crystal hotel and spa ბაკურიანი: ძალიან კარგი სეზონი გვაქვს და რასაც ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ტურისტია
ფოტო: Facebook
ბაკურიანში მდებარე Crystal Hotel & SPA-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მათზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და სტუმრების რაოდენობის მხრივ საკმაოდ მაღალი დატვირთულობაც აქვთ. როგორც Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი სიმონ მაღრაძე განმარტავს, ბაკურიანი ტურისტებით სავსეა.
„ძალიან კარგი სეზონი გაქვს და რასაც ზოგადად ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ხალხია. ჩვენს სასტუმროში და აპარტამენტებში დატვირთულობა მაღალია. ამ მომენტისთვის ნომერიც, რომ მოითხოვოთ 10 იანვრამდე თავისუფალი არ გვაქვს. საბაგირო სრული დატვირთვით მუშაობს და სტუმრებიც აქტიურად სრიალებენ. ახალი წლის პერიოდში, ანუ 30 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში ყველა ჩვენს ობიექტზე თითქმის 100%-იანი დატვირთვაა. თავისუფალი ნომერი ფაქტობრივად არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან სტუმრების 50%-ი არის უცხოელი სტუმრები, ხოლო დარჩენილი 50%-ი საქართველოში მაცხოვრებლები“, - განმარტავს Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი.
Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 171 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.
„უცხოელი სტუმრებიდან კი ამ ეტაპისთვის ლიდერობენ სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. იანვრის შუა რიცხვებიდან კი არსებული ჯავშნების მიხედვით იზრდება ადგილობრივების წილი და 70/30%-ზეა.
მიმდინარე მოვლენების გამო არანაირი გაუქმებები არ ყოფილა. რა ჯავშნებიც გვქონდა თითქმის იგივე დონეზე დარჩა. რაღაცა გაუქმებები იყო, მაგრამ არა პოლიტიკური მოვლენების გამო“, - ამბობს სიმონ მაღრაძე.
Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერის თქმით, თებერვალში ბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპადა იმართება.
„ჩვენ ამ ოლიმპიადის მასპინძლები ვართ და ამიტომ თებერვლის ნახევარი მათზე გაქვს გაჩერებული, ხოლო თებერვლის მეორე ნახევარი და მარტში ჩვეულებრივად არის ჯავშნები“, - ამბობს სიმონ მაღრაძე.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 23:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: გაძლიერდა თუ არა ევროკავშირი ან ევროინტეგრაციის საკითხები მას შემდეგ, რაც მარტა კოსი ევროკომისიაში ამ საკითხებს ჩაუდგა სათავეში ? - მგონი, რომ დასუსტდა. ვის ინტერესებში შედის ეს დასუსტება? - მოსკოვის
გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ისაუბრა აგენტურულ მასალებზე, რომელიც რუსეთმა შესაძლოა, ყოფილი იუგოსლავიის უშიშროების საარქივო მასალებიდანაც გაიტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოკუმენტების გამო, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი შანტაჟის ქვეშ იყოს.
05 აპრილი 2026, 23:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი 26 მაისის მოვლენებზე: ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე მთელ მსოფლიოს აჩვენა - საზოგადოება არ ენდობა კრიმინალებს, რომლებიც პოლიტიკოსის მანტიაში არიან გახვეული
ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს, როდესაც რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები იდგა, ადამიანები დაბლა ეყარნენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
05 აპრილი 2026, 23:18
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 23:18
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტის კედლებში მარტის თვეში და ეხება იგორ ომერზას, სლოვენიელი პუბლიცისტის წიგნს, რომელიც მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების აგენტს, მოიცავს იმდენ არქივულ მასალებს და ოპერატიულ დოკუმენტებს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ წააგავს სიმართლეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მარტა კოსზე საუბრისას.
05 აპრილი 2026, 23:05
საზოგადოება
ბათუმელი პიანისტები ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გამართულ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 22:55
პოლიტიკა
სტეფანო ახოკე: ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია მოიგებს, სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად - ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის
ბრიუსელის ბიუროკრატები და ეროვნული ლიდერები არიან ამაში ჩართულნი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ ბრიუსელიდან უნგრეთზე ზეწოლაზე საუბრისას.
05 აპრილი 2026, 22:50
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს არნახული პოლიტიკური კურიოზია - 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე
ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც 26 მაისს „ნაცები“ რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
05 აპრილი 2026, 22:36
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული
თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება, - ასეთია „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იხილოს.
05 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე: ეს სპეკულაციებია, რაც გვესმის ოთხი შვილის დედობაზე - ჩვენმა კოლეგამ, რატი იონათამიშვილმა კარგი პარალელი გაავლო, რომ ყველაზე ამორალური ვიქნები სპეკულირება რომ დავიწყო ეტლითო, ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე
ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ გარე ძალებს, მათ პატრონებს, რომ ქვეყანაში არის თითქოს რაღაც რეპრესიები, პოლიტპატიმრები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა ასეთ შემთხვევაზე არის მტკიცებულებების ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც კი შეიძლება თორიაში არსებობდეს. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში დანაშაულს სჩადის, ამაზე მეტი მტკიცებულება სასამართლოს ფიზიკურად შეუძლებელია რამე ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.
05 აპრილი 2026, 22:10
პოლიტიკა
ხელმოცარული რადიკალების 26 მაისი - გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ცდილობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ისევ ცდილობს - მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთაველზე შეიკრიბონ, იქ, სადაც 2011 წელს სისხლის გუბეები დააყენეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ.
05 აპრილი 2026, 22:03
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
05 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ
ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.
05 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას. მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევთ.
05 აპრილი 2026, 21:35
სამართალი
ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.
05 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
ევრობიუროკრატიის ხელწერა უცვლელია - უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ერთ კვირაში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნებია. არჩევნების პერიოდში „იმედის კვირა“ უნგრეთში იმუშავებს და უახლეს ცნობებს ადგილიდან მოგაწვდით.
05 აპრილი 2026, 21:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
05 აპრილი 2026, 21:03
პოლიტიკა
ინტერპოლის ბიუროს ძებნილი შეფი - ზურაბ ადეიშვილის ახალი სტატუსი უკრაინაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელსაც წლებია ქართული სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულებისთვის ეძებს, უკრაინაში ინტერპოლის შეფად დანიშნეს.
05 აპრილი 2026, 20:55
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს
ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
05 აპრილი 2026, 20:54
პოლიტიკა
ეკლესიის მტრების მხილება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
უწმინდესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ფარისეველმა ჩამოიხსნა დროებით მორგებული მწუხარების ნიღაბი. სურთ შოუდ აქციონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი. განიხილავენ არარსებულ წერილობით ანდერძს, სპეკულაციებისთვის გამოიყენეს უწმინდესის გადაწყვეტილება - მოსაყდრის ფაქტორი, პატრიარქის მიერ ამბიონიდან ნათქვამი.
05 აპრილი 2026, 20:30
მსოფლიო
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დონალდ ტრამპის ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირაში“ გაეცანით ბოლო ცნობებს ახლო აღმოსავლეთიდან. დონალდ ტრამპმის გზავნილი ირანს - „სამშაბათი იქნება ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“.


