13 ნოემბერი 2025, 18:43 / სანდო წყარო

თამარ ზოდელავა: სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ, რომ გვქონდეს მეტი საკონსულტაციო და სამენტორო საშუალებები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გარკვეულ მიმართულებებს მივცემთ და დავეხმარებით, რომ სრულყოფილი პროექტები წარმოუდგინონ სააგენტოს

თამარ ზოდელავა

თამარ ზოდელავა

საკონკურსო პროცესში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იქნება ცხელი ხაზის მეშვეობით თუ წერილობით, სრულყოფილად დავეხმაროთ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ, რომ გვქონდეს უფრო მეტი საკონსულტაციო და სამენტორო საშუალებები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გარკვეულ მიმართულებებს მივცემთ და უშუალოდ დავეხმარებით, რომ ხარისხიანი და სრულყოფილი პროექტები წარმოუდგინონ სააგენტოს, იმისათვის, რომ დადებითი შეფასება მიიღონ საბჭოსგან და სახელმწიფო გრანტი მოიპოვონ. ჩვენ თავად ვართ დაინტერესებული, რომ ეს ციფრი გაიზარდოს და მეტი კარგი სახელმწიფოებრივი საქმე გაკეთდეს სახელმწიფო გრანტის მიღების საფუძველზე, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

ზოდელავას თქმით, საპროექტო წინადადების სრულყოფისათვის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც დამტკიცებულია დანართების სახით და შეეცადონ მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცენ მიზნები, განხორციელების გზები და როგორ ხედავენ ამ პროექტის შედეგს, რადგან ხშირად ეს ბუნდოვანებას იწვევდა და ბუნებრივია საბჭოს უჭირდა დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

„მცირე საგრანტო კონკურსში ერთ-ერთი პირობა იყო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სანამ განაცხადების მიღება დასრულდებოდა თავადვე გამოესწორებინათ ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული პირობა მათთვის ცნობილი იყო, რადგან ეს არის საკონკურსო პირობა, განმცხადებლის უფლებები და ეს იყო გასაჯაროებული. ასევე, როდესაც ისინი გზავნიდნენ განაცხადს, მათ მისდიოდათ ავტომატური შეტყობინება, რომ სანამ დასრულდებოდა განაცხადების მიღება, ესარგებლათ ამ უფლებით და თუ აღმოაჩენდნენ, რომ რაღაცის დაზუსტება სურთ ან შეიძლება დანაკლისი არის დოკუმენტის, თავად წარედგინათ სააგენტოსთვის და სააგენტო ცხადია მას მიიღებდა მხედველობაში და უკვე სრულყოფილ დოკუმენტაციას ფორმალურად შეამოწმებდა, როდესაც განაცხადების მიღების ვადა იქნებოდა დასრულებული“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.

როგორც მან აღნიშნა, გამარჯვებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ხოლო მათ, ვინც მცირე საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან სააგენტოს ინტერესია შემდეგ კონკურსებში ხარისხობრივად კარგი პროექტების მიღება.

„გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. რა კრიტერიუმებზე დაფუძნებით იმსჯელებდა და გამოვლინდებოდა გამარჯვებული თავიდანვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის და პირველ რიგში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც განზრახვა ჰქონდათ და შემდეგ უკვე მონაწილეობა მიიღეს კონკურსში. ჩვენ გავასაჯაროვეთ პირველ რიგში გამარჯვებული ორგანიზაციები, ის პროექტები, რომლებზეც მოიპოვეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო გრანტი.

მათ, ვინც მცირე საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ მომართონ სააგენტოს და სააგენტო უზრუნველყოფს სრულყოფილად მათ ინფორმირებას, რადგან ჩვენი ინტერესია, რომ ძალიან კვალიფიციური, ხარისხობრივად კარგი პროექტები შემოვიდეს, იყოს სრულყოფილი, მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი და საზოგადოებრივ საქმეში წვლილი შეიტანოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების საფუძველზე“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

01 აპრილი 2026, 14:08

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.

01 აპრილი 2026, 14:07

სამართალი

სამართალდამცავებმა ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს - სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი პირების უმეტესობა ნარკოტიკების გასაღებთ იყო დაკავებული

სამართალდამცავებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს.

01 აპრილი 2026, 14:07

რეგიონი

რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება

პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები, საშხაპე და დამხმარე სათავსოები.

01 აპრილი 2026, 14:06

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან იმისთვის, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:02

ეკონომიკა

თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას გაეცნო

„თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას გავაცანით საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები. დავათვალიერეთ ფოთის არსებული და ახალი საზღვაო ნავსადგურები, ასევე ვეწვიეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო-სამობილიზაციო მოედანს, სადაც სტუმრებს ჩვენი სამომავლო გეგმები გავუზიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფანში მიმდინარე პროცესები. ამ კონტექსტში, შუა აზია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და სატრანზიტო მიმართულებას, რომლის აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს დერეფნის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან, რათა ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა გაიზარდოს და აღნიშნულ ნაკადებს ეფექტურად და სწრაფად მოვემსახუროთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

01 აპრილი 2026, 13:57

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე რადიოების წარმომადგენლებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 13:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე

როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები, კარგად ჩანს, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 13:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ფარაზე“: ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა

ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა ე.წ. „ფარას“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე „ენჯეომ“ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.

01 აპრილი 2026, 13:45

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინოვაციის ჯილდო გადაეცა

აზიის განვითარების ბანკში (ADB) ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციის ჯილდო მიიღო. აღნიშნული ჯილდო კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრესის, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანად განხორციელების აღიარებას წარმოადგენს. ინფორმაციას გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კირ სტარმერი

01 აპრილი 2026, 13:43

მსოფლიო

კირ სტარმერი: რა წნეხიც არ უნდა ხორციელდებოდეს ჩემზე, მაინც ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით ვიმოქმედებ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წნეხს განახორციელებენ გარედან მასზე და მისი გუნდის წევრებზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 13:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს ნატოდან გასვლის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ ომს არ შეუერთდა.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 13:17

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს... შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა - საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

01 აპრილი 2026, 13:13

საზოგადოება

„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ

„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 13:10

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

01 აპრილი 2026, 13:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.

01 აპრილი 2026, 13:00

რეგიონი

ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი „ფარაზე“: ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

01 აპრილი 2026, 12:49

საზოგადოება

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

01 აპრილი 2026, 12:49

მსოფლიო

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:36

პოლიტიკა

ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა

ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით „ენჯეოების“ საჩივარზე, რომლითაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.