22 ივნისი 2022, 16:30 / სანდო წყარო

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობით ხორციელდება, მინისტრმა „არემჯის“ მიერ, მიწერილობის ფარგლებში განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტები და ღონისძიებების შედეგები დაათვალიერა.

,,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან ერთად დავათვალიერეთ არემჯიში მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, ვთანხმდებით რომ, ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, ყავთ დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი, ამიტომ მათი განვითარება, ისე რომ არ მოახდინონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯებისა და კომპლექსური გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2021-2022 წლის შემოწმებას, შპს RMG Gold-ში არც ერთი დარღვევა და ნაკლოვანება არ გამოუვლენია. რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საჯარო სექტორისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

,,სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განსახორციელებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნუსხა 100-მდე პროექტს და შემარბილებელ ღონისძიებას აერთიანებდა, რაც წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაცვას ითვალისწინებს. პროექტების განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა. სწორედ ამის დასტურია, ის რომ წელს “არემჯი გოლდის” შემოწმებისას, არცერთი გარემოსდაცვითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. კომპანია განაგრძობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას და მათი გათვალისწინებით ახალი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა არემჯის ადმინისტრაციის უფროსმა, ამირან ქართველიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და მისი #4 სანაყაროს ძირში მოწყობილი წყლის გამწმენდი ნაგებობები და წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული 3 გამწმენდი ნაგებობა დაიცავს მდინარეებს ფოლადაური, კაზრეთულა და მაშავერა სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან.

„უკვე ოთხი წელია, „საყდრისის კომიტეტი“ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონიტორინგს ვუწევთ კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას, დღეს კი, ერთგვარად, ამ ოთხწლიან მუშაობას ვაჯამებთ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გვაქვს გარკვეული პროგრესი და შედეგებიც. მაგალითად, 2022 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგად, კომპანია „არემჯი გოლდში,“ მისი არსებობის ისტორიაში პირველად, არ დაფიქსირებულა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა, რაც იმედისმომცემია, თუმცა, „არემჯი ჯგუფის“ სხვა კომპანიებში კვლავ არსებობს გარკვეული კითხვები და ხარვეზები. ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ამ ხარვეზების აღმოფხვრასაც შევძლებთ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა“, - აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ნინო ბურჭულაძემ.

სამუშაო ჯგუფი ადგილზე ასევე გაეცნო რეკულტივაციის ექსპერიმენტულ პროექტს, არსებულ კუდსაცავს და მის ძირში მოწყობილ სატუმბ ინფრასტრუქტურას და საყდრისის უბანზე მოწყობილ ამტვერიანების საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურას.

დღის ბოლოს სტუმრებმა მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - „აბულმუგის სპარსული აბანო“, რომლის ადგილმონაცვლეობა „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიდან 2021 წელს “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტის) ინიციატივით განხორციელდა.

ყველა სიახლე

29 აპრილი 2026, 08:31

რეგიონი

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა

„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.

29 აპრილი 2026, 08:30

საზოგადოება

კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

29 აპრილი 2026, 08:27

რეგიონი

რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო

მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.

29 აპრილი 2026, 08:24

რეგიონი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გიორგი ვოლსკი

29 აპრილი 2026, 08:23

ჯანდაცვა

გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით

პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

29 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ

მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

29 აპრილი 2026, 08:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას

ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

29 აპრილი 2026, 08:03

პოლიტიკა

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.

29 აპრილი 2026, 08:00

ჯანდაცვა

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.

ჯეიმს კომი

29 აპრილი 2026, 02:16

მსოფლიო

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

29 აპრილი 2026, 01:50

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება

აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.

ჯული დევისი

29 აპრილი 2026, 01:44

მსოფლიო

Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:31

მსოფლიო

მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“

გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:25

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია

მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 01:06

სპორტი

კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა

კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 00:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.

28 აპრილი 2026, 23:28

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.

დონალდ ტრამპი

28 აპრილი 2026, 22:30

მსოფლიო

ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.

აბას არაღჩი

28 აპრილი 2026, 22:22

მსოფლიო

CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას

პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 22:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.