04 თებერვალი 2022, 14:55 / სანდო წყარო

ეროვნული ვალუტა გამყარდა

ეროვნული ვალუტა გამყარდა. „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზეც დოლარი 2,98 თეთრი ღირს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მაქსიმალური კურსი 2021 წლის 28 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარი 3 ლარსა და 46 თეთრად იყიდებოდა.

„წლის დასაწყისიდან, როცა პრემიერი ღარიბაშვილის მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკის გახსნაზე, ეს გამყარებაც იმის შედეგია. იმიტომ, რომ გამყარება არის თანმდევი მაღალი ზრდისა, რომელიც წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჩვენ ვიცით, რომ გვქონდა არათუ რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური, ორნიშნა ყველაზე მაღალი ზრდა, ირლანდიის შემდეგ. გამყარების ფაქტორები, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ძალიან მაღალი ექსპორტის ზრდა, სარეკორდო. ადგილობრივი ექსპორტი პირველად გადაცდა 3 მილიარდ აშშ დოლარს; ტურიზმი ყველაზე პროგნოზზე უკეთეს მაჩვენებლზე გავიდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იყო ფულადი გზავნილები, რომელიც 25%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

ყველა სიახლე

04 აპრილი 2026, 22:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული

სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მარიამ ქვრივიშვილი

04 აპრილი 2026, 21:47

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროინტეგრაციას ენერგეტიკის მიმართულებით

დიახ, აქტიურად ვაგრძელებთ [ევროინტეგრაცია ენერგეტის მიმართულებით],ჩვენ საკმაო პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით, დაახლოებით 54%-ია უკვე შესრულებული ევროდირექტივების, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. „მე მინდა, რამდენიმე მიმართულებას ხაზი გავუსვა: ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით 77%-მდე გვაქვს უკვე შესრულება, გარემოს დაცვა - 63% და მიმდინარე წლის განსაკუთრებული პრიორიტეტია, რა თქმა უნდა ინსტიტუციური განვითარება და სხვა, რაც ზოგადად მოაწესრიგებს არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით სექტორის სწორი ფორმით მართვას, არამედ დაუკავშირებს საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ მაღალ სტანდარტებს, რაც მათ შორის უზრუნველყოფს გარემოს დაცვის და ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 მარიამ ქვრივიშვილი

04 აპრილი 2026, 21:37

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა

„თითოეულ ენერგეტიკულ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს როგორც სწორი ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი ბალანსი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 21:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით

ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მარიამ ქვრივიშვილი

04 აპრილი 2026, 21:30

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ოპონენტს: გიდასტურებთ ჩვენ მზაობას, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი გავაღრმაოთ და სამუშაო მაგიდებთან ერთად ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება მოხდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარება

გიდასტურებთ ჩვენ დიდ სურვილსა და მზაობას, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და სამუშაო მაგიდებთან ერთად ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება მოხდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოპონენტის პასუხად.

04 აპრილი 2026, 21:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნამოხვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი

ნამოხვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

04 აპრილი 2026, 21:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მილიონი ლარი იზოგება

როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

04 აპრილი 2026, 21:23

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა, 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 21:22

პოლიტიკა

პრემიერი: ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკაში, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მლნ ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მლნ ლარი იზოგება

როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 21:15

პოლიტიკა

პრემიერი: სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება

ელექტროენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის ნულამდე დაყვანას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა და სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული.

04 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია

„ენგურჰესი“ ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ხერხემალია, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 21:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიღაცებს შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში, ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს დაუშვებს

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 21:02

პოლიტიკა

პრემიერი: იყო შემთხვევები, გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ, გამოიყვანეს მოქალაქეები, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ის ჰესი აშენდა, ეს მოქალაქეები ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში

იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

მურმან მარგველაშვილი

04 აპრილი 2026, 20:56

ეკონომიკა

მურმან მარგველაშვილი: მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენ მოგცემთ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამას სჭირდება მიხედვა

მე ვერ ვხედავ საკმარის პროფესიულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენ მოგცემთ სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამას სჭირდება მიხედვა, ეს არის პრობლემა ჩვენი ენერგეტიკის, - ასე მიმართა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ენერგეტიკოსმა, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა მურმან მარგველაშვილმა. მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ ქართულ ენერგეტიკას სერიოზული მიხედვა სჭირდება.

04 აპრილი 2026, 20:46

პოლიტიკა

მერაბ ქართველიშვილი: უნდა დავსვათ კითხვები ალტერნატივებთან დაკავშირებით. ხომ არ სჯობს, რომ არსებულ ჰესებს მოდერნიზება გავუკეთოთ და ახალი ხეობები არ აღმოჩნდეს ახალი დარტყმის ქვეშ

„როდესაც კითხვაა უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები, პასუხი ბევრად კომპლექსურია. როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე, ცხადია, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავსვათ კითხვები ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები უნდა ავითვისოთ თუ არა. თუ ავითვისებთ, როგორ უნდა ავითვისოთ. უნდა დავსვათ კითხვები ალტერნატივებთან დაკავშირებით. ხომ არ სჯობს, რომ არსებულ ჰესებს მოდერნიზება გავუკეთოთ და ახალი ხეობები არ აღმოჩნდეს ახალი დარტყმის ქვეშ“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

04 აპრილი 2026, 20:44

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკული პროექტების ინიციაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დღეს საქართველოშია

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკული პროექტების ინიციაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დღეს საქართველოში არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 20:40

პოლიტიკა

პრემიერი: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა

ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაც არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და, ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.

ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2026, 20:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა, 10-წლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა, საქართველო გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და შეძლებს ელექტორენერგიის ექსპორტზე გატანას

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.