11 დეკემბერი 2021, 19:59 / სანდო წყარო

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა გაიმართა

გენადი არველაძე

გენადი არველაძე

საქართველოს თავმჯდომარეობით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები.

„კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი.

შეხვედრაზე აღნიშნა რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე, რომელშიც ვაჭრობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. DCFTA-ით საქართველოს საკმაოდ ამბიციური ვალდებულებები აქვს აღებული და დიდი ძალისხმევაა მიმართული მათი განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე და თავის მხრივ ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა დახმარების პროგრამებით. ევროკომისიამ შეხვედრაზე კვლავ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უახლოეს პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირი-თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ძალაში შესვლა; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების პროცესის I ფაზის დასრულების მიზნით განხორციელებული რეფორმების ევროკავშირის მიერ დადებითად შეფასება; ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით სამუშაოები და სხვა.

ევროკავშირი პოზიტიურად გამოეხმაურა საქართველოს მიერ DCFTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით საქართველოს პროგრესს სანიტარიული და ფიტოსანიტარიულ, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟო და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთო ჯამში, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 2027 წლისთვის DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საბაჟო სფეროში დაახლოებული კანონმდებლობის აღსრულების პროგრესთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ აღნიშნა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების (AEO) პროგრამის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი სამუშაოები AEO-ების ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით უახლოეს მომავალში გამოიღებს შედეგს.

ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ს განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში. მიუხედავად ამისა, COVID-19 ის პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრა ბოლო 2 წელია, ონლაინ რეჟიმში იმართება“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2026, 00:45

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი

06 ივნისი 2026, 00:22

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი უნდა იყოს და იქნებოდა კიდეც, ევროპის ელიტის ბოლო რამდენიმე თაობას თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტთა მასობრივი ნაკადის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია რომ შეენარჩუნებინა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში ჰენრი ნოვაკის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარს დასავლური ცივილიზაციის კრიზისს უკავშირებს.

05 ივნისი 2026, 22:42

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფრიდრიხ მერცი

05 ივნისი 2026, 22:39

მსოფლიო

მერცი: სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ღიაა, თუმცა სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია

სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

05 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.

პროკურატურა ღამით

05 ივნისი 2026, 22:24

სამართალი

პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 22:17

მსოფლიო

ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები - ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.

05 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია COSAP-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.

05 ივნისი 2026, 21:58

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 ივნისი 2026, 21:53

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინის მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ომს ირჩევს

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 21:43

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

05 ივნისი 2026, 21:32

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

მეფე ჩარლზ III ილია დარჩიაშვილი

05 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

05 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

ქრონიკის კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

05 ივნისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.

ვლადიმირ პუტინი

05 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.

05 ივნისი 2026, 20:53

ეკონომიკა

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა - რა საკითხები განიხილეს დისკუსიებსა და თემატურ სესიებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა. მას ოცი ქვეყნის ათასამდე სტუმარი, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.

05 ივნისი 2026, 20:46

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე ქვეყნების რაოდენობა რეკორდულად მცირე, 8 იყო. დოკუმენტი საქართველოსთან ერთად 68-ა ქვეყანამ დააინიცირა.

05 ივნისი 2026, 20:42

მსოფლიო

ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება

ევროკომისია მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.