ნათია თურნავა: გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს
ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ და ასევე არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო.
„2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 20 თვის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით 2024 წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ეკონომიკის ჯამური პოტენციალი, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ანეიტრალებს.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი თავის ნეიტრალურ დონეს - 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
„აღსანიშნავია, რომ გლობალურად და განსაკუთრებით, რეგიონში მაღალი გაურკვევლობების ფონზე, ვითარება კვლავ სწრაფად ცვალებადია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს ფრთხილი და მოზომილი. მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით და მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. საშუალოვადიან პერიოდში კი, სხვა თანაბარ პირობებში, განაკვეთი მისი ნეიტრალური დონის, მიმდინარე შეფასებით 7%-ის გარშემო დასტაბილურდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მოხსენების წარდგენისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არსებობის მნიშვნელობაზე.
„მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მნიშვნელოვანია, რათა მონეტარული პოლიტიკის რეაგირება საქართველოს ეკონომიკური ციკლების შესაბამისად წარიმართოს და მაქსიმალურად იქნეს შენელებული ბიზნეს ციკლით გამოწვეული ეკონომიკური მერყეობა. შედეგად, ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა. ამავდროულად, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდისა და შედეგად, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
გამოსვლაში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. მან ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებზეც.
„ოქტომბერში, გაურკვევლობის ფონზე, ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული მოლოდინები ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები ხორციელდებოდა უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით. იმისათვის რომ ასეთი ტიპის მსხვილი ტრანზაქცია უფრო მასობრივ აჟიოტაჟში, არ გადასულიყო რაც გაცვლითი კურსის ჭარბ მერყეობას გამოიწვევდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 588 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა და ხედვა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე ორიენტირებული რჩება. სებ-მა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა და ნოემბერში წმინდა შესყიდვამ 124.5 მლნ შეადგინა.
ნათია თურნავამ, მოხსენების ფარგლებში, მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის გაძლიერებისათვის და ფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკა და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. მაგრამ მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, დოლარიზაცია კვლავ მაღალია და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად რჩება. ამდენად, ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.
27 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
27 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
27 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი
ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.


