imedi /  09 სექტემბერი 2017, 09:37 / სანდო წყარო

ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

CoinDesk-ის ინფორმაციით, კრიპტოვალურის ფასი გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ 4 660 დოლარიდან 4 224 დოლარამდე დაეცა. ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ფასის ვარდნის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების განცხადება გახდა, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ყველა ბირჟის დახურვას ეხებოდა.

მართალია ამ მომენტისთვის ამ განცხადებას ოფიციალური ფორმა არ აქვს, მაგრამ 4 სექტემბერს ჩინეთის ნაციონალურმა ბანკმა აუკრძალა ადგილობრივ კომპანიებს მიიზიდონ კრიპტოვალუტაში გამოხატული ფინანსები და მომხმარებლებლებისთვის თანხის უკან ეტაპობრივად დაბრუნების განკარგულება გამოსცა.

2 სექტემბრის მონაცემებით კი, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასმა 5 000 დოლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ფასი ბიტკოინს ჩინურ ბირჟაზე ჰქონდა და ერთეულის ფასმა იქ 5 149 დოლარი შეადგინა.

კომენტარები ()