04 იანვარი 2025, 17:08 / სანდო წყარო

მარკო პოლო გუდაური: თებერვალი-მარტი 90-80 % დაჯავშნილია. სჭარბობენ სტუმრები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დანაც კი

​გუდაურში მდებარე სასტუმრო Marco Polo ზამთრის ტურისტულ სეზონზე არსებული ჯავშნებით კმაყოფილია. როგორც კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა - მაკო ჩიკოიძემ განაცხადა, Marco Polo-ს მაგალითზე თებერვალი 90%-ით უკვე დაჯავშნილია, ხოლო მარტის თვეში სასტუმრო ნომრების 80%-მდე გაყიდულია.

„​უკვე ოქტომბერშივე გვქონდა მთელი ზამთრის თვეები 80%-ით დაჯავშნილი. საკმაოდ კარგი დატვირთულობა გვქონდა უკვე შემოდგომაზე, გაყიდული ნომრების მიმართულებით. დეკემბერიც საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დავხურეთ. ახალი წელი გვქონდა 100%-ით გაყიდული და არც ერთი ნომერი არ იყო თავისუფალი. ახალი წლის პერიოდი იყო ძალიან მაღალი დატვირთულობით. ახლაც, იანვარშიც საკმაოდ მაღალი დატვირთვა გაქვს. თებერვალი ამ დროისათვის დატვირთული გვაქვს 90%-ზე მეტი და მარტის ჯავშნები კი უკვე 80%-მდე გაყიდული“, - განმარტავს მაკო ჩიკოიძე.

მისივე თქმით, Marco Polo-ში ადგილობრივი ტურისტების წილი იანვრის მეორე ნახევრიდან იზრდება.

„ქართველი სტუმრები ძირითადად ძველით ახალი წლის შემდეგ აქტიურდებიან და სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ გუდაურში სიარულს. ადგილობრივი დამსვენებლები Marco Polo-ში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები, რადგანაც ვიცით, რომ ისტორიული სასტუმროა და თბილისისთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, რადგანაც გუდაური დაფუძნდა სწორედ სასტუმრო Marco Polo-თი. შესაბამისად, ქართველების ჯავშნები გაქვს ისევ ისე, ანუ საკმაოდ აქტიურად. რაც შეეხება უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, გუდაურშიც და Marco Polo-შიც ჭარბად არიან ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები და ასევე გალფის ქვეყნებიდან. ძალიან აქტიურად არიან ასევე პოლონელები, ჩეხები, სტუმრები სკანდინავიის ქვეყნებიდან და Marco Polo-ში გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ასევე ხშირად გვსტუმრობენ კანადიდან და აშშ-დან“, - აღნიშნავს კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.

ზამთრის სეზონზე სასტუმრო Marco Polo-ში ძირითადად ინდივიდუალური ჯავშნები შედის, ვიდრე კორპორატიული.

რაც შეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენას ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობაზე, როგორც სასტუმრო Marco Polo-ს წარმომადგენელი ამბობს უცხოელების მხრიდან იყო გარკვეული კითხვები, თუმცა სათანადო და დროული პასუხების შემდეგ მათგან გაუქმებები ნაკლებად იყო.

„ეფექტი ჰქონდა ქართული კორპორატიული ჯავშნების და ღონისძიებების მიმართულებით. უცხოელების მხრიდან იყო კითხვები, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი სასტუმროს მაგალითზე ვერ ვიტყოდი, რომ გაუქმებების ის მაჩვენებელი გვქონდა, რომელმაც რაღაცნაირად ასახვა პოვა, ან შეცვალა სიტუაცია. კითხვები ნამდვილად იყო, თუმცა ჩვენგან იყო ადეკვატური პასუხი, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი - პროტესტი. არაფერი არ მოგვიტყუებია. როდესაც დამამშვიდებელ პასუხებს იღებდნენ ჯავშნებიც შევინარჩუნეთ.

ჩვენთან სიტუაცია კარგია, მთავარია ახლა თოვლი მოვიდეს. წელს ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ბევრად უკეთესად მუშაობს. მაგ კუთხითაც ყოველწლიურად წინ მივდივართ და უკეთესი მდგომარეობა გაქვს. უფრო მეტი კილომეტრია გათოვლიანებული და ტურისტებიც კმაყოფილები არიან - სრიალს ახერხებენ“- განაცხადა კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

05 აპრილი 2026, 23:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი 26 მაისის მოვლენებზე: ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე მთელ მსოფლიოს აჩვენა - საზოგადოება არ ენდობა კრიმინალებს, რომლებიც პოლიტიკოსის მანტიაში არიან გახვეული

ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს, როდესაც რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები იდგა, ადამიანები დაბლა ეყარნენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 23:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს

ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტის კედლებში მარტის თვეში და ეხება იგორ ომერზას, სლოვენიელი პუბლიცისტის წიგნს, რომელიც მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების აგენტს, მოიცავს იმდენ არქივულ მასალებს და ოპერატიულ დოკუმენტებს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ წააგავს სიმართლეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მარტა კოსზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 23:18

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

05 აპრილი 2026, 23:05

საზოგადოება

ბათუმელი პიანისტები ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გამართულ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სტეფანო ახოკე

05 აპრილი 2026, 22:55

პოლიტიკა

სტეფანო ახოკე: ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია მოიგებს, სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად - ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის

ბრიუსელის ბიუროკრატები და ეროვნული ლიდერები არიან ამაში ჩართულნი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ ბრიუსელიდან უნგრეთზე ზეწოლაზე საუბრისას.

რატი იონათამიშვილი

05 აპრილი 2026, 22:50

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს არნახული პოლიტიკური კურიოზია - 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე

ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც 26 მაისს „ნაცები“ რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 22:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული

თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება, - ასეთია „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იხილოს.

ლევან მაჭავარიანი

05 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე: ეს სპეკულაციებია, რაც გვესმის ოთხი შვილის დედობაზე - ჩვენმა კოლეგამ, რატი იონათამიშვილმა კარგი პარალელი გაავლო, რომ ყველაზე ამორალური ვიქნები სპეკულირება რომ დავიწყო ეტლითო, ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე

ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ გარე ძალებს, მათ პატრონებს, რომ ქვეყანაში არის თითქოს რაღაც რეპრესიები, პოლიტპატიმრები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა ასეთ შემთხვევაზე არის მტკიცებულებების ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც კი შეიძლება თორიაში არსებობდეს. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში დანაშაულს სჩადის, ამაზე მეტი მტკიცებულება სასამართლოს ფიზიკურად შეუძლებელია რამე ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 22:10

პოლიტიკა

ხელმოცარული რადიკალების 26 მაისი - გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ცდილობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ისევ ცდილობს - მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთაველზე შეიკრიბონ, იქ, სადაც 2011 წელს სისხლის გუბეები დააყენეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ.

სოზარ სუბარი

05 აპრილი 2026, 22:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

ანდრაშ ლასლო

05 აპრილი 2026, 22:01

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ

ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

05 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას. მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევთ.

05 აპრილი 2026, 21:35

სამართალი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.

05 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

ევრობიუროკრატიის ხელწერა უცვლელია - უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ერთ კვირაში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნებია. არჩევნების პერიოდში „იმედის კვირა“ უნგრეთში იმუშავებს და უახლეს ცნობებს ადგილიდან მოგაწვდით.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2026, 21:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

05 აპრილი 2026, 21:03

პოლიტიკა

ინტერპოლის ბიუროს ძებნილი შეფი - ზურაბ ადეიშვილის ახალი სტატუსი უკრაინაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელსაც წლებია ქართული სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულებისთვის ეძებს, უკრაინაში ინტერპოლის შეფად დანიშნეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2026, 20:55

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს

ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

05 აპრილი 2026, 20:54

პოლიტიკა

ეკლესიის მტრების მხილება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

უწმინდესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ფარისეველმა ჩამოიხსნა დროებით მორგებული მწუხარების ნიღაბი. სურთ შოუდ აქციონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი. განიხილავენ არარსებულ წერილობით ანდერძს, სპეკულაციებისთვის გამოიყენეს უწმინდესის გადაწყვეტილება - მოსაყდრის ფაქტორი, პატრიარქის მიერ ამბიონიდან ნათქვამი.

05 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დონალდ ტრამპის ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირაში“ გაეცანით ბოლო ცნობებს ახლო აღმოსავლეთიდან. დონალდ ტრამპმის გზავნილი ირანს - „სამშაბათი იქნება ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“.

05 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული ირანის ელჩისთვის დასმული შეკითხვის შეფასებისას.