imedi /  10 სექტემბერი 2017, 12:04 / სანდო წყარო

წალკაში სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში  ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება  მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებს. 10 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი მოპირკეთდება ბეტონით; აღდგება სათავე ნაგებობისა და წყალაღების კვანძი; მაგისტრალური არხის საპროექტო კვეთი; არსებული წყალგამყოფი და წყალგამტარი ნაგებობები; საკარმიდამო ნაკვეთებში მოეწყობა გამანაწილებელი ქსელი.

სარეაბილიტაციო  ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 1100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 754 998 ლარს შეადგენს,  2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები ()