14 ნოემბერი 2025, 10:34 / სანდო წყარო

ირაკლი ნადარეიშვილი: ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაში Web Summit 2025. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ მასშტაბურ ტექნოლოგიურ სამიტზე საქართველო თემატური საგამოფენო სივრცით და „StartUP in Georgia”-ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი.

„ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმ პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ახორციელებს და რომლის მიზანიც ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა. საქართველო სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ მონაწილეობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში. წარმოდგენილია როგორც ქვეყნის სტენდი, ასევე ქართული სტარტაპები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გლობალურ ინვესტორებს თუ მენტორებს სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრონ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში სამიტის მონაწილეებს და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს და სტარტაპ ეკოსისტემის უპირატესობების შესახებ.

Web Summit ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ყოველწლიურად 160-ზე მეტი ქვეყნიდან 70,000-ზე მეტი მონაწილე, ასობით სტარტაპი, ინვესტორი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ტექნოლოგიურ სამიტში წელს მონაწილეობა მიიღეს ქართულმა სტარტაპებმა - Klics; BetterStep; VS1 – DeFi; Backoffice; Herio და Tasteit, რომლებიც სხვადასხვა პროფილურ ზონებში იყვნენ განაწილებული. სამიტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ერთ-ერთი სპიკერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

„საშუალება გვქონდა, გავცნობოდით გლობალურ ტექნოლოგიურ ტრენდებს და პროდუქტებს და ამ კუთხით საკუთარი თავიც წარგვედგინა. მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იყო კონკრეტულად იმ შეთავაზებაზე, რაც საქართველოს აქვს გლობალური სტარტაპ ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - მათ შორის საგადასახადო შეღავათები და სტარტაპის სტატუსი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ შემოვიღეთ“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასე მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ღონისძიებაზე - ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას და როგორც კონკრეტული სტარტაპების, ისე ზოგადად სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, 2026 წლიდან საქართველოში ოთხი ახალი გლობალური აქსელერატორი დაიწყებს ოპერირებას, რაც სტარტაპებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

Web Summit 2025-ში მონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 15:13

რეგიონი

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 15:04

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.

01 აპრილი 2026, 15:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:56

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2026, 14:54

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს - „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით.

01 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „დიფ სთეითმა“ საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა - ეს შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი კატასტროფით დასრულდეს

„ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!“ - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში.

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ბექა ვაჭარაძე: ფოთი არის საპორტო ქალაქი, რომელიც ისტორიულად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი

ფოთი არის საპორტო ქალაქი, რომელიც ისტორიულად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია, როგორც თავისი ისტორიით, ისე ღირებულებებით. ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის დაცვას, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

01 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.

01 აპრილი 2026, 14:33

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.

01 აპრილი 2026, 14:28

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.

ლევან მახაშვილი

01 აპრილი 2026, 14:27

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი

კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი

01 აპრილი 2026, 14:25

საზოგადოება

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება

მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა

01 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.

ზვიად ცაბაძე

01 აპრილი 2026, 14:10

საზოგადოება

„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს

ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.

01 აპრილი 2026, 14:09

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, Global Terrorism Index-ში საქართველოს შედეგი ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სუსის პროფესიონალიზმის შედეგია

„რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისა და სტანდარტით ასრულებს თავის მოვალეობას. საერთოდ, აღსანიშნავია არა მარტო ტერორიზმში, ასევე დანაშაულთა მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დანაშაულის პრევენცია გახლავთ. ეს სამსახურები სწორედ ამას აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური მუშაობით. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე მის გაზიარებას როგორც სტრატეგიულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლაც რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით მუშაობს“, - აცხადებს ტაბატაძე.

დიმიტრი პესკოვი

01 აპრილი 2026, 14:08

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.

01 აპრილი 2026, 14:07

რეგიონი

რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება

პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები, საშხაპე და დამხმარე სათავსოები.

01 აპრილი 2026, 14:07

სამართალი

სამართალდამცავებმა ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს - სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი პირების უმეტესობა ნარკოტიკების გასაღებთ იყო დაკავებული

სამართალდამცავებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს.

01 აპრილი 2026, 14:06

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან იმისთვის, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.