25 ოქტომბერი 2022, 14:13 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციული პროგრამა დაიწყო

მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციული პროგრამა დაიწყო.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველომ დღეს ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით. ეს არის უდიდესი მრავალდარგობრივი ინვესტიცია, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა და ასევე პირველი პროექტი, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმით ახდენს ფოკუსირებას ადამიანური კაპიტალის განვითარების სამივე კრიტიკულ სფეროზე.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა. თანადაფინანსების ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია დღეს პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

„საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას საქართველოს მოსახლეობასა და მის მომავალში. გვჯერა, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაში ტრანსფორმაციული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გრძელვადიანი განვითარების დაჩქარებასა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის განმტკიცებაში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის განვითარების ოფისის დირექტორის თქმით კი პროგრამის განხორციელება მოითხოვს უწყვეტ კონსულტაციას ბენეფიციარებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ძალისხმევის გაერთიანებას განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან.

„ეს პროგრამა არის სოციალური პოლიტიკის და ჯანდაცვის მიმართულებით ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის, და ასევე, უფრო მეტი ამბიციისა და დადებითი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ კლიმატზე ფოკუსირებული ღონისძიებები შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სოციალურ პოლიტიკასთან, რაც სარგებლის მომტანი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. პროგრამის განხორციელება მოითხოვს უწყვეტ კონსულტაციას ბენეფიციარებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ძალისხმევის გაერთიანებას განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის განვითარების ოფისის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

„საქართველოს მთავრობას ადამიანური კაპიტალის განვითარება თავის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიაჩნია და ადასტურებს ინვესტიციების საჭიროებას ამ მიმართულებით. მსოფლიო ბანკს დიდი გამოცდილება და პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში. თანაბრად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) თავისი წვლილის შეტანა სურს რეფორმის ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდას“, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.

პროგრამა ასევე გააფართოებს ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებთან წვდომას ტელემედიცინის კონსულტაციების ხელშეწყობით და ფარმაცევტული მართვის გაძლიერებით მედიკამენტების ფასების შესამცირებლად, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილ ხარჯებში მნიშვნელოვან წილს შეადგენს.

სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად კი ადამიანური კაპიტალის პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ საჭიროებებზე რეაგირებას დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოფლად.

კლიმატის ცვლილების გლობალური დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულების გამოსახატავად, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში კლიმატის ცვლილებებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ მოდულების ჩატარებას, მასწავლებლების ტრენინგს კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი და ენერგოეფექტური სკოლების თაობაზე, და ასევე, „მწვანე“ სამუშაო ადგილებისთვის საჭირო უნარების განვითარებისადმი მიმართული ტრენინგების განხორციელებას.
მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული საქართველოს ადამიანური კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, საქართველოსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება, რათა მოხდეს პროდუქტიულობის, დაბერების და ინკლუზიურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე რეაგირება ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.