imedi /  25 ოქტომბერი 2017, 17:45 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტრო ტექდათვალიერების რეფორმის დეტალებს განმარტავს

თბილისი

თბილისი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. imedinews-ი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა და რეფორმის დეტალების შესახებ ინფორმაცია სთხოვა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო, ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი: ეს არის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება; მეორე - ავარიებისა და აქედან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენცია; მესამე - მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირება ქვეყანაში.
 
უწყების განმარტებით, რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება ავტომობილების მფლობელთა ინტერესებიდან გამომდინარეობს.
 
"პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები.
 
2018 წლიდან, პირველ რიგში, ინსპექტირებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.
 
რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას,  ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე თვის ბოლოს იქნება ცნობილი. გრაფიკი გაწერილი იქნება თვეების და მანქანების კატეგორიების მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს", - განაცხადეს უწყებაში.
 
სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის იმის თქმა შეუძლიათ, რომ მთლიანად პროცესი გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში, შესაბამისად,  2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი.
 
"რაც შეეხება პროცესის დასაწყებად ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მზადყოფნას და რაოდენობას, ეკონომიკის სამინისტროსა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულია შვეიცარიული კომპანია SGS-ის (კომპანია შერჩეულია ინტერესთა მოწვევის გზით და კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადების პროცესში) სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის იმპლემენტაციის ანგარიში, რომელიც ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას.
 
ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია არსებული და დაინტერესებულმა ბიზნესისთვის, რომ მათ, ამ ანგარიშის საფუძველზე მთავრობის მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, თანმიმდევრულად და რეალურ დროში შეძლონ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნა, გადაირაღება, აღჭურვა და სავალდებულო სტანდარტების დაკმაყოფილება", - აცხადებენ სამინისტროში.
 
უწყების ინფორმაციით, საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი, თუმცა, წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება (მინიმუმ გაორმაგდება) სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა.
 
"ძირითადი მოთხოვნა, რაც უნდა დააკმაყოფილოს ავტომობილმა, არის მარტივი - ის უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და გამონაბოლქვის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილების და საბურავების პარამეტრები უნდა ჰქონდეს წესრიგში.
 
რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა. უშუალოდ კატალიზატორების წესრიგში მოსაყვანად დაწესდება გარდამავალი პერიოდი.
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილები, რომლებიც პირველად გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას 2018 და 2019 წლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებისგან, ხოლო ორი წლის გასვლის შემდეგ ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად.
 
დადგინდება ინსპექტირების ფასის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი.
 
რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებასტან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ, მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს. იქნება გარკვეული ცვლილებები  მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ფარების სტანდარტთან დაკავშირებით, რაზეც მზადდება კომპრომისული გადაწყვეტილება, დაწესდება გონივრული ვადა იმგვარად, რომ მარკვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს არ შეექმნებათ რაიმე განსაკუთრებული სირთულეები.
 
რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილები ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუმცა, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება.
 
ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით. ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (სავარაუდოდ, ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად
 
აქვე ავღნიშნავთ, რომ გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები", - აცხადებენ უწყებაში.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც  ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

13 სექტემბერი 2026, 12:43

მსოფლიო

Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა

გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, - იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.

13 სექტემბერი 2026, 11:52

რეგიონი

გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

13 სექტემბერი 2026, 11:47

სამართალი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.

13 სექტემბერი 2026, 11:39

კულტურა

ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა

ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.

13 სექტემბერი 2026, 11:29

მსოფლიო

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.

13 სექტემბერი 2026, 11:19

მსოფლიო

შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა

უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 11:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა

„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

13 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენ

წინასწარ გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც შტატები მოითხოვდა.

მასუდ პეზეშკიანი

13 სექტემბერი 2026, 11:09

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან

„ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან“, - განაცხადა პეზეშკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუსიტებს საკუთარი პრობლემები აქვთ, ხოლო რეგიონული ჯგუფები მათ წინააღმდეგ მიმართული იერიშების საპასუხოდ მოქმედებენ.

13 სექტემბერი 2026, 10:52

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პეტერ მადიარი

13 სექტემბერი 2026, 10:51

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, უნგრეთში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდება

„ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ სისტემას შევცვლით: ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მინისტრი ან პოლიტიკოსი კი არა, პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული ბავშვი შეძლებს გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.

13 სექტემბერი 2026, 10:49

ეკონომიკა

ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება

მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

13 სექტემბერი 2026, 10:43

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე

თამარ იოსელიანი

13 სექტემბერი 2026, 10:39

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან

„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.

13 სექტემბერი 2026, 10:35

ჯანდაცვა

საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.

Stray Kids

13 სექტემბერი 2026, 10:35

კულტურა

ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა

ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.

სელინ დიონი

13 სექტემბერი 2026, 10:21

კულტურა

6-წლიანი პაუზის შემდეგ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა

2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.

13 სექტემბერი 2026, 10:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 სექტემბერი 2026, 09:01

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

13 სექტემბერი 2026, 08:31

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ