30 ნოემბერი 2023, 18:03 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებად უნდა აქციოს.

„საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში. ზუსტად ამიტომაცაა საქართველო ამ თანამშრომლობის მონაწილე ქვეყანა 2016 წლიდან. საქართველო არის ყველაზე დასავლეთით მდებარე ქვეყანა და ერთადერთი, რომელსაც დასავლეთის მიმართულებით ზღვაზე გასასვლელი გაგვაჩნია. საქართველო არის უახლოესი და ეფექტიანი მარშრუტის გზაზე აზიის ქვეყნებისთვის. ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს. ზუსტად ამიტომ, საქართველოს როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით რეგიონული თანამშრომლობის პროექტში მოაწილე ათივე ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა უნდა ვაქციოთ ჩვენს მნიშვნელოვან შესაძლებლობებად. ამიტომ შუა დერეფნის განვითარება ჩვენთვის არის მაღალი დონის პრიორიტეტი. ჩვენ ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით აქტიურად ვურთიერთობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. გასულ წელს შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკა დაამტკიცა საქართველომ, ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რომელიც დერეფნის გზაზე არსებობს, აღმოვფხვრათ. ასევე, მართვის და კოორდინაციის კუთხით. ეს არის რამდენიმეწლიანი საგზაო რუკა, რომელიც დეტალურად ძალიან ბევრ პროექტს მოიცავს. მათ შორის CAREC-ის ფორმატში ჩვენ შეგვიძლია ამ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაზე ვითანამშრომლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაშიც საქართველო CAREC-თან ერთად არის ჩართული, არის ტრანსსასაზღვრო ოპერაციების გამარტივება, საბაჟო ოპერაციების გაციფროვნება. შესაბამისად, ნაკლები ბარიერები სატრანსპორტო, სატრანზიტო გზაზე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჭრობა წახალისდეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:23

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით

რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის კრიტიკული, ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ემთხვევა მისი რიტორიკა ნაცმოძრაობის რიტორიკას ერთი ერთში

სალომე ზურაბიშვილი არ არის კრიტიკული, ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ემთხვევა მისი რიტორიკა ნაცმოძრაობის რიტორიკას ერთი ერთში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:21

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან

ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენთან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ

„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას [ევროპარლამენტის პრეზიდენტის] სიტყვების ციტირებას, რადგან დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და არ გვაქვს უფლება, რომ ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებით 2022 წელს განვითარდა ევროპარლამენტში. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები“

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას, ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი

ჩინეთთან ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობს შეთანხმება და თანდათან ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დამცველ ინიციატივაზე: არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც სტატისტიკაზეც აისახება, უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან

ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საქართველოში საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან, ეს არის აბსოლუტურად გასაგებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის

ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 55-დან 60%-მდე გვაქვს ურყევი მხარდაჭერა გასული 1 წლის განმავლობაში საზოგადოებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში - ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე

ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში - ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების 85 პროცენტიანი მხარდაჭერა შენარჩუნდეს, „მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ცდილობენ ეს მაჩვენებელი დაწიონ“.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩემი მოწოდებაა, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას

ჩემი მოწოდებაა არა მარტო ყველა მინისტრის, საჯარო დაწესებულების, იგივე თვითმმართველობის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება, ასეთი განცხადებები უბრალოდ გამაოგნებელია

კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 11:53

ეკონომიკა

ირაკლი კობაიხძე: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ - ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე

მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

01 მარტი 2024, 11:51

საზოგადოება

36 წლის ნანა კირტავას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ორი შვილის დედას, 36 წლის ნანა კირტავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სიმსივნის იშვიათი სახეობა დაუდგინდა და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 11:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ზურაბ აზარაშვილზე: მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში

მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

01 მარტი 2024, 11:42

საზოგადოება

„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „ოკამის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოში ღვინის ევროპული წესით დაყენების ტრადიცია XIX საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ივანე მუხრანბატონმა ამ ახალი არომატებით მოახერხა საქართველოში „ევროპის შემოტანა“. მისი სურვილები და მიზნები იმასაც ემსახურებოდა, რომ მომავალში შესძლებოდა საქართველოში ნაწარმოები ევროპული ღვინო გასაყიდად, სწორედ, დასავლეთში, ევროპაში გაეტანა.

01 მარტი 2024, 11:40

მსოფლიო

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ე.წ. ხანმოკლე დაფინანსების პროექტი დაამტკიცა

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ე.წ. ხანმოკლე დაფინანსების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ფედერალურ მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

პაველ ჰერჩინსკი

01 მარტი 2024, 11:39

ეკონომიკა

პაველ ჰერჩინსკი: მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალაა

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი აფინანსებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოს ლიდერობას ამ მიმართულებით როდესაც საქმე ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს საქართველოს კომპანიების 99%-ს და აქ დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 70%-მდე. ეს არის ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ინდექსი დაგვეხმარება ჩვენ - ევროკავშირს, გავაძლიეროთ ჩვენი უწყვეტი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასევე დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული პოლიტიკის სისწორის შეფასებაში რომ მომავალი ინდექსი კიდევ უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის“

01 მარტი 2024, 11:38

საზოგადოება

ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორში მომხდარი ინციდენტი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს გაართულებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორში მომხდარი ინციდენტი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს გაართულებს.

01 მარტი 2024, 11:36

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც, შესაძლებელია განპირობებული იყოს უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც, შესაძლებელია განპირობებული იყოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 მარტი 2024, 11:29

ეკონომიკა

„მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის“ მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის“ მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია.