების კომისიის წევრის განცხადებით, MVNO სავალდებულო დაშვების რეგულაცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დღესაც არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვთ.
„არსებობს ჩვენთან ახლოს მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე ორჯერ დიდი ტელეკომ სექტორი აქვთ, აქედანაც ჩანს, რომ ტელეკომ ბაზარი ჩვენთან სრულად არ არის ათვისებული და ვირტუალურ ოპერატორებს დიდი პოტენციალი აქვთ. ჩვენმა ევროპელმა ექსპერტმაც დაადასტურა, რომ მთავარი და მნიშვნელოვანი არის კონკრეტული ნიშების ათვისება, რაც არ იწვევს ბაზრის კანიბალიზაციას, არამედ პირიქით ზრდის ბაზარს, ნიშების ათვისება უკან ბრუნდება ქსელურ ოპერატორთანა. ერთი რაც მნიშვნელოვანია და გაჟღერდა „მაგთიკომის“ წარმომადგენლებისგან, რომ ისინი მზად არიან კომერციულ საწყისებზე გააგრძელონ მოლაპარაკებები, ეს პოზიტიური ინდიკატორია ჩვენთვის როგორც მარეგულირებლისთვის. მთავარია სწორი ბიზნეს მოდელის მოფიქრება და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ამიტომ ყველა მხარეს მოვუწოდებ გააკეთონ თავისი მაქსიმუმი“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
აღნიშნული განცხადებები ინტერნეტმმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმზე გაკეთდა, სადაც პანელზე - „მობილური ვირტუალური ოპერატორების დაბრკოლებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ფართო დისკუსია გაიმართა. პანელი, რომელიც MVNO ოპერატორების დაშვების საკითხს მიეძღვნა, მონაწილეობა ევროკავშირის ექსპერტმა ალან რასმუსენმა, მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაცის წევრებმა, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ქსელურმა ოპერატორმა და კომუნიკაციებს კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მხარეები MVNO შესახებ თითქმის საათნახევრის განმავლობაში მსჯელობდნენ და ყველა მნიშვნელოვანი საკითზე გაცვალეს მოსაზრებები.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-ს გადააჭარბა გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სტიქიის ზონაში სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:50
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 110 %-ით არის გაზრდილი
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
02 სექტემბერი 2026, 10:47
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით
მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 10:42
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 93 მოქალაქე.
02 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:26
თავდაცვა
სუს-ისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:12
მსოფლიო
აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.
02 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”
02 სექტემბერი 2026, 09:22
სპორტი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა
ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.
02 სექტემბერი 2026, 09:19
რეგიონი
ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო
ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 09:16
საზოგადოება
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.
02 სექტემბერი 2026, 09:14
თავდაცვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
02 სექტემბერი 2026, 09:08
პოლიტიკა
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
02 სექტემბერი 2026, 09:03
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
02 სექტემბერი 2026, 08:58
საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა
გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
02 სექტემბერი 2026, 01:20
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:16
მსოფლიო
პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ
რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


