15 სექტემბერი 2022, 18:25 / სანდო წყარო

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე“ იმსჯელეს.

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წევრებს საკითხები განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და შედეგად ეკონომიკის შემცირება განაპირობა თუმცა, გასული წლის მეორე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო და ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 10,4% შეადგინა.

„2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, სადაც პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში თუმცა, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, ჯამში, შვიდ თვეში, ეკონომიკური ზრდა 10,7%, შეადგინა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაზრდილიყო წლიური პროგნოზი 8,5%-მდე.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 35.4 %-ით მეტია. მისივე თქმით, გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ასევე, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7 871 000.0 ათასი ლარით თუმცა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 8 045 069.7 ათასი ლარი. ასევე, საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 1 098 198.7 ათასი ლარი.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებითაა შესრულებული და შეადგინა 104,1%. რაც შეეხება გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელს იგი განსაზღვრული იყო 6 748 920.0 ათასი ლარით, ხოლო საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 6 768 743.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.3%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 169 834.6 ათასი ლარით და მობილიზებული იქნა 227 340.7 ათასი ლარი. სხვა შემოსავლებმა საპროგნოზო მაჩვენებლის 148.3% შეადგინა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მომხსენებლის ინფორმაციით დაგეგმილი იყო 19 მლრდ 171 მლნ ლარის ოდენობით, და 6 თვეში გაწეული საკასო ხარჯმა შეადგინა 8 მლრდ 775 მლნ, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში არის 96,6%.

„ჯამში შვიდ თვეში, გვაქვს ეკონომიკური ზრდა 10,3%, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა წლიური პროგნოზიც 6%-ის ნაცვლად 8,5%-მდე. ეს არის ის პარამეტრები, რამაც მოგვცა საშუალება გადაგვეხედა 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრების წლიური პროგნოზებისთვის და დაგვეწყო მსჯელობა მის ცვლილებებზე. მაშინ, როდესაც დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვალის და დეფიციტის შემცირება უზრუნველვყოთ, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები. ჩვენ ვიღებთ 700 მლნ ლარით ნაკლებ ვალს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ხარჯებს ვამცირებთ. ვალის ნაცვლად ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლები ფარავს იმ ხარჯვით ნაწილს რაც გათვალისწინებული გვქონდა ბიუჯეტში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 489,7 მლნ ლარით და შეადგენს 19 852,3 მლნ ლარს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, წარმოდგენილი ცვლილებით სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 651,2 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 480,1 მლნ ლარით.

საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით:

• ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 210,0 მლნ ლარით;

• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 150.0 მლნ ლარით;

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 80,0 მლნ ლარით;

• თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 80.0 მლნ ლარით;

• შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით;

• კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 43.0 მლნ ლარით;

• იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 10.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 320,6 მლნ ლარის ოდენობით;

• საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელები ჯამურად მცირდება 167.3 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 207,0 მლნ ლარის ოდენობით.

დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ის გაზრდის შედეგად მიიღებენ 1 366,7 მლნ ლარს, რაც 100,3 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს.

მომხსენებელმა კომიტეტების წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი დაზუსტებებიც გააკეთა, რის შემდგომაც დეპუტატებმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.