კახა ბექაური: MVNO ზრდის კონკურენციას, ხარისხს, და ტელეკომ სექტორის წილს ეკონომიკაში
კახა ბექაური
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას მობილური და ფიქსირებული ბაზრის გახსნის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
„კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა მობილური მომსახურების ბაზრის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მობილური მომსახურების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და არსებობს შესვლის მაღალი ბარიერები. აღნიშნული კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ MVNO ოპერატორების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, კომპანია Strategy Analytics-მა OECD-ის ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით ჩაატარა მობილური საცალო მომსახურებების ტარიფების კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ფასები მოთხოვნად შერეულ მომსახურებებზე OECD ქვეყნებთან შედარებით საშუალოზე მაღალია,- განაცხადა კახა ბექაურმა.
მისივე განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება ორმა დიდმა ოპერატორმა გააკრიტიკა და ალტერნატიული საერთაშორისო კომპანიების კვლევა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც ქართული ბაზარი არ საჭიროებდა რეგულაციებს.
„კომისიამ ალტერნატიული დასკვნების შემდეგ, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია „Ernst & Young“-ს დამატებითი კვლევა დაუკვეთა, „Ernst & Young“ის დასკვნაში ნათლად გამოჩნდა, რომ კომისიის როგოც კვლევის შედეგები, ასევე mvno რეგულაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბაზრის გამოწვევების ადეკვატური იყო“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ MVNO რეგულირება დღესაც სავალდებულოა ნორვეგიაში. მანვე პარლამენტარებს მსოფლიოში ვირტუალური ოპერატორების რაოდენობის და ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არსებობს, MVNO-ების საბაზრო წილი 63,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის 7,5%-ია. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონიან სააბონენტო ბაზას მიაღწევს. 2025 წლისთვის კი შემოსავლები წლიურად საშუალოდ 7,3%-ით გაიზრდება და 89,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ MVNO ზრდის კონკურენციას და ხარისხს, ხელს უწყობს აუთვისებელი სეგმენტებისთვის მორგებული მომსახურებების შემოტანას, ზრდის ტელეკომ სექტორის წილს ეკონომიკაში და ამასთან საფრთხეს არ უქმნის ქსელის ოპერატორებს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ჯერ არ არის ამოქმედებული და ის 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მისივე განცხადებით, კომისია დაკვირვების პროცესშია და თუ კონკურენციის შეზღუდვას ექნება ადგილი, იმოქმედებს კონკურენციის შესახებ კანონით.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 19:40
მსოფლიო
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 19:26
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.
14 ივლისი 2026, 19:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის
ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 19:06
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 18:47
მსოფლიო
ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.
14 ივლისი 2026, 18:40
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
14 ივლისი 2026, 18:31
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება
საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
14 ივლისი 2026, 18:28
მსოფლიო
პოლონეთის პარლამენტის წევრი: ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თუ მის დროშებზე OUN-UPA-ს დამნაშავეების კულტი იქნება - სწორედ ამიტომ წარვადგინე სეიმში რეზოლუციის პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
პოლონეთის პარლამენტის წევრმა (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) და განათლების ყოფილმა მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნით სეიმში სპეციალური რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
14 ივლისი 2026, 18:26
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: თელავში ერთი თვის განმავლობაში რაც მოდის ნალექი, იმ რაოდენობის დაახლოებით 85% მოვიდა ძალიან მოკლე პერიოდში - ინფრასტრუქტურულმა საპრევენციო დამცავმა ნაგებობამ თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა და ამ ღვარცოფული მასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეაკავა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობენ ამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თელავში 12 ივლისის ღამეს განვითარებული სტიქიის შესახებ საუბრისას.
14 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად
ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: დგანან და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში" ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა , სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.
14 ივლისი 2026, 17:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 ივლისი 2026, 17:46
კულტურა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
14 ივლისი 2026, 17:42
საზოგადოება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.
14 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან
ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.


