imedi /  27 მაისი 2022, 21:15 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: დატერორებიდან, ხელოვნური ჩარევებიდან, ცენტრალიზებულად მართული ბიზნესიდან ჩვენ გადავედით ტერორისგან თავისუფალ და სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური თანამონაწილეობის ეკონომიკაზე

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე წარსული აქვს - დატერორებიდან, ხელოვნური ჩარევებიდან, ცენტრალიზებულად მართული ბიზნესიდან ჩვენ გადავედით ტერორისგან თავისუფალ და სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური თანამონაწილეობის ეკონომიკაზე. პროგრამული ნაწილი იქნება, თუ დაბალანსებული კანონმდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უმსხვილეს ეკონომიკურ პარტნიორებთან - ეს ყველაფერი ეკონომიკის თვისობრივ გაჯანსაღებას ემსახურება. პოლიტიკა შედეგიანია. ჩვენი ქვეყნის მასშტაბების, მუდმივად არსებული შიდა თუ გარე გამოწვევების გათვალისწინებით, ეკონომიკის მდგრადი ზრდა სექტორს გარკვეულ სიმყარეს ანიჭებ, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის გამოსვლისას.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ინტერპელაციის კითხვებიდან ერთ-ერთია თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

„ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი შეიძლება იყოს ერთი - თუ ქვეყნის შიგნით არ შეგვიშლიან ხელს, შიდა რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ეკონომიკის დაზიანებაზე მიმართულ პოლიტიკას დავაზღვევთ, ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ დავიცავთ ეკონომიკა ამ უდიდესი გამოწვევებისგანაც“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოწვევები დიდია, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ფონზე.

„ამ რთულ დროს კი არ უნდა დაგვავიწყდეს - რუსეთი და უკრაინა ერთად ხორბლის 30 და მზესუმზირის 80%-ის ექსპორტიორებს წარმოადგენენ მსოფლიოში. ამასთან, რუსეთი სასუქის უდიდესი ექსპორტიორია. შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა ამ ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში მძიმე შედეგების პროგნოზის საფუძველს იძლება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განუწყვეტლივ საუბრობს სოციალური მხარდაჭერის პროგრამების აუცილებლობაზე, ქვეყნების მიხედვით სასუქების მიწოდების საჭიროებების განსაზღვრაზე, ალტერნატიული ბაზრების მოძიებასა და მსოფლიო ვაჭრობის ღიაობის შენარჩუნებაზე. ამ გლობალური პროცესების ნაწილი ვართ ჩვენც და, ერთი მხრივ, სურსათის უსაფრთხოება, შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა, ფასების ზრდის შეჩერება, სწორედ რომ ჩვენი დარგობრივი სამინისტროების ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი ინფორმაციით, სასურსათო საფრთხეების გადაზღვევის მიზნით, სამინისტროები და შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ იშურებენ, ამასთანავე მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება, რომ არ მოხდეს გამშვებ პუნქტებზე სანქცირებული ტვირთები. დეპუტატის თქმით ამ ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია ხორბლის საკითხი, რომლის გადასაჭრელად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ხორბლის პროგრამაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ სტრატეგიული პროდუქტის წარმოების ზრდას. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ გამოწვევის პარალელურად არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს შიდა წინაღობები.

„მაგალითად, ხორბალთან დაკავშირებული საკითხის არასწორად წარმოჩენა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებული იყო პანიკის შესაქმნელად, რადგან ხორბლის შემოტანაზე გაკეთებული განცხადება მყისიერად გაჩნდა პრესაში პურის დეფიციტის შექმნის სათაურებით. და ეს მაშინ, როცა მკაფიო განმარტებებს აკეთებდა სექტორიც და სამინისტროც. ამის მიუხედავად კი, მედია მაინც ამ ხაზს მიყვებოდა და, ფაქტობრივად, ამ გზით ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - იყო მომხმარებელში პანიკის დათესვის მცდელობა.

განუწყვეტელი პოლიტიკური რყევების ორგანიზება, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ოკუპანტის მხარდაჭერის ძახილი, არარსებული „შავი ხვრელების“ თემატიკა, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრებაზე კითხვის ნიშნების დასმა და სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება საკუთარი ქვეყნის მიმართ - დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკას აზიანებს.

ხელისუფლება კი დღეს, როგორც არასდროს, ბიზნესის დაცვაზე და განვითარებაზეა ორიენტირებულ: ვალუტის კურსის სტაბილურობა, ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი და ბიზნეს მოლოდინები სტაბილურობასთან დაკავშირებით, ქვეყნის დაზღვევა ომის რისკებისგან და სხვა ნაბიჯები ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში დავიცვათ ეკონომიკა, ჩვენი ხალხი და, ზოგადად, ქვეყანა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

13 ივლისი 2026, 11:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს

დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

13 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს

როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული საწარმოსგან 9,89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდეს, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესყიდული გაზის ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდ ევროდ ფასდება. ძირითადი მყიდველები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი იყვნენ.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 11:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

წყალდიდობას ბანგლადეშში ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისთვის დაღუპულთა ნახევარზე მეტი კოქს-ბაზარის რაიონში ფიქსირდება, სადაც როჰინჯა ლტოლვილების დიდი დასახლება მდებარეობს. გასულ კვირას ამავე რაიონში რამდენიმე სტუდენტი და მასწავლებელი დაიღუპა, როდესაც ნიაღვარმა მათი სკოლა წალეკა.

13 ივლისი 2026, 11:15

ეკონომიკა

პრემიერი: ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია - პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

13 ივლისი 2026, 11:15

მსოფლიო

მოლდოვაში რუსული „შაჰედი“ შეფრინდა და აფეთქდა

„შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოიღობა, სამართალდამცველები ყველა გარემოების დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ“, - აღნიშნეს პოლიციაში.

გიორგი ბარამიძე

13 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.

13 ივლისი 2026, 11:08

მსოფლიო

მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება

მიზანი - მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საკითხების შესრულებაა. შეხვედრაზე 30 ლიდერია მიწვეული, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დროებითი კოალიციის ყველაზე მასშტაბურ შეკრებას წარმოადგენს.

13 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში გეგმის მიხედვით გაიმართება

არჩევნებისთვის ოფიციალური მზადება 17 ივლისს დაიწყება. ამის შემდეგ მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იმოქმედებს და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს, გარდა ფართო მხარდაჭერის მქონე კანონპროექტებისა, მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომებისა.

13 ივლისი 2026, 11:02

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრება. LIVE

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

13 ივლისი 2026, 11:02

მსოფლიო

მსოფლიოში ნავთობი ისევ გაძვირდა

Brent-ის მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $76.48 შეადგინა, რაც 23 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აზიის საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ტენდენცია დაფიქსირდა: ტოკიოსა და სეულში აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო ტაიბეისა და ჰონგ-კონგში მატება აღინიშნა.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 10:55

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ჯერ ვერ შეათანხმა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის, მან დააანონსა, რომ 13 ივლისს სანქცირებულთა სიებს კიდევ 250 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიძლება დაემატოს. მისი თქმით, „ეს არის ფიგურანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც კი ოდესმე შეგვიყვანია სიებში“.

13 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2026, 10:43

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს

„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

13 ივლისი 2026, 10:36

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.

13 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.

ლინდსი გრემი

13 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:23

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.