ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ეკონომიკური ზრდის შესახებ საუბრით გახსნა.
„მოგეხსენებათ, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. 9 თვის განმავლობაში, საქართველოში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც უპრეცედენტოა. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით და 9 თვეში, ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 4 მილიარდი აშშ დოლარია“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის აღდგენაც.
„2019 წელთან შედარებით, წელს ტურიზმი 97,5% არის აღდგენილი. მიღებულმა შემოსავლებმა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. შევინარჩუნებთ. წლის ბოლოს, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 10:02
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა.
23 ივნისი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც 67% ირანთან დადებულ გარიგებას მხარს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 67% ირანთან დადებულ სამშვიდობო გარიგებას მხარს უჭერს.
23 ივნისი 2026, 09:45
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი: ჩვენ ლიბანთან შეთანხმება გვინდა და ვფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელი არ არის, ერთადერთი დაბრკოლება ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლაა
ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანთან შეთანხმების მიღწევა სურს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთადერთი დაბრკოლება ჰეზბოლაა.
23 ივნისი 2026, 09:39
სპორტი
საფრანგეთმა პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა
საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში I ჯგუფში გამართული შეხვედრის დროს ერაყის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაინაღდა.
23 ივნისი 2026, 09:31
მსოფლიო
დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალ წელს შექმნას
ევროპის ქვეყნებმა, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებით ბლოკის ფარგლებს გარეთ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალი წლიდან შექმნან. ინფორმაციას Financial Times-ი დანიის პრემიერ-მინისტრზე მეტე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 09:22
მსოფლიო
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება, მიმდინარეობს ჯავშან ტექნიკის, ტანკების, თვითმფრინავებისა და დრონების გამოცდა- დემონსტრირება, რომლებიც შეიძლება უკრაინის ომში იქნეს გამოყენებული. სწავლებაში ჩართულია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დისლოცირებული გერმანული დანაყოფიც.
23 ივნისი 2026, 09:08
მსოფლიო
კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ენდი ბერნჰემმა დაადასტურა
კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ენდი ბერნჰემმა დაადასტურა. ის ამ დროისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა.
23 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
BIld: გერმანია ბელარუსის საზღვართან 5 ათას ჯარისკაცს განათავსებს
გერმანია ლიეტუვაში 5 ათასს ჯარისკაცს აგზავნის, რომლებიც ბელარუსის საზღვართან განთავსდებიან. ინფორმაცია Bild-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 08:52
პოლიტიკა
„სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა“ - ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება გრძელდება
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პატიმარი მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად თავს ესხმის სხვა პარტიებს. ამჯერად მისი სამიზნე პარტია "ლელო" გახდა. პარტია "ლელო" კი სააკაშვილის განცხადებას, ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობად მიიჩნევს.
23 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
მთავრობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.
23 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება
თბილისში, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი დღეს იწყება. ფორუმის სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. დელეგატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა უმასპინძლა. საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.
23 ივნისი 2026, 08:22
საზოგადოება
სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
23 ივნისი 2026, 08:14
პოლიტიკა
სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
23 ივნისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
23 ივნისი 2026, 02:32
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, ნატო ჩვენთან არ იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეები გააკრიტიკა. საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე უარის თქმა „სულელური ნაბიჯია“ და დასძინა, რომ აშშ-მა შესაძლოა პასუხად ანალოგიური პოზიცია დაიკავოს.
23 ივნისი 2026, 01:29
მსოფლიო
ტრამპი: მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს
მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 ივნისი 2026, 00:58
მსოფლიო
ტრამპი: მეგობარმა სტარმერმა საკუთარ თავს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კირ სტარმერის გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ზიანი მიაყენა.
23 ივნისი 2026, 00:45
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
23 ივნისი 2026, 00:20
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს
ჩეხეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს.
22 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა.


