imedi /  31 ივლისი 2023, 18:10 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ზოგადად კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი სამთავრობო დელეგაციის წევრია.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და არაერთ ასპექტს მოიცავს - როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს. შესაბამისად, მისი შეფასებით, ეს არის კომპლექსური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მასაც ყოვლისმომცველი სახე აქვს და პრაქტიკულად, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს.

„აქ საუბარია თანამშრომლობაზე როგორც ინვესტიციების მიმართულებით და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ საქართველოში შეიძლება ჩინეთიდან განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სხვადასხვა დარგში, ასევე საუბარია თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სფეროებში. აქაც საუბარია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ თავისი პრიორიტეტები სამი მიმართულებით განავითაროს - რომელიც უკავშირდება ქვეყნის გადაქცევას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. იცით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის. მეორე - საქართველო შეიძლება იყოს ციფრული ჰაბი და ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები“, - აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

კომუნიკეში საუბარი ასევე შეეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან, პერსპექტიულ სექტორს, კერძოდ, ენერგეტიკის მიმართულებით - მის თანახმად, საქართველო შეიძლება ენერგეტიკული ჰაბი იყოს. როგორც ვიცე-პრემიერი განმარტავს, საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი შეეხება ასევე ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას. როგორც ის აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - ამ კუთხით დღეს ის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა, ყველა პოტენციალი აქვს, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და სავაჭრო ურთიერთობა ორივე ქვეყნის მხრიდან იქნას წახალისებული.

„საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს როგორც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ასე რომ, ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან პერსპექტიულია. პერსპექტიულია ასევე ავიამიმოსვლის კუთხით - აქაც საუბარი იყო იმაზე, რომ „ღია ცის“ ფარგლებში ჩვენ მეტი კავშირი გვექნება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან და შესაბამისად, ეს პირდაპირ შეუწყობს ხელს ტურისტულ ნაკადს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ყველა სიახლე

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

მე ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში და აშშ, რომელიც იყო ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური წარმატების მთავარი გარანტი, ევროკავშირს აღიქვამს კონკურენტად და აღარ აღიქვამს პარტნიორად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ყველა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ისეთი დიდი ინდუსტრიული ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, აანალიზებენ იმას, რომ არჩევნების შედეგად, სისტემური პარტიების მეშვეობით, ისინი ვერ ცვლიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ, ამ შემთხვევაში მერციც და მაკრონიც, არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგებზე საუბრისას.

სანდრო ბაზაძე

20 სექტემბერი 2026, 23:11

სპორტი

სანდრო ბაზაძე საერთაშორისო ტურნირ „სატელიტის“ გამარჯვებულია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის, „სატელიტის“ გამარჯვებულია.

20 სექტემბერი 2026, 22:12

კულტურა

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

საბედნიეროდ, ყველა ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო. მათი სახელები და გვარები თავად ჰყვებიან ყველაფერს განვლილ გზაზე, ნიჭზე, პატრიოტიზმსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მათ ქვეყნის ცხოვრებაში შეაქვთ.

იაგო ხვიჩია

20 სექტემბერი 2026, 22:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

20 სექტემბერი 2026, 21:40

კულტურა

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.

20 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.

20 სექტემბერი 2026, 21:23

მსოფლიო

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.

ვატო შაქარიშვილი

20 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.

20 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

20 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.

ბექა ძამაშვილი

20 სექტემბერი 2026, 20:46

ეკონომიკა

ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

20 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.

20 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაფინანსებული საბოტაჟი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით ქვეყანა ზიანდება. ამის მაგალითია ეროვნული ინტერესებით შეფუთული საბოტაჟი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და შემდეგ სახელმწიფოსთან ენკას სამართლებრივი დავა.

20 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.