13 აპრილი 2022, 12:53 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახური: მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გადასახადის გადამხდელებს ახსენებს, რომ უკვე შეიქმნა დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

1-ლი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 426.

პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლოთ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR მომსახურებით, რომლის გადაადგილების განრიგი განთავსებულია ამ ბმულზე.

ამასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით - სათამაშო ბიზნესი.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

· არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;

· აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;

· აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;

· თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად

2022 წლის 1-ლი მარტიდან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8³ მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად: აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:

· იმ ვებგვერდზე, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;

· იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;

· სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;

· საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული.

ყველა სიახლე

გიორგი გაბუნია

13 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში

აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილი
კუმარ მიშრასთა

13 ივლისი 2026, 17:55

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

13 ივლისი 2026, 17:49

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ყველა ახალგაზრდა, საბრძოლველად ვარგისი უკრაინელი უკრაინაში უნდა იყოს

„ყველაფერი რიგზეა უკრაინელებთან დაკავშირებით? არა, ყველაფერი რიგზე არ არის. ნორმალურია მილიონობით ზლოტის ღირებულების მანქანების დამტვრევა და „მორსკიე ოკოში“ [დაცული ტბა ტატრებში] შეჭრა? არა, ეს არ არის ნორმალური და ასეთები უნდა გააძევო. ყველა ახალგაზრდა, საბრძოლველად ვარგისი უკრაინელი უკრაინაში უნდა იყოს და იქ ემსახუროს სამშობლოს“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2026, 17:39

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის „მფარველი ანგელოზი“ გახდება და გემების გატარებისთვის საფასურს დააწესებს

„ჩვენ გადაგვიხდიან მის დაცვაში - ძალიან დიდ ფულს. ჩვენ აგვინაზღაურებენ ხარჯებს, რადგან სხვა ქვეყნები ძალიან მდიდრები არიან. ისინი ჩვენს მხარეს არიან და ჩვენგან არავინ ელის, რომ ამას უბრალოდ ისე, უფასოდ გავაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

13 ივლისი 2026, 17:22

მსოფლიო

უელსში ტყის ხანძარს ებრძვიან

უელსში გავრცელებულ ტყის ხანძარს, მასშტაბური ინციდენტის სტატუსი მიენიჭა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.

ლევან მახაშვილი

13 ივლისი 2026, 17:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარე ძალების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შეტევის გაგრძელებად მიიჩნევს.

13 ივლისი 2026, 17:19

მსოფლიო

ევროკავშირი 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირი სოციალური მედიის მოხმარებაზე მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს დააწესებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ექსპერტთა მიერ შედგენილი ანგარიში, რომლის თანახმად 13 წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა მხოლოდ შეზღუდული დროით და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჰქონდეთ.

13 ივლისი 2026, 17:17

ეკონომიკა

Aqualia-ს რეგიონული დირექტორი: მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი

„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი

13 ივლისი 2026, 17:09

მსოფლიო

ევროკავშირმა ФСБ-ს სტრუქტურების, ასევე პლატფორმების - MAX-ისა და VK-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიბერსანქციების უმსხვილესი პაკეტი მიიღო და მოსკოვის კიბერსივრცის მავნე მოქმედი პირები, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახური გამოააშკარავა. სანქციების პაკეტი შეზღუდვებს უწესებს 11 ინდივიდსა და 5 კომპანიას: სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს, კიბერ-დამნაშავეებს და ჰაკერებს, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებისთვის.

13 ივლისი 2026, 17:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

13 ივლისი 2026, 16:35

მსოფლიო

The New York Times: ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, ირანის ლიდერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაებრუნებინა.

ლადო სადღობელაშვილი

13 ივლისი 2026, 16:28

პოლიტიკა

სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

13 ივლისი 2026, 15:46

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს

სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

13 ივლისი 2026, 15:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით

როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

13 ივლისი 2026, 15:22

რეგიონი

Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა

საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.

13 ივლისი 2026, 15:19

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები

აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნათელია რატომ მოხდა პატიმრების რაოდენობის ასე ზრდა - დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2026 წელს პატიმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 15:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის

თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.

13 ივლისი 2026, 15:13

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა

ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.