იოსებ არჩვაძე: ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა, რომლის მოცულობა იანვარ-ნოემბერში 28.7%-ით, ხოლო მხოლოდ ნოემბერში - 44.1 პროცენტით გაიზარდა
იოსებ არჩვაძე
ფოტო: არქივი
2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ამით დაადასტურა და გაამყარა ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი და შეუქცევადი პოზიტიური პროცესები. კერძოდ, ექსპორტის მოცულობამ რეკორდი (429.8 მლნ. აშშ დოლარი) დააფიქსირა და წინა წლის ნოემბრის დონეს 42.7%-ით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ნოემბრისას - 23.6%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ექსპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (ზრდა იანვართან შედარებით - 91.5%-ით), ხოლო წინა ათი თვის (იანვარ-ოქტომბრის) საშუალო თვიურ მაჩვენებელს 26.7%-ით გადააჭარბა, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა (წილი მთლიან ექსპორტში - 73.5%), რომლის მოცულობა იანვარ-ნოემბერში 28.7%-ით, ხოლო მხოლოდ ნოემბერში - 44.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 325.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელი პერიოდის - 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს. მისი თქმით, სერიოზული პროგრესი შეინიშნება იმპორტის დინამიკაშიც, რომლის მოცულობამ ნოემბერში, თვის მიხედვით, პირველად გადალახა მილიარდიანი ზღვარი და 1014.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა ნოემბერში წინა წლის დონეს 40.6%-ით, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს - 23.9%-ით გადააჭარბა. ამასთან, იმპორტის ასეთი საგრძნობი ზრდა, ქვეყანაში სამეწარმეო აქტიურობის გაუმჯობესებასთან ერთად განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციული და მასშტაბური მოცულობის საიმპორტო პროდუქციაზე ფასების საგრძნობი ზრდით (წინა წელთან შედარებით ნავთობპროდუქტები გაძვირდა დაახლოებით 1.6-ჯერ, სურსათი, სახეობების მიხედვით კი - 1.3-1.6-ჯერ).
აღსანიშნავია, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ ნოემბერში 42.4% შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბრის დონეს 0.7 პუნქტით აღემატება (2020 წ. ნოემბერში - 41.7%). ასევე ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პარალელურად, საგრძნობლად მაღალი, ორნიშნა ტემპებით იზრდებოდა რეექსპორტის მოცულობაც. – 2021 წლის იანვარ-ნოემბერში მისმა მოცულობამ 1013.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დონეს 21.6%-ით აჭარბებს.
ნოემბრის სავაჭრო ბრუნვამ 1443.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც აღემატება: გასული, 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებელს - 41.2%-ით, პანდემიამდელი, 2019 წლის დონეს - 23.8%-ით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს - 27.2%-ით.
2021 წლის იანვარ-ნოემბრის ექსპორტის მოცულობა (3822.3 მლნ. აშშ დოლარი) აღემატებოდა: წინა, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მოცულობას - 26.7%-ით და პანდემიამდელი, 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - 12.3%-ით. ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი უსწრებდა იმპორტის ზრდის (+24.6%) მაჩვენებელს, რის შედეგად ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა და 42.4% შეადგინა (2020 წლის იანვარ-ნოემბერში - 42.0%).
ადგილობრივი ექსპორტის თითქმის ნახევარი (46.8%) საქართველოს სამ ძირითად სავაჭრო პარტნიორზე (ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი) მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა (+38.6%) მნიშვნელოვნად აღემატებოდა როგორც ადგილობრივი ექსპორტის (28.7%), ისე მთლიანი ექსპორტის (+26.7%) ზრდას, რის საფუძველზეც ამ ქვეყნებთან ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა და 42.4% შეადგინა, რაც 4.7 პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2020 წ. იანვარ-ნოემბერში - 37.7%).
„საგარეო ვაჭრობის (პირველ რიგში, ექსპორტის) ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უსწრებენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამეწარმეო სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებს, რაც ცალსახად მიანიშნებს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული კურსის სისწორესა და აღნიშნულის საფუძველზე მიღწეულ შედეგებზე - წარმატებულ საგარეო სავაჭრო ექსპანსიასა და ქართული ბიზნეს-სექტორის მსოფლიო ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.
16 აპრილი 2026, 14:54
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
16 აპრილი 2026, 14:53
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
16 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: „სტარბაქსი“ უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად
„სტარბაქს“-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:47
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები გარედან ფინანსდება
„ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:44
პოლიტიკა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს
ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან
ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
16 აპრილი 2026, 14:38
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.
16 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება
ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
16 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების საიტზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე: ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი
„ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც გერმანიას აქვს ამბიცია, რომ ის არის გერმანული მმართველობის სვეტი, ასეთი ტიპის ქმედება არის პირდაპირი განაცხადი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ველოდებით. არაერთხელ გვქონდა მოწოდება, რომ გამოსწორებულიყო ეს ე.წ. ტექნიკური შეცდომა, თუმცა [გერმანიის საგარეო უწყებისთვის მიცემული] ოთხკვირიანი ვადაც ამოიწურა“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
16 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება ნგრევას არქმევს
დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:26
რეგიონი
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრარული მიმართულების ინსტიტუტის Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციამ იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ, რათა ტრენინგები გაიარონ
ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ - ეს მცდელობები მათ ყოველთვის ჩაუფლავდებათ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
„თვითონ რადიკალებს რაც შეეხებათ, არაფერი უშველით. ბატონი აკერმანი ატრენინგებდა, მერე იყო მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც გზამკვლევი ჩამოუწერა და გადასცა, თუ როგორ უნდა აერიათ საქართველოში ვითარება. ახლა ახალი ბატონი გამოჩნდა მათთვის. რა თქმა უნდა, მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, მოიგონეს აბასთუმნის თავზე ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტაო, არადა საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნით
გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად - აგენტურულ „მედიას" სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:03
მსოფლიო
The Times: ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ბრიტანეთში, შესაძლოა, სურსათის დეფიციტი შეიქმნას
დიდი ბრიტანეთი ირანთან ომის შედეგების ფონზე სურსათის დეფიციტისთვის ემზადება. სტატიას ამ შინაარსით The Times-ი ავრცელებს.


