დავით სონღულაშვილი: 2022 წელი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და ათვისების წელი იქნება, რომელიც რეფორმების სახით ყოველდღიურ ცხოვრებაში ფორმირდება ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ
დავით სონღულაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ემსახურება სასურველი ბიზნეს-კლიმატის შექმნასა და მეწარმეების ხელშეწყობას. ფოკუსი და ორიენტაცია, ის აქცენტები, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება მოსახლეობის თანამონაწილეობის უზრუნველყოფისკენ უნდა მივმართოთ,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
დავით სონღულაშვილმა გაწეული სამუშაოსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოსტპანდემიური სიტუაცია და რუსეთის ომი უკრაინაში, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. დავით სონღულაშვილმა ყურადღება ენერგო უსაფრთხოებასა და საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყნის როლს და შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის.
აუცილებელია, ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საგარეო შოკების მიუხედავად, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, გაზრდილია ექსპორტი ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება DCFTA-ს სარგებლის სრულად ათვისების მიზნით, რაც, მისივე განმარტებით, ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას ნიშნავს.
„ჩვენი ქვეყანა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის კუთხით, უნიკალური პოზიციის მქონეა რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, რომელიც, დაახლოებით, 2მილიარდზე მეტ ბაზართან ხსნის წვდომას.
კომიტეტმა უმასპინძლა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელობას. მათ წარმოადგინეს საფუძვლიანი და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებული კვლევები 2 ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების თაობაზე. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი ამ ურთიერთობების და ნათელი ხედვა, კონკრეტული მიმართულებების პოტენციალის შესახებ. უახლოეს მომავალში, კომიტეტის სახელით მოგაწვდით როგორც რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება, ეს პოტენციალი ათვისებული იყოს და შესაბამისად, იმედი მაქვს მჭიდრო თანამშრომლობის, როგორც სხვა დანარჩენ საკითხებთან მიმართებით“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კომიტეტი ბიზნეს ასოციაციებსა და გაერთიანებებს მოუსმენს, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო და სხვა სახის თანამშრომლობაზეა არიან ორიენტირებული.
„საგულისხმო ცვლილებები გვაქვს საინვესტიციო სტრუქტურაში. ადრე თუ ისეთ დარგებში კეთდებოდა ინვესტიციები, რომელსაც ჰქონდა სწრაფი ამონაგები, ახლა ჩვენ ორიენტირებულები ვართ მდგრად შედეგებზე, რადგან ჩვენი მიზანი, სწორედ გრძელვადიან შედეგების მიღებაზე ფიქრია და ამაში სახელმწიფოს როლი არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ემსახურება სასურველი ბიზნეს-კლიმატის შექმნასა და მეწარმეების ხელშეწყობას. ფოკუსი და ორიენტაცია, ის აქცენტები, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება მოსახლეობის თანამონაწილეობის უზრუნველყოფისკენ უნდა მივმართოთ. მეტი დოვლათი შეიქმნება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იზრუნებს პირობებზე, ხოლო ბიზნესს უკეთესი ნიადაგი ექნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ეს არის ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბების საფუძვლები“,- განაცხადა დეპუტატმა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე „ტურიზმის შესახებ“, რომელიც, მისივე შეფასებით, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, ასევე, მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, რუსული კომპანიებისა და ორგანიზაციების სანქცირების მექანიზმის ამოქმედებამ ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის.
„საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია და ამასთან, „შუა დერეფნის“ მეშვეობით უკვე დაწყებულია გადაზიდვების განხორციელება. ეს ნიშნავს ქვეყნისთვის დაახლოებით 300 მლნ. ლარის დამატებით შემოსავალს. თუმცა, ეს არ არის მაქსიმუმი. ტრანსპორტს, გადაზიდვებს, სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციებს, უნდა შევხედოთ, როგორც ინსტრუმენტს. გვჭირდება კომპლექსური მიდგომა - სარკინიგზო გადაზიდვები ერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთი რგოლია ერთიანი სისტემის. შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობების სრულყოფილი გამოყენებისთვის, მისი ყველა რგოლის ანალიზი გვმართებს - დაწყებული ტრანსპორტიდან, დასრულებული ვაჭრობის ყველა ვექტორის გაძლიერებით. ტვირთების მიმღები და გადამამუშავებელი სექტორის, ახალი სასაწყობე მეურნეობების ჩამოყალიბების, გადაზიდვების ლოკალური ჰაბების, სატრანსპორტო კომპანიების გადმოყვანისა და რელოკაციის ჩათვლით. ამ შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება მხოლოდ გამტარი, არამედ გახდება ლოგისტიკური და შემნახველი ცენტრი, რომელიც მსოფლიო ბაზრის ფასების ცვლილებების ტრენდს გაჰყვება და მიწოდების ჯაჭვში დამატებით ღირებულებებს შექმნის. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ნიშნავს პოზიტიურ გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე. ნიშნავს ეკონომიკურ გამოწვევებზე შესაბამის რეაგირებას, ნიშნავს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას და ნიშნავს ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროპასთან - ევროპულ ბაზრებთან“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
30 აგვისტო 2026, 11:27
მსოფლიო
კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
30 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
30 აგვისტო 2026, 11:18
მსოფლიო
პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას
არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.
30 აგვისტო 2026, 11:12
რეგიონი
ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.
30 აგვისტო 2026, 11:11
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს
მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფედოროვის დანიშვნა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.
30 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს.
30 აგვისტო 2026, 10:14
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს მას შემდეგ.
30 აგვისტო 2026, 09:46
რეგიონი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე - სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
30 აგვისტო 2026, 09:42
რეგიონი
საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.
30 აგვისტო 2026, 09:39
მსოფლიო
ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.
29 აგვისტო 2026, 22:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
29 აგვისტო 2026, 21:31
სპორტი
ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.


