ინგა ფხალაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც
ინგა ფხალაძე
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების მიმდინარეობის და მათი არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ორი პროექტი, რომლებიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელების მოწყობას და დალაგებას მოიაზრებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი - საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს გულისხმობს და რომელსაც შემდგომ ლოგიკურად მოყვა მეორე, მასშტაბური „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის პარტნიორობით.
„რასაკვირველია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ძალიან სერიოზულ პერსპექტივას უხსნის ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობის მხრივ - რაც, გეოგრაფიული მონაცემებით, არ გაგვაჩნია. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ საქართველო თავისი ძალიან სერიოზული ადგილმდებარეობით პოტენციურად შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. შესაბამისად, პროექტმა გამოიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ძალიან დიდი ინტერესი და 2022 წლის დეკემბერში საფუძველი ჩაეყარა მეორე, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს. მათი განხორციელების შემთხვევაში საქართველო გაიმყარებს არამხოლოდ საკუთარ ენერგო დამოუკიდებლობას და უსაფრთხოების სტატუსს, არამედ ევროპასაც შესძენს ენერგო უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა - 525 კვ, ხოლო სიმძლავრე - 1300 მგვტ. ინგა ფხალაძის ინფორმაციით, უკვე გაკეთებულია ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ცნობილი იტალიური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროექტი ტექნიკურად აბსოლუტურად მიზანშეწონილია. ახლა კი პროექტი ზღვის ფსკერის ტექნიკურ გამოკვლევის ფაზაზე გადადის, რაც გულისხმობს გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას.
„ტექნიკური დავალების შემუშავება 2026 წელს დასრულდება და 2027 წელს უკვე დაიწყება მისი განხორციელება. უნდა, აღინიშნოს, რომ პროექტისთვის ევროკავშირში უკვე ვართ სტატუსის მინიჭების კანდიდატები, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2026 წლის დასაწყისში. სტატუსის მონიჭება გულისხმობს ძალიან სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებაში საგრანტო კომპონენტი შემოვა. მთლიანად წყალქვეშა კაბელი 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო ღირებულების პროექტია“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
რაც შეეხება „მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს კიდევ უფრო მსხვილი პროექტია, რომელიც მოიცავს 4,000 მგვტ სიმძლავრის სამ კაბელს. პროექტის ფარგლებში ოთხივე ქვეყნის ჩართულობით ფუნქციონირებს ერთობლივი საწარმო. ინგა ფხალაძის პროგნოზით, 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის დამთავრდება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანგარიშის მომზადება, რომელზეც ასევე იტალიური კომპანია CESI მუშაობს. 2027 წლის ბოლოსთვის ზღვის ფსკერის შესწავლაა დაგეგმილი.
„მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკის დერეფანში ელექტრო კაბელის გარდა მოვიაზრებთ წყალბადის მილის ჩადებასაც, რაც შესწავლის ფაზაშია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც ასევე დიდ შესაძლებლობას იძლევა წყალბადის საწარმოებლად. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია მწვანე წყალბადის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ელექტრო კაბელების საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრულია 10 -12 მლრდ ევრო, დაახლოებით ასეთივეა წყალბადის კაბელის ღირებულებაც“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ პროექტების მიმართ ძალიან დიდია დაინტერესება კერძო სექტორიდან და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი, მათ შორის პროექტის ინფრასტრუქტურულ კომპონენტში. ამასთან, როგორც ინგა ფხალაძე აღნიშნავს, ენერგეტიკა ძალიან დინამიკურად განვითარებადი სექტორია და მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანას სიმძლავრეების მატების გეგმა აქვს, იქ აუცილებლად იყოს ქსელის და ინფრასტრუქტურის გაძლიერება-გაფართოებაც, რის გარეშეც მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება.
„ჩვენი ხედვა ასეთია - უნისონში უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიის დახვეწა 10-წლიანი ხედვით, ასევე იმის გაანგარიშება, თუ რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ სექტორში სიმძლავრეების დამატება ფიზიკურად მოხდეს და ქვეყანას შესაძლებლობა მიეცეს, რომ გახდეს განახლებადი ენერგიების ნეტო-ექსპორტიორი ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
01 აპრილი 2026, 17:43
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.


