ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 13:54
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
03 ივნისი 2026, 13:53
ეკონომიკა
თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:51
მსოფლიო
Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია
პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა გაჩერდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, ხოლო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.
03 ივნისი 2026, 13:28
საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.
03 ივნისი 2026, 13:25
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.
03 ივნისი 2026, 13:22
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
„არ მეგულება დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი ქვეყანა, რომელშიც საქმე ასეთ დიდი პოლიტიკურ რეესტრში არის აყვანილი,, არის ყველა თეთრი, ფუმფულა ხალხის კრიტიკის ობიექტი და საბოლოო ჯამში ყველა ეს თეთრი, ფუმფულა ხალხი და ქვეყნები მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში“.
03 ივნისი 2026, 13:21
ეკონომიკა
ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა. სებ-ის პრეზიდენტი ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.
03 ივნისი 2026, 13:16
სამართალი
პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:10
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: მაისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო მასშტაბით ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათ შორის საქართველოშიც. მაისის მონაცემებით, ფასების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.7% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძე.
03 ივნისი 2026, 13:10
საზოგადოება
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს. სკოლა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:09
ეკონომიკა
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის 751 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“. პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.
03 ივნისი 2026, 13:08
რეგიონი
ფოთის მერი: განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით სავსე საღამო გვაჩუქა „აზდაკის ბაღის“ გამორჩეულმა და საოცრად ნიჭიერმა დასმა
ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქალაქში ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის „აზდაკის ბაღის“ დასის წარმოდგენა გაიმართა.
03 ივნისი 2026, 13:07
საზოგადოება
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 4-5 ივნისს გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
03 ივნისი 2026, 13:07
პოლიტიკა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ მატვეი საფონოვთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნის გამო აკრიტიკებს და უკრაინელ ფეხბურთელ ილია ზაბარნისთვის მიბაძვას ურჩევს.
03 ივნისი 2026, 13:06
საზოგადოება
თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო.
03 ივნისი 2026, 13:06
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
„მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1 ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება. რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
03 ივნისი 2026, 13:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს?!
მნიშვნელოვანია, რომ ამ მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს. ცდილობდნენ ამ ძალადობის დაკნინებას და ხან ღობის საქმეს უწოდებდნენ და ხან რას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 13:05
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
03 ივნისი 2026, 13:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: BBC-ის მესამედ გავუგზავნეთ საჩივარი. ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად ვუდგებით ამ საკითხს. დიდი შრომა მიდის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რაც არის კიდეც. ველით, ჯერ პასუხი არ მიგვიღია
BBC - ის გავუგზავნეთ მესამედ საჩივარი. ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად ვუდგებით ამ საკითხს. დიდი შრომა მიდის ამ საკითხზე იმისთვის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადოდ დასაბუთებული, რაც არის კიდეც. ველით ჯერ, პასუხი არ მიგვიღია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორი იქნება მმართველი პარტიის ნაბიჯი იმ ფონზე, როდესაც BBC-მ „ქართული ოცნების“ ორივე საჩივარი უკან დააბრუნა.


