გიორგი ცუცქირიძე: სებ-მა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა. სხვა შემთხვევაში სავალუტო კურსის გაუფასურება სახეზე გვექნებოდა
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დაზუსტებული მონაცემები მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, კვლავ არ წყდება სპეკულაციები დახარჯული რეზერვების ირგვლივ, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ეკონომისტის შეფასებით, სებ-ი მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით. ცუცქირიძის თქმით, ეროვნულ ბანკს ლარის მკვეთრი გაუფასურება რომ დაეშვა, თან მეტად ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ მაშინ მოხდებოდა ქვეყნის დაზიანება და სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმის მიყენება. აქედან გამომდინარე, რეზერვების ხარჯვის ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად
მისივე თქმით, სებ-მა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა.
„მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დაზუსტებული მონაცემები მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, კვლავ არ წყდება სპეკულაციები დახარჯული რეზერვების ირგვლივ. აქცენტები კი გადატანილია ოქტომბრის თვეში ქვეყნის სავალუტო რეზერვების რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით შემცირებაზე. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ 4 სავალუტო ინტერვენციაზე-213 მილიონი დოლარის ოდენობით და Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციებზე. შესაბამისად, იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ეკონომიკა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ ამ სახის ინფორმაციის ტირაჟირება და ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება აშკარად დავარდნილი ოპოზიციური მუხტის გაცოცხლებას, ლარის კურსითა და რეზერვების თემით მანიპულირებით.
ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია, სებ-ი მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სავალუტო კურსის ჭარბი რყევა ან მკვეთრი გაუფასურების რისკი გამოწვეული იყო რა არაფუნდამენტური და არაეკონომიკური მიზეზებით, მათ შორის ხელოვნური აჟიოტაჟით, ეროვნული ბანკი ნაკლებად ერეოდა ბაზარზე და კურსის დაკორექტირებას და ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას საბაზრო ძალებს ანდობდა. სამწუხაროდ, ასეთ დროს ხდებოდა ფასების მკვეთრი ზრდა და შემდეგ კურსის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად ფასები კვლავ მაღალი რჩებოდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, რაც ბუნებრივია ზემოქმედებდა ინფლაციის მაჩვენებელზე და თითოეული ჩვენგანის ხარჯებზე. იმ პერიოდში სებ-ი არაერთხელ გამიკრიტიკებია სწორედ დაგვიანებული ინტერვენციების გამო, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულებაა ფასების სტაბილიზაცია, რათა ასეთ დროს დაიცვას ეკონომიკა, საფინანსო სექტორი და ლარი მკვეთრი გაუფასურებისგან. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს ლარის მკვეთრი გაუფასურება რომ დაეშვა, თან მეტად ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ მაშინ მოხდებოდა ქვეყნის დაზიანება და სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმის მიყენება.
აქედან გამომდინარე, რეზერვების ხარჯვის ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად. ბუნებრივია, რეზერვების შემცირება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არც მისი დაცლაა სასურველი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირების მიუხედავად, გასულ წელს ქვეყანაში რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. შარშან სებ-მა რეკორდულად - 1.3 მლრდ. აშშ დოლარამდე შეავსო რეზერვები, ხოლო მისმა მოცულობამ სარეკორდო 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და წელსაც განაგრძობდა დაგროვებას, შეავსო რა დამატებით 288 მილიონი აშშ დოლარით. რამდენად დროული და გამართლებული იყო სებ-ის სტრატეგია ამის მაგალითად გაზრდილი ეკონომიკა, ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, დაბალი ინფლაცია, სტაბილურად მზარდი სავალუტო შემოდინებები გამოდგება. ეკონომიკა იანვარ-ოქტომბრის მიხედვით გაზრდილია 9.8 %-ით, ხოლო მესამე კვარტალში 11.3 %-ით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს არ გასცდენია, რაც მთავრობის მხრიდან გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და სებ-ის სწორი და დროული გადაწყვეტილებების შედეგია. სებ-მა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა. სხვა შემთხვევაში სავალუტო კურსის გაუფასურება სახეზე გვექნებოდა. რეზერვების დანიშნულებაც სწორედ ესაა, დააგროვო და დახარჯო საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში.
მზარდი ეკონომიკისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, პრობლემა არ იქნება შედარებით მოკლე დროში რეზერვების შევსება. ასე რომ, ამ თემით ზედმეტად შეწუხებულ საექსპერტო საზოგადოებას ვურჩევდი ლარს და ეროვნულ ბანკს თავი დაანებონ, აკრიტიკონ და რჩევები მიცენ სადაც საჭიროა, პრობლემები საკუთარ თავში მოიძიონ, ხოლო ოპოზიციასაც ვურჩევ არჩევნებში წაგების მიზეზები კარგად გაანალიზონ და თავიანთ ჩაძირულ გემს მიხედონ“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
იან პრაუდი: განცვიფრებული ვარ რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ „იმედისთვის“ სანქციების დაწესება გადაწყვიტა, ამ გადაწყვეტილებას არავითარი გამართლება არ აქვს. თუ ვინმე გატარებული პოლიტიკის შესახებ კითხვებს დასვამს, კრიტიკის ობიექტია, პრორუსის იარლიყს აწებებენ, რაც წარმოუდგენელი სისულელეა
ტელეკომპანია „იმედი“ არის უდიდესი, დამოუკიდებელი მაუწყებელი საქართველოში, ის კერძო საკუთრებაა, ყოველთვის ასე იყო. ტელეკომპანია „იმედს“ აქვს გასართობი გადაცემები და დიდი საინფორმაციო სამსახურიც. ტელეკომპანიის მთავარი მიზანია ქართველებისთვის იმედის მიცემა, სახელწოდებაც შესაბამისია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
31 მაისი 2026, 19:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.
31 მაისი 2026, 19:31
სპორტი
მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს
ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
31 მაისი 2026, 19:29
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგამ გამოაქვეყნა.
31 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია
ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
31 მაისი 2026, 19:15
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
31 მაისი 2026, 18:57
პოლიტიკა
ანა წითლიძე: 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი - ნიკა გვარამია.
31 მაისი 2026, 18:27
მსოფლიო
კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.
31 მაისი 2026, 18:12
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს
„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
31 მაისი 2026, 17:58
სპორტი
საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს
წელს საქართველომ ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნა და ამით, ღონისძიების მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა.
31 მაისი 2026, 17:55
რეგიონი
„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა
„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში, ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. „სახიობა რაჭაში “ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
31 მაისი 2026, 17:55
საზოგადოება
31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა - გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს
31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა. გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
31 მაისი 2026, 17:48
სპორტი
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.
31 მაისი 2026, 17:38
საზოგადოება
შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა
გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
31 მაისი 2026, 17:20
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, თბილისში კიდევ ერთი უნიკალური პროექტი ხორციელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, დარგულია ათასობით ნერგი და პროექტის ფარგლებში გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.
31 მაისი 2026, 17:14
მსოფლიო
NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს
გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გაზეთი წერს, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.
31 მაისი 2026, 17:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია
„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია“, - განაცხადა ტრამპმა.
31 მაისი 2026, 16:50
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
31 მაისი 2026, 16:18
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.


