გიორგი ცუცქირიძე: ინფლაცია არ არის მხოლოდ მაკრო ფაქტორი. იგი ეხება ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც, რადგან გაზრდილი ფასები ერთნაირად მოქმედებს ბიზნეს ხარჯებზეც და ადამიანთა ჯიბეზეც, ანუ, მათ გუნება-განწყობაზე
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით (5.2%) დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა. როგორც ნოემბრის დასაწყისში ინფლაციის შეფასებისას ავღნიშნე, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია, - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, ინფლაციის შემცირების ტენდენცია მიანიშნებს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონესთან დაბრუნდება.
„ინფლაცია არ არის მხოლოდ მაკრო ფაქტორი. იგი ეხება ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც, რადგან გაზრდილი ფასები ერთნაირად მოქმედებს ბიზნესხარჯებზეც და ადამიანთა ჯიბეზეც ანუ მათ გუნება-განწყობაზე. ამიტომ არის, რომ ინფლაცია ზოგჯერ სპეკულირებისთვისაც საკმაოდ მსუყე ლუკმა.
ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით (5.2%) დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა. როგორც ნოემბრის დასაწყისში ინფლაციის შეფასებისას ავღნიშნე, #წელს წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია.
ამასთან, სურსათის ფასებს, სეზონურობის და კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო, დიდი მერყეობაც ახასიათებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო, აქედან გამომდინარე, წელს, სურსათის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება.
ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდის. ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი იყო ზოგიერთი სურსათისთვის (მანდარინი, კივი, ყველი, პომიდორი) დამახასიათებელი სეზონური მერყეობა, როგორც ფასების ზრდის, ასევე კლების მიმართულებით. პურის და ზეთის გაძვირებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით გაზარდა. თავის მხრივ, ზეთის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებში მზესუმზირის ზეთის გაძვირებას უკავშირდება.
წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა.
ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 5.8% იყო. აქ ყველაზე დიდი წვლილი ზეთს, კარტოფილსა და შოკოლადს აქვს, ხოლო იმპორტირებულმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა.
ნიშანდობლივია, რომ ინფლაცია მაღალი იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებშიც, რომლებიც ამავდროულად ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. თუ საქართველოში წლიური ინფლაცია ნოემბერში მიზნობრივზე(3%) მაღალი იყო - 4.8% იყო, სომხეთში 3.1%, ანალოგიურ პერიოდში ბულგარეთში 5.3%, რუსეთში 6.9%, თურქეთში მიუხედავად შემცირებისა, კვლავ მაღალია და 31% შეადგენდა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 5.9% იყო, რაც ასახავს ფასების გარკვეულწილად უფრო ძლიერ ზეწოლას და გარკვეულწილად ინფლაციის იმპორტსაც ჩვენს შემთხვევაში.
ინფლაციის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იძლევა ინფლაციის შეფასების დამახინჯებულ სურათს, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების ნაწილი არ ითვალისწინებს, ან შეგნებურად არ აქცევს ყურადღებას, ამ დროს საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად.
მთლიანი ინფლაცია კი გაიზარდა დროებით, მაგრამ საბაზო ინფლაცია, მომსახურების ფასების ინფლაციასთან ერთად არ გაზრდილა და კვლავ სტაბილურად მიზნობრივ 3%-ს ქვემოთაა, ხოლო ნოემბერში საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა.
შედარებისთვის ევროზონის ქვეყნებს მთლიანი ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს აქვთ, რაც 2.1% შეადგენს (მიზნობრივი 2%-ია), თუმცა ამავდროულად მომსახურების ფასების ინფლავია 3-4%-ს შორის მერყეობს.
სწორედ მომსახურების ფასები არის უტყუარი ინდიკატორი თუ რამდენად არსებობს ინფლაციის შემდგომში გამძაფრების რისკი. ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპის შემცირება მომსახურების ინფლაციის დაბალ მაჩვენებელთან ერთად აჩვენებს ინფლაციური ტრენდის გარდატეხასაც შემცირების მიმართულებით.
გასულ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უსაფუძლო კრიტიკა სებ ის და მისი პრეზიდენტის მისამართით, მონეტარული პოლიტიკის „ჩავარდნაზე“ და ინფლაციის მორიგ „გაქცევაზე”. პროგნოზი კი რომელიც გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ - წლის ბოლოსკენ ინფლაციური ტრენდის გარდატეხაზე, ამჯერადაც აღმოჩნდა სწორი.
ამასთან, ინფლაციური პიკის გადავლა, მისი შემცირებისაკენ მიანიშნებს უკვე მომავალი წლისათვის მის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებასაც და რაზეც ინფლაციური მოლოდინების დაბალ დონეზე შენარჩუნებაც მეტყველებს“, - წერს ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 12:42
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „მართე შენი ქალაქის“, მორიგი ეტაპი დასრულდა. სტუდენტური პროგრამა „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში უკვე 400-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
04 აპრილი 2026, 12:33
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს.
04 აპრილი 2026, 12:30
პოლიტიკა
ღია ეთერი - ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. როგორია ქვეყნის ენერგორესურსების ათვისების სამთავრობო სტრატეგია და გარემოსდაცვითი სტანდარტი - დებატები ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე. ეკონომიკური სარგებელი, ეკოლოგიური რისკები, გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები საქართველოში და ვის ინტერესებს ემსახურება პროტესტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების წინააღმდეგ.
04 აპრილი 2026, 12:28
მსოფლიო
The Telegraph: ამერიკელი მფრინავის ბედმა, შესაძლოა, ირანში ომის მიმდინარეობა შეცვალოს
გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ირანში დაკარგული ამერიკელი პილოტის სამძებრო სამუშაოებთან ერთად ყალიბდება სხვადასხვა ტიპის ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს შექმნილი ვითარება კონფლიქტზე.
04 აპრილი 2026, 12:28
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ძაღლებზე ატეხილი ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას ძალიან დასანანია, რომ ასეთ იაფფასიან ხერხს მიმართავენ ის ძალები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციად იწოდებიან
ძაღლებზე ატეხილი ეს ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
04 აპრილი 2026, 12:27
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ საპარლამენტო ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში 6 მუნიციპალიტეტში პარტიის საკრებულოს წევრებს შეხვდა
ყურადღება გამახვილდა, როგორც ადგილობრივ ასევე ზოგად პოლიტიკურ პრობლემებზე, და პარტიის შემდგომ ეტაპებზე. აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი ოფისების შექმნასა და გაძლიერებას და 2028 წლის არჩევნების სამზადისს.
04 აპრილი 2026, 12:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს ერთი მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1978 წელს დაბადებული ი.გ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
04 აპრილი 2026, 12:04
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის ელჩთან ერთად, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა
მიხეილ სარჯველაძე და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.
04 აპრილი 2026, 11:56
პოლიტიკა
ირანის ელჩისთვის „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა განხილვის საგანია სოციალურ ქსელში - მას საქართველოს წინააღმდეგ მტრობას უწოდებენ
ირანის ელჩისთვის „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა განხილვის საგანია სოციალურ ქსელში და მას საქართველოს წინააღმდეგ მტრობას უწოდებენ. ჟურნალისტი ელჩს ეკითხება, რა პოზიცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა.
04 აპრილი 2026, 11:50
რეგიონი
შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.
04 აპრილი 2026, 11:48
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება
ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
04 აპრილი 2026, 11:38
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად - ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ თემას არაკეთილსინდისიერი პირები სენსაციის შესაქმნელად იყენებენ.
04 აპრილი 2026, 11:25
მსოფლიო
Reuters: თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 11:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 10:14
რეგიონი
გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა.
04 აპრილი 2026, 10:12
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის - ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა-ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები.
04 აპრილი 2026, 10:07
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
04 აპრილი 2026, 10:07
პოლიტიკა
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
04 აპრილი 2026, 09:45
მსოფლიო
რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.


