imedi /  09 აგვისტო 2017, 19:02 / სანდო წყარო

GWP: წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება თბილისის 40 ქუჩაზე მიმდინარეობს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, კომპანიის მართვაში არსებული ქსელის უმეტესი ნაწილი შეცვლა-განახლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანიამ 2016 წელს 44.3 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2017 წელს 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

GWP-ის განცხადებით, ამ სამუშაოების ფარგლებში მოძველებული, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუტურული ელემენტები - ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც შემდგომში სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

2017 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში უკვე 104 ქუჩაზე ჩატარდა ქსელის სრული რეაბილიტაცია. ამ მომენტში 40 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. 

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კომპანია წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ - აღდგენით სამუშაოებსაც აწარმოებს.

კომენტარები ()