25 ნოემბერი 2025, 13:57 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: IMO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ქართველ მეზღვაურებს, შუა დერეფნისა და რეგიონული კავშირების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლს

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან. შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შედგა.

„მრავალმხრივ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, IMO-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შუა დერეფნისა და რეგიონული კავშირების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შუა დერეფნის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას, შეუფერხებელ მუშაობას და ჩვენ მზად ვართ IMO-სთან თანამშრომლობისთვის მრავალი მიმართულებით, რომელთა შორისაა შუა დერეფნის მარშრუტზე უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი საკითხები, ასევე ციფრული ჰარმონიზაცია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. ქართულმა მხარემ IMO-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში საზღვაო რეფორმის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის საუბარი შეეხო: ქართველ მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემას, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ნავსადგურების მმართველობის გაუმჯობესების, საზღვაო განათლების გაძლიერების, საზღვაო სექტორის გაციფრულებისა და სხვა საკითხებს.

„ვისაუბრეთ საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის საკითხებზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის. ამასთან, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც საზღვაო სექტორში გენდერული თანასწორობაა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველომ დაიწყო WIMA Europe-ის შექმნა, რომელიც რეგიონული პლატფორმა იქნება საზღვაო დარგში მომუშავე ქალთა ხილვადობის, ლიდერობისა და ხელშეწყობისთვის.

შეხვედრისას მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში უკვე დანერგილია საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა (Maritime Single Window-ისა), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციებთან სრული შესაბამისობას. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული საქართველოში ჰიდროგრაფიული შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და S-100 სტანდარტზე გადასასვლელად მზადყოფნაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ჩართულობაზე IMO-ს მწვანე ტრანზიციის ინიციატივებში. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს IMO-ს მხარდაჭერილ გარემოსდაცვით პროგრამებში.

IMO-ს გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა. არსენიო დომინგესთან შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026-ზე ოფიციალურად მოიწვია.

ყველა სიახლე

ბექა გიუნაშვილი

01 აპრილი 2026, 22:57

საზოგადოება

გიუნაშვილი: ელიზბარაშვილის განცხადება, თითქოს ხდება ცხოველების ცოცხლად დაწვა, არის უმძიმესი დანაშაული – ცილისწამება. ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად

მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ 1 აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა არის ყალბი ინფორმაციის, აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამების კრებითი მაგალითი, - წერს მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც გიუნაშვილი აღნიშნავს, ეს ბრალდებები ემსახურება მისი, როგორც სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 22:43

პოლიტიკა

კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით

საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით – ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას.

ბექა ვაჭარაძე

01 აპრილი 2026, 21:44

პოლიტიკა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს

ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი ეფუძნებოდა ქვეყნის მომავლის ინტერესებს, - ასე შეაფასა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.

გიორგი გაბუნია

01 აპრილი 2026, 21:18

ეკონომიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს. ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი დარგების მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ეს წინსვლა გაგრძელდება

ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, მშვიდობასთან ერთად არის ეკონომიკური განვითარება და ამას ჩვენი საზოგადოება გრძნობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გლობალური ადაპტაციის კორექტირებულ ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ

დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.

01 აპრილი 2026, 21:12

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.

01 აპრილი 2026, 20:58

საზოგადოება

სურსათთან შეხების მქონე პლასტმასის ჭურჭლის მოხმარება უკვე აკრძალულია - დარღვევა გაფრთხილებით ან ჯარიმით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია აიკრძალა. კანონდამრღვევს ათას ლარიანი ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია დაეკისრება.

ვარლამ წიკლაური

01 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვარლამ წიკლაური: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილი ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას - რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, რეალობა არის ერთი: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო ტენდენციური და არ ასახავდა რეალობას, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

ზურაბ აბაშიძე

01 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ.

მეთიუ უიტაკერი

01 აპრილი 2026, 20:51

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს - იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატოში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევისადმი უკრაინაში

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებების სრულ რევიზიას ახორციელებს.

01 აპრილი 2026, 20:49

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.

დემნა ხელაია

01 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შემდეგ ისევ უკან, გარემოში აბრუნებენ

მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ, რის შემდეგაც გადაჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია, რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.

01 აპრილი 2026, 20:42

პოლიტიკა

ნინო ვარდოსანიძე: ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.

01 აპრილი 2026, 20:37

პოლიტიკა

„დიფ-სთეითის“ რებრენდინგი, ოპოზიციის დავალება და ხელისუფლების პოზიცია - „ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2026, 20:34

საზოგადოება

პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია

თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 20:26

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს

აშშ ირანს საკმაოდ სწრაფად დატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-ს.

01 აპრილი 2026, 20:26

სამართალი

ტერორისტული საფრთხე საქართველოში განსაკუთრებულად დაბალია - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის ინდექსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.

01 აპრილი 2026, 20:23

სამართალი

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია - 72 საათში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და 108 დაკავებული. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია. სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

01 აპრილი 2026, 20:22

საზოგადოება

დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა.

01 აპრილი 2026, 20:20

პოლიტიკა

კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.