სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ფოტო: არქივი
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის, - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რის შედეგადაც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების − გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან.
„წლის ბოლომდე სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ აქტიურად მიმდინარეობს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ფუნქციონირება სატესტო რეჟიმში, ბაზრის სხვა მონაწილეების ჩართულობით, რაც მოიცავს მათ ტრენინგსაც. უკვე დასრულებულია დღით ადრე ბაზრის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ეტაპები − მიღებულია ძირითადი სამართლებრივი აქტები, შიდა რეგულაციები და ინსტრუქციები. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა დღიური ბაზრის დანერგვაზე. გარდა ამისა, სიმულაციურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება.
ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიური ძალისხმევაა მიმართული ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავებაზე. დაწყებულია საბოლოო მომხმარებლების ბაზარზე გაყვანის პროცესი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა), რაც ეტაპობრივად განხორციელდება 2026 წლამდე, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ამ ეტაპისთვის, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ფარგლებში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია 33 მსხვილი მომხმარებელი“, - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე, საუბარია, იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით:
„მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურების (გარდაბანი 3 და გარდაბანი 4) მშენებლობაზე, დაახლოებით 500 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე.
ენერგოეფექტურობის გაძლიერებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე აქტებზე. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“, „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია“, გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯთეფექტურობის ანალიზის წესი, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესი. ასევე მომზადებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენეროგეფექტურობის შესახებ“ კანონებით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების 21 პროექტი.
გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. ექსპლუატაციაში შევიდა 6 ჰიდროელექტროსადგური (დვირულა ჰესი, საშუალა 1 ჰესი, საშუალა 2 ჰესი, სხალთა ჰესი, ლახამი 1 ჰესი, ლახამი 2 ჰესი) ჯამური დადგმული სიმძლავრით 39,1 მგვტ
ამჟამად გაფორმებულია 207 მემორანდუმი, მათგან 160 მცირე და საშუალო სიმძლავრის, ხოლო 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 12 ქარისა და 31 მზის ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებული მემორანდუმებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 4073 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 15,59 მლრდ კვტ/სთ-ია.
სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა და 220 კვ ეგხ „კოლხიდა-1-ის“ რეაბილიტაცია;
2021 წლის მეორე ნახევარსა და 2022 წლის დასაწყისში, ხელი მოეწერა სამშენებლო კონტრაქტებს:
220/110 კვ ქვესადგური ოზურგეთი, 220 კვ ქვესადგური ლაჯანური და ახალციხის ქვესადგურის 400-იანი და 500-იანი ჩანართების მშენებლობა;
ეგხ 220/110 კვ „ოზურგეთი-ზოტის“ მშენებლობა და პალიასტომის შეჭრა;
220 კვ ეგხ „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობა (სხალთის მონაკვეთი);
500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხის“ და 400 კვ ეგხ „ახალციხე-თორთუმი".
2022 წლის დასაწყისში დასრულდა 500/220 კვ „ჯვარი-ხორგას“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის“.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.


