17 ნოემბერი 2022, 17:15 / სანდო წყარო

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთი, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შიდა ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,მერსი კორფსისა“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

,,ლიბერთის ,,ბიზნეს დიალოგი“-ს მიზანია, რეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დიალოგის ფორმატი კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაცნოთ ჩვენი პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორები და ლოკალურად შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთისთან პარტნიორობის და დაფინანსების შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. წელს უკვე თითქმის მთელი საქართველო მოვიცავით და მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერია. იდეების და საჭიროებების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.“ - აცხადებს ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

,,ლიბერთი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. მადლობას ვუხდით ბანკს აქტიური თანამშრომლობისთვის. მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე პროექტების შესახებ, ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ – აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ გელაშვილი.

,,სააგენტოსთვის „აწარმოე საქართველოში" ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები დადებით გავლენას მოახდენს საბანკო პროდუქტების უკეთ გაცნობაზე, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლებაზე, არსებული მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარების მოტივირებაზე და ახალი, საინტერესო იდეების გენერირებაზე. სააგენტოსა და ლიბერთის შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ კიდევ უფრო მეტ და საინტერესო პროექტს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებით.“ - ამბობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი გიგი მინაძე.

,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ამჯერად შიდა ქართლის რეგიონში, ბიზნეს სექტორისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებთ, დაზღვევა მათ დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

,,მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ,, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE), რომლის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ბანკის ინიციატივა - ,,ბიზნეს დიალოგი“, კარგი შესაძლებლობაა შევხვდეთ რეგიონებში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნეს წრეებს და გავაცნოთ რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მოსალოდნელი დადებითი შედეგები. ასევე მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებსა და გამოცდილ მეწარმეებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ - აცხადებს „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 09:56

რეგიონი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მარინ ლე პენი

31 აგვისტო 2026, 09:50

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.

31 აგვისტო 2026, 09:44

მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.

31 აგვისტო 2026, 08:59

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.