მსოფლიო ბანკი: საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4 პროცენტამდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა მდგრადობაში ინვესტირებით
ფოტო: მსოფლიო ბანკი
ინვესტიციები ადაპტაციაში, სუფთა ენერგიაში და გონივრულ სოფლის მეურნეობაში შესაძლებელს გახდის პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის და მომავალი შოკების მიმართ მდგრადობის ამაღლებას - მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4 პროცენტამდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა გონივრულ განვითარებაში ინვესტირებით, რაც აამაღლებს მდგრადობას და განაპირობებს ემისიების პასუხისმგებლიან მართვას. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
„საქართველოსთვის მომზადებული კლიმატის და განვითარების ანგარიში (CCDR) ქვეყნისთვის განსაზღვრავს მთავარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ელექტროფიცირებული ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. ამჟამად, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 74%-ის წყაროა ჰიდროენერგია - ერთ სულ მოსახლეზე ემისიების მაჩვენებელი 32%-ით დაბალია ევროკავშირის საშუალო მონაცემებთან შედარებით. უფრო მართვადი ემისიების დონის მიღწევას 2050 წლისათვის, 4.4 მლრდ. აშშ დოლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება ენერგეტიკაში, საქართველოს ინტეგრირებული ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის ფარგლებში არსებულ ღონისძიებებთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული შესაძლებელს გახდის 6 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის საერთო სისტემური ხარჯების დაზოგვას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას.
ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის მიქსის 15 გიგავატამდე გაზრდა და დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ემისიების და იმპორტის შემცირებას, ენერგოსექტორში სამუშაო ადგილების 21%-ით ზრდის პარალელურად, რაც, გაცილებით მეტ ინვესტიციას მოითხოვს შრომითი რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებაში მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებზე დასასაქმებლად.
„მდგრადობის ამაღლებას და ემისიების პასუხისმგებლიან მართვას შეუძლია საქართველოს დახმარება მშპ-ის ამაღლებაში, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნაში, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში და სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სექტორებში სამომავლო შოკების მიმართ დაცვაში, თუ სათანადო პოლიტიკა იარსებებს შრომითი რესურსების მობილობის და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად,” განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. მისივე თქმით: “განახლებად ენერგიაში, თანამედროვე ირიგაციაში, კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში და მდგრად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის ფართო და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია შედარებით მოკრძალებული ხარჯებით “.
ადამიანებსა და სამუშაო ადგილებზე ფოკუსირებულ გონივრულ განვითარებაში ინვესტიციებისთვის საჭირო დაფინანსება შეიძლება მომდინარეობდეს კერძო სექტორიდან, დარგობრივი პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის და სტაბილური რეგულაციების პირობებში. კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის გაძლიერებას, კორპორაციული შესაძლებლობების შექმნას და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლებას, ასევე, დარგებს შორის რისკის ცოდნა-გაზიარებას, კერძო კაპიტალის გამოყენების და მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის მიღწევის ხელშეწყობა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, დამატებითი რეფორმებია საჭირო ფართომასშტაბიანი ინვესტიციების მოსაზიდად და ფინანსური მედეგობის მისაღწევად.
“საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ პროცესს კერძო კომპანიები გაუძღვებიან. განახლებადი ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ენერგოეფექტური შენობები ხმამაღალი სიტყვები არაა - ეს ყველაფერი არსებობს იქ, სადაც სამუშაო ადგილები და შესაძლებლობებია. გონივრული რეფორმები და რეალური პარტნიორობა ამის საშუალებას იძლევა”, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) რეგიონული მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გიგიბერიამ.
ანგარიში ხაზს უსვამს ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის არსებობის საჭიროებას, რომლის მიზანიც საქართველოში მდგრადი ინვესტიციების ზრდა იქნება. ძირითადი ღონისძიებები მოიცავს - ნაკლებად დამაბინძურებელი ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერას, ნახშირბადის ფასის ზრდას, საქართველოში ემისიების სამიზნე მაჩვენებლების ინტეგრირებას ენერგოსექტორის დაგეგმვაში, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების და ელექტრომობილების ბაზრების გაფართოებას კონკურენტული ფასწარმოქმნის მეშვეობით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას შენობების გასათბობად და მდგრად ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას. სწორი ინვესტიციებითა და პოლიტიკით, მწვანე ენერგიაზე გადასვლას შეუძლია ხელი შეუწყოს ზრდას, შეამციროს სიღარიბე და საქართველოს ეკონომიკა უფრო მდგრადი გახადოს მომავალი შოკების მიმართ.
ანგარიში მიუთითებს, რომ სამიზნე ღონისძიებების და ინტერვენციების დანერგვას (როგორებიცაა მაგალითად, საირიგაციო სისტემების მოდერნიზაცია, ფერმერების დახმარება გვალვისადმი მედეგი სათესლე მასალით და წვეთოვანი სარწყავი სისტემით, და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება) შეუძლია ადამიანების, საარსებო საშუალებების და ეკონომიკის დაცვა ისეთი შოკებისგან, რომლებმაც შესაძლოა უმუშევრობა, ადგილმონაცვლეობა და მიგრაცია გამოიწვიოს. ამ ღონისძიებებს აქვს სოფლის მეურნეობის შემოსავლების სახით 2 მლრდ. აშშ დოლარამდე გენერირების პოტენციალი, რაც უშუალო სარგებელს მოუტანს ფერმერებს და სოფლის მაცხოვრებლებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ადაპტაციური სტრატეგიების არარსებობის პირობებში, ეკოლოგიურ რისკებს შეუძლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის შემცირება 30%-ით წვიმის წყლით მორწყვად რეგიონებში და 60%-ით სარწყავი სისტემების მქონე ტერიტორიებზე, ასევე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 95 მლნ. აშშ დოლარის ზიანის მიყენების და ჰიდროენერგეტიკის გამოსავლის 20%-ით შემცირების პარალელურად. ასეთი სცენარის თანახმად, 2030 წლისთვის სიღარიბის ეროვნული მაჩვენებელი ქვეყანაში შეიძლება 0.5%-ით გაიზარდოს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ეფექტურ ადაპტაციას, სოციალური დაცვის გაძლიერებულ სისტემებთან ერთად, 2030 წლისთვის სიღარიბის 0.6%-ით შემცირება შეუძლია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.
01 აპრილი 2026, 14:33
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.
01 აპრილი 2026, 14:28
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.
01 აპრილი 2026, 14:27
ეკონომიკა
ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი
კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
01 აპრილი 2026, 14:25
საზოგადოება
მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება
მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა
01 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 14:10
საზოგადოება
„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს
ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.
01 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, Global Terrorism Index-ში საქართველოს შედეგი ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სუსის პროფესიონალიზმის შედეგია
„რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისა და სტანდარტით ასრულებს თავის მოვალეობას. საერთოდ, აღსანიშნავია არა მარტო ტერორიზმში, ასევე დანაშაულთა მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დანაშაულის პრევენცია გახლავთ. ეს სამსახურები სწორედ ამას აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური მუშაობით. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე მის გაზიარებას როგორც სტრატეგიულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლაც რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით მუშაობს“, - აცხადებს ტაბატაძე.
01 აპრილი 2026, 14:08
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.
01 აპრილი 2026, 14:07
რეგიონი
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება
პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები, საშხაპე და დამხმარე სათავსოები.
01 აპრილი 2026, 14:07
სამართალი
სამართალდამცავებმა ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს - სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი პირების უმეტესობა ნარკოტიკების გასაღებთ იყო დაკავებული
სამართალდამცავებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს.
01 აპრილი 2026, 14:06
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან იმისთვის, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 13:57
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე რადიოების წარმომადგენლებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
01 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე
როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები, კარგად ჩანს, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
01 აპრილი 2026, 13:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ფარაზე“: ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა
ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა ე.წ. „ფარას“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე „ენჯეომ“ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.
01 აპრილი 2026, 13:45
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინოვაციის ჯილდო გადაეცა
აზიის განვითარების ბანკში (ADB) ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციის ჯილდო მიიღო. აღნიშნული ჯილდო კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრესის, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანად განხორციელების აღიარებას წარმოადგენს. ინფორმაციას გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 13:43
მსოფლიო
კირ სტარმერი: რა წნეხიც არ უნდა ხორციელდებოდეს ჩემზე, მაინც ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით ვიმოქმედებ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წნეხს განახორციელებენ გარედან მასზე და მისი გუნდის წევრებზე.
01 აპრილი 2026, 13:27
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს ნატოდან გასვლის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ ომს არ შეუერთდა.
01 აპრილი 2026, 13:17
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს... შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა - საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
01 აპრილი 2026, 13:13
საზოგადოება
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.


