ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეროვნული ბანკი BARTA-ს დაარსებიდან აქტიურად იყო ჩართული პროცესში და ამ ჩართულობის ხარისხი წელს უფრო გაიზარდა
ეკატერინე მიქაბაძე
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
BARTA-ს კონკურსი ერთმნიშვნელოვნად იქცა ანგარიშგების საუკეთესო სტანდარტების წარმოჩენისა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმად ქართული კორპორაციული სექტორისთვის, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიმდინარე წლის „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსსა და მის განხორციელებაში სებ-ის როლზე საუბრისას. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ბარტას დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული პროცესში და ამ ჩართულობის ხარისხი წელს უფრო გაიზარდა. სებ-ისთვის, როგორც რეგულატორისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობა და გამჭირვალობის მაღალი ხარისხი არის ის, რაზეც ფუნდამენტურად შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი. სწორედ საუკეთესო ანგარიშგების პრინციპების დაცვით ხდება ზოგადად ზედამხედველობა, რაც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისივე თქმით, BARTA-ს კონკურსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის დაგვირგვინებას და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების პლატფორმას წარმოადგენს.
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის მასშტაბი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც ადგილობრივი ზედამხედველების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
„ამდენი სტეიკჰოლდერის მონაწილეობა ნიშნავს მოცვის მნიშვნელოვან გაზრდას.უფრო მეტ ორგანიზაციას შეგვიძლია დავანახოთ ის პოტენციალი, რაც ბარტას აქვს მათი გამჭვირვალობის ზრდისთვის. BARTA არ არის მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის - ახალი კომპანიებიც ახერხებენ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც დებიუტანტისა და გაუმჯობესებული ანგარიშგების ნომინაციებიც ნათლად აჩვენებს. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინონ, BARTA მათთვის არის პლატფორმა, ჩვენთვის კი შესაძლებლობების დანახვების საშუალებაა,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
BARTA 2025 წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალს 10 ნომინაციაში საზეიმო დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.


