imedi /  21 ივლისი 2023, 22:14 / სანდო წყარო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 -21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით.

მისიის დასასრულს ჯეიმს ჯონმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.

„საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება. საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როდესაც კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა.

„ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ პროგნოზს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

„სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ველოდებით, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

ამასთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით.

„ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსურ სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურის დევნება“, – განაცხადა ჯონმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით.

„2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე“, – აღნიშნა მან.

ჯეიმს ჯონის თქმით, უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, ვიდრე საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება.

„გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

მისივე განცხადებით, სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა.

„სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდლი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვას, განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში.

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას პროდუქტიული დისკუსიისთვის. მისია შეხვდა ქალბატონ თურნავას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს; ბატონ ხუციშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს; ბატონ დავითაშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში და ასევე, მეოთხე მუხლის კონსულტაციების (Article IV Consultations) ფარგლებში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის ვითარება იქნება მიმოხილული“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:19

პოლიტიკა

პრემიერი: კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ყველამ იცის, რომ ათი ათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ახსნა ვერ ექნება

ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

პრემიერი: ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას

ყველა მცდელობა საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ზაალ ანჯაფარიძე

13 ივლისი 2026, 13:14

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტობრივად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:11

პოლიტიკა

პრემიერი: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად

ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას

ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას, ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპის პარლამენტის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ზრდა დაახლოებით 8%-ია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება

მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი, გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები, ზრდა არის დაახლოებით 8%-ი და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა

არის ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ

ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მტკიცედ მხარი „ქართულ ოცნებას“

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ-პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. - სწორედ ასეთია „დიპ სტეიტის“ მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

13 ივლისი 2026, 12:37

ტაბლოიდი

ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის ქორწილში შეგროვილი ნაგავი 25 დოლარად გაყიდა

UPI-ს ​ცნობით, ჟინიაკი სმოკინგში გამოეწყო, ვარსკვლავური წყვილის ქორწილის ადგილას მივიდა და ქუჩებში ქორწილის შემდეგ დარჩენილი ნაგავი შეაგროვა. შემდეგ მან ნაპოვნი ნივთები გამჭვირვალე პლასტიკურ კუბებში ჩააფასო, რომლებსაც ეწერა JUST&T MARRIED (სიტყვა „ახალდაქორწინებულების“ და წყვილის ინიციალების გაერთიანება) და თავის ვებგვერდზე 25 დოლარად გაყიდვა დაიწყო. სტანდარტულის გარდა, ხელმისაწვდომი იყო ნაგვით სავსე დიდი კუბებიც, რომელთა ფასი 100 დოლარს შეადგენდა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია

ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

13 ივლისი 2026, 12:31

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ალდე“, რომლის ლიდერებიც კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ამ დრომდე არ ემიჯნება პარტია „ლელოს“, რომელიც ტერორიზმს ამართლებს და ალეკო ელისაშვილს პარტიიდან არ რიცხავს

ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, რომლის წევრი პარტია „ლელოა“, დღემდე არ პასუხობს და არ ემიჯნება პარტიის პოზიციას, რომელიც ტერორიზმს ამართლებს.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:25

პოლიტიკა

პრემიერი: 2011 წლის 26 მაისს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა, მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია, შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს „დიპ სტეიტის“ გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ

„დიპ სტეიტის“ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება, შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მართავდა, დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ენტონი ჰოპკინსი

13 ივლისი 2026, 12:23

კულტურა

ენტონი ჰოპკინსი პირველ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს

„მუსიკა ჩემი პირველი სურვილი იყო. მთელი ცხოვრებაა მუსიკას ვწერ. ზოგიერთი ეს ნაწარმოები ათწლეულებია ჩემთან ერთად ცოცხლობს და მათ კვლავ ვუბრუნდები“, - აღნიშნა მსახიობმა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:20

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც

საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა

არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

13 ივლისი 2026, 12:09

მსოფლიო

ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან - გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“.

მარიამ ქვრივიშვილი

13 ივლისი 2026, 12:02

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. თუმცა, სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის მონაცემებიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

13 ივლისი 2026, 11:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს

დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.