imedi /  06 ოქტომბერი 2022, 17:39 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს

კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინტენსიური პროცესი. ჩვენ სწრაფად, რამდენიმე წელიწადში უნდა დავასრულოთ მნიშვნელოვანი ობიექტების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების პრივატიზება და დღემდე უმოქმედოდ მყოფი ქონება, დაუმუშავებელი მიწა ან წლების წინ გაჩერებული საწარმო კერძო ინვესტორის ხელში უნდა გარდაიქმნას მოქმედ ბიზნეს-ობიექტად და მოსახლეობის დასაქმების წყაროდ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვის მანძილზე, პრივატიზებულია 1,600 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, მათ შორის მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზებო თანხამ 12.7 მლნ. ლარი შეადგინა. სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს.

„პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში გაიყიდა 153.3 მლნ. ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის 8.7 მლნ. ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სხვადასხვა უძრავი ქონების და საწარმოების პრივატიზება შევძელით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესწავლილ იქნა 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის და საკურორტო ადგილის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომელთაც საკმაოდ დიდი მიმზიდველობა აქვთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„შესწავლილი ადგილების საფუძველზე, კურორტის და საკურორტო ადგილისთვის მომზადდა გეოინფორმაციული რუკები, რეესტრი და შემუშავდა საინვესტიციო შეთავაზებები. უახლოეს ხანებში მომზადებული ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად მოახდინოს ასეთი სახელმწიფო ქონების ინვესტირება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ყველა სიახლე

გიორგი აბაშიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:52

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: როდესაც ხდება განსაკუთრებულად მაღალი ფასის დაფიქსირება, არის გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის, ეს არის გამოსაკვლევი

როდესაც ხდება განსაკუთრებულად მაღალი ფასის დაფიქსირება, რომელიც საბაზრო ფასიდან გამომდინარე არარეალურია, ხშირ შემთხვევაში, არის გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2023, 00:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რა სისტემა შექმნა „ნაცმოძრაობამ“ და როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, ვნახეთ ოჯახში მივარდნები, რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ, ძალადობრივ მიზნებს განახორციელებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და ეს უკვე აქსიომაა.

ბექა ოდიშარია

08 თებერვალი 2023, 00:46

პოლიტიკა

ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მაია ბითაძე

08 თებერვალი 2023, 00:18

პოლიტიკა

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას, - განაცხადა მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში გააცნო

ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 23:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი არც აქამდე გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, პარლამენტი მათი აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია

მათ [რადიკალური ოპოზიცია] თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 23:34

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 23:20

საზოგადოება

თურქეთის საელჩო მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთებს აგროვებს. სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების ჩაბარება

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.

07 თებერვალი 2023, 23:18

მსოფლიო

სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ახალშობილი გადაარჩინეს

სირიაში ნანგრევებიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ახალშობილი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დარეჯან ცხვიტარია

07 თებერვალი 2023, 22:59

პოლიტიკა

დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე: სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი?!

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

07 თებერვალი 2023, 22:34

მსოფლიო

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

07 თებერვალი 2023, 21:51

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.