დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე იმსჯელა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლით სამუშაო შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე იმსჯელა.
„დღეს აქ გვესწრება ფაქტობრივად ყველა ის სამინისტრო და უწყება, რომლებთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს არის ანგარიში მიმდინარე წლის განმავლობაში კომიტეტის გაწეული საქმიანობის შესახებ და ამავდროულად, შესაძლებლობა, რომ შევჯერდეთ თუ როგორ გავხადოთ თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილ ანგარიშში ასახული იყო კომიტეტის სტრატეგიული მიზნები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კომიტეტის ეფექტიანი საკანონმდებლო საქმიანობის, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის, კომიტეტის მუშაობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დაინტერესებულ მხარეებთან შედეგიანი კომუნიკაციის და კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს და თითოეული ამ მიზნის შესასრულებლად მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე მიიღეს ინფორმაცია.
კომიტეტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს.
მსჯელობა გაიმართა საკანონმდებლო პროცესის, საზედამხედველო მიმართულების, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის და უკვე ჩატარებული და დაგეგმილი თემატური მოკლევების შესახებ. მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე. განიხილეს კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
დავით სონღულაშვილმა სხვადასხვა უწყებისათვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით კომიტეტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზეც ისაუბრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის სრული კოორდინაცია იმისათვის, რომ დაგეგმილი რეფორმებისა და საქმიანობის შესახებ წინასწარ იყოს ინფორმირებული საკანონმდებლო ორგანო იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით სექტორის განვითარებას ან თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ეს შეხვედრა არის საშუალება წინასწარ ვისაუბროთ იმ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროს აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ასევე წარმოადგენს ინტერაქციული დიალოგის ფორმატს, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ მომავალი საქმიანობის გეგმები“, -განაცხადა მზია გიორგობიანმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ კომიტეტის საქმიანობის ასეთი განხილვა სამომავლო საქმიანობის დაგეგმვის და სწორი ორიენტირების განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
„ასეთი შეხვედრები და მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარკვეულ საკითხებზე აქვე ვჯერდებით, იმ გამოწვევებზე ვმსჯელობთ, რომელსაც სამომავლო გეგმა და ამოცანები უნდა დაეფუძნოს და ეს სწორედ ამ ფორმატში ხორციელდება“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში თანდათან უფრო მყარად მკვიდრდება პრაქტიკა, რომ პარლამენტმა ეფექტიანად გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის მუშაობას. მისი თქმით, „დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზნით ტარდება, რათა გამოვლინდეს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებობს და ვიმსჯელოთ მომავალი მუშაობის კოორდინირებულ დაგეგმვაზე იმ უწყებებთან ერთად, რომელთა მონიტორინგი და საქმიანობა სწორედ ჩვენი კომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროში შემოდის“, განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზეც იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.
ყველა სიახლე
30 მაისი 2026, 13:48
მსოფლიო
სკოტ ბესენტმა ირანისთვის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობა დაუშვა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დაუშვა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. თუმცა აღნიშნული გარკვეულ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული.
30 მაისი 2026, 13:48
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე გიორგი კვარაკვახიძე, პროკურორი აკაკი მოქერია, საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი კონსტანტინე არობელიძე და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მაია უსტალიშვილი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
30 მაისი 2026, 13:23
მსოფლიო
მიუნხენის აეროპორტი დრონის გამო რამდენიმე საათით დაკეტილი იყო
მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი ცაში დრონის აღმოჩენის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
30 მაისი 2026, 13:11
მსოფლიო
NBC News: ირანმა აპრილში აშშ-ის თვითმფრინავი F-15, სავარაუდოდ, ჩინური საზენიტო გადასატანი კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდო
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა F-15 ტიპის ამერიკული გამანადგურებელი აპრილში სავარაუდოდ ჩინური წარმოების საზენიტო გადასატანი კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდო. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლები ქუთაისის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
30 მაისი 2026, 12:30
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.
30 მაისი 2026, 12:28
მსოფლიო
Bloomberg: ირანის მიერ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ხუთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 12:12
კულტურა
„კაენის სიზმარი“ - „ფორაქიშვილების დარბაზში“ ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა
ექსპოზიცია აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, ლითოგრაფიასა და სკულპტურას. ნამუშევრებით ავტორი იკვლევს შიშის, დანაშაულის გრძნობის, მეხსიერებისა და ადამიანის გაუცხოების თემებს.
30 მაისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას - რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მსჯელობს, თუ როგორი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას. იგი აღნიშნავს, რომ რაც მოგვიტანა სხვა ქვეყნების ინტერესების პრიორიტეტად დაყენებამ და სუვერენიტეტზე უარის თქმამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს უკვე იწვნია, საქართველომ, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვითა თუ სხვა უბედურებებით.
30 მაისი 2026, 12:02
საზოგადოება
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეო ქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარმოდგენა გაიმართა
პროექტი ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისათვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გააზრებას ისახავს მიზნად. „ცოცხალი ტექსტები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
30 მაისი 2026, 11:52
რეგიონი
ანრი მეტრეველი: ვფიქრობ, სადაც არის დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები - იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს
ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ჩვენს შორის დისკუსიის გაჩენის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა, სიღნაღში ახალგაზრდული კონფერენციის დაწყებამდე.
30 მაისი 2026, 11:47
პოლიტიკა
ნუგო შოშიაშვილი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან შეხვედრას კახეთში განაგრძობს. როგორც ორგანიზაციის ბორდის წევრი, ნუგო შოშიაშვილი აცხადებს, მსგავს შეხვედრებს და დისკუსიებს განგრძობითი ხასიათი ექნება.
30 მაისი 2026, 11:42
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, სიღნაღში შეკრებილ ახალგაზრდებისგან, ორგანიზაციის წევრები ელიან სხვადასხვა ინიციატივისა და იდეის მოსმენას.
30 მაისი 2026, 11:41
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი ევროპას: ეპოქა, როცა აშშ მდიდარი ქვეყნების თავდაცვას აფინანსებდა, დასრულდა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპის ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეპოქა, როცა შეერთებული შტატები მდიდარი ქვეყნების თავდაცვას აფინანსებდა, დასრულდა.
30 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის და ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია შეხვედრებს კახეთში განაგრძობს. როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა, შეხვედრები ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი დიალოგის დამკვიდრებას ემსახურება.
30 მაისი 2026, 11:30
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
30 მაისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა კონფერენციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა სიღნაღში შეკრებილი ახალგაზრდების სიმრავლეს. მანვე აღნიშნა, რომ მხოლოდ თბილისის დასკვნითი შეხვედრით არ შემოიფარგლებიან და აუცილებლად გააგრძელებენ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციას.
30 მაისი 2026, 11:15
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მერვე რეგიონული კონფერენცია სიღნაღში იმართება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენისა და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის საუკეთესო სივრცედ იქცა. ეს უკვე არაერთხელ აღინიშნა და აჩვენა წინა შეხვედრებმა.
30 მაისი 2026, 11:10
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ირანთან ნებისმიერი გარიგება კარგი იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ახლა ირანთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება სასარგებლო იქნება.
30 მაისი 2026, 11:00
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.


