ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა
არემჯის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ წევრმა 8 მცირე მარანმა, 18 ნოემბერს, ავსტრიაში Orange Wine Festival-ში (ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი) მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე 13 ქვეყნის 104 მარნის 350 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მათ შორის იყო 26 ქართული მარანი.
ფესტივალზე ბოლნისურმა ღვინოემა დიდი მოწონება დაიმსახურეს, როგორც ღვინის საერთაშორისო ექსპერტებში, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილე მარნებსა და ვიზიტორებში.
„უკვე მეორე წელია, რაც ვენაში, ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალში ბოლნისის ღვინოები იღებენ მონაწილეობას. წელს 8 ბოლნისური მარნის 19 დასახელების ღვინო გავაცანით ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. აღნიშნული ფესტივალი გვაძლევს საშუალებას ევროპელ მომხმარებლებს ადგილზე გავაცნოთ, არა მხოლოდ ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მცირე მარნების პროდუქცია, არამედ მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონი და მისი უნიკალური მახასიათებლები, რაც ვფიქრობთ ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ღვინოების ევროპის კონტინენტზე პოპულარიზაციისა და სამომავლოდ მათი რეალიზაციისთვის. ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობა ბოლნისელი მეღვინეებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, უწყვეტი განვითარების გზაზე“. - მათე ტაბაღუა, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრი.
„ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში და საშუალებას აძლევს ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კანთან კონტაქტით მიღებული ნატურალური ქარვისფერი ღვინოები გაიცნონ.
ფესტივალში მონაწილეობასთან ერთად, ბოლნისელმა მეღვინეებმა დამატებით დეგუსტაცია გამართეს ავსტრიაში მდებარე ქართულ რესტორანში, სადაც ბოლნისური ღვინოები უკვე იყიდება.
„მე, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ რესტორანში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაციისთვის გვემასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესტორნის მენიუში, 2021 წლიდან, გვაქვს ორი ბოლნისური ღვინო - მარბანო და ძმების მარანი. დეგუსტაციას ესწრებოდნენ როგორც ქართველები, ისე ავსტრიელები და სხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინის გაცნობითა და დაგემოვნებით. ვიმედოვნებ, ეს აქტივობა ტრადიციულ სახეს მიიღებს და თავის წვლილს შეიტანს ბოლნისური და ზოგადად, ქართული ღვინის ევროპაში პოპულარიზაციის საქმეში“. - გიორგი ქერაშვილი, რესტორან „მოდი 1080-ის“ დამფუძნებელი.
არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას მე-7 წელია ახორციელებს. კერძო სექტორის, მუნიციპალიტეტისა და მეღვინეთა გაერთიანების მჭიდრო თანამშრომლობა საუკეთესო ხარისხის ბოლნისური ღვინოების წარმოებას, მათ პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზარზე გატანას უწყობს ხელს.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 21:44
პოლიტიკა
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს
ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
01 აპრილი 2026, 21:18
ეკონომიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება
ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
01 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ
დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.
01 აპრილი 2026, 21:12
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:58
საზოგადოება
სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.
01 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა
საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
01 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:51
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.
01 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
01 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ
მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.
01 აპრილი 2026, 20:42
პოლიტიკა
ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.
01 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია
თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
01 აპრილი 2026, 20:26
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს
აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.
01 აპრილი 2026, 20:26
სამართალი
ტერორისტული საფრთხე საქართველოში განსაკუთრებულად დაბალია - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის ინდექსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.
01 აპრილი 2026, 20:23
სამართალი
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია - 72 საათში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და 108 დაკავებული. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
01 აპრილი 2026, 20:22
საზოგადოება
დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა.
01 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.
01 აპრილი 2026, 20:14
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
01 აპრილი 2026, 20:12
საზოგადოება
სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.


